როცა ბილეთს შერჩევით ვყიდულობთ, არის შემთხვევები, როცა ორ სავარძელს შორის მარტო ვხვდებით. ის ბევრი ადამიანისთვის არც ისე კომფორტული პოზიციაა. ჩვენ მის ადვილად დასაძლევად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. იქონიეთ კარგი კისრის ბალიში შეარჩიეთ კომფორტული კისრის ბალიში, რადგანაც შუა სავარძელზე მარტო ყოფნისას გვერდით უცხო ადამიანები გეყოლებათ და დასაძინებლად თავს ვერ მათ დაადებთ და ვერც ფანჯარას. კარგი კისრის ბალიში […]
მსოფლიოში ბევრი ადგილია, რომლის ნახვაც გვსურს. მაგრამ ბევრი ღირსშესანიშნაობა წლის ზოგ პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა ჭარბი ტურიზმის აღზევებით. ხანდახან ისეც ხდება, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ტუსტების რაოდენობას ფიზიკურად ვერ აუდის. გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით ეს ყველაფერი შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ან უბრალოდ შესაბამისად მოემზადოთ. ტურიზმის გადასახადები როცა რაღაცის ფასი იზრდება, მოთხოვნა მცირდება – ამ მიზნით ვენეცია ხანდახან მის ზოგიერთ […]
ფრენების შემოწმება გასართობი ჰობია. ხანდახან, როცა საყვარელი ადამიანი მოგზაურობს ეს საჭიროც ხდება. ამ აპლიკაციების მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ ფრენის დეტალები უფრო სწრაფად, ვიდრე უშუალოდ ავიახაზების ოფიციალურ პლატფორმებზე. მათი მეშვეობით შეგიმცირდებათ სტრესიც. არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობის გამარტივება გსურთ, ფრენის კონტროლი თუ უბრალოდ გასართობი დაკვირვება, ამ აპლიკაციებში ყველა იმ ინფორმაციას აღმოაჩენთ, რაც გჭირდებათ. Plane Finder ეს აპლიკაცია წარმოგვიდგენს […]
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ასაკში ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანა შესაძლოა არც ისეთ მომხიბვლელ აზრად გეჩვენებოდეთ, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში. მოგზაურობა აფართოებს ბავშვის სამყაროს და მის თვალსაწიერს, ხდის მას უფრო ემპათიურს კულტურულ მრავალფეროვნებასთან მიმართებაში და ეხმარებათ ადაპტირდნენ ცვალებად სიტუაციებთან. ეს ასევე აყალიბებს ბავშვის ლინგვისტურ განვითარებას. ბავშვები მოგზაურობის საშუალებით ადრეული წლებიდანვე სწავლობენ ურთიერთობების […]
ყველა მოგზაურს გამოუცდია ის შეგრძნება, როცა გგონია, რომ თვითმფრინავში ან აეროპორტში რამე დაგრჩა. ის წამები როცა ცდილობ მოძებნო და გგონია დაკარგე, არც ისე სასიამოვნო განცდაა. გახსოვდეთ, რომ აეროპორტში არსებობს დაკარგული ნივთების განყოფილება, სადაც ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარი ნივთის მოძიებას შეძლებთ. აიპადი მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობისას მოგზაურებს ელექტრონული ხელსაწყოები სულ ხელში უჭირავთ, ტაბლეტები მაინც ყველაზე ხშირად იკარგება. […]
ბარგის პოლიტიკა ყველა ავიახაზებს განსხვავებული აქვს, თუმცა ძირითადი მოთხოვნებით, ბარგის წონა და ზომა ყოველთვის ლიმიტირებულია და ხანდახან სტრესის საფუძველსაც ქმნის. თუ ზედმეტი ბარგი მიგაქვთ, იმზად იყავით, რომ ზედმეტის გადახდაც მოგიწევთ. ზოგადად მეორე დამატებითი ჩანთის ღირებულება 25-დან 95 დოლარამდე ჯდება, მესამემ კი შესაძლოა 150 $-საც მიაღწიოს. ეს ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ სამოგზაუროდ ცოტა სამოსი წაიღოთ და […]
აფრიკა მსოფლიოს ულამაზეს ქვეყნებს აერთიანებს და ტურისტულად ერთ-ერთი ტოპ პოპულარული მიმართულებაა. კონტინენტზე მდიდარი კულტურა და ულამაზესი ბუნებაა. ეს გულისხმობს საჰარას უდაბნოსაც, წვიმის ტყეებსაც და კენიის ველურ ლანდშაფტსაც. აფრიკულ მუსიკას დიდი გავლენა აქვს მსოფლიო კულტურაზე. უახლესი მონაცემებით, აფრიკის ყველაზე მეტჯერ და ხშირად მონახულებადი ქვეყანაა მაროკო. მაროკო ცნობილია მარაქეშით და ფეზით, სადაც ისტორიული მედინები და შთამბეჭდაცი სასახლეებია. […]
შვილები ხშირად კითხულობენ თუ სად შეიძლება წავიდნენ დედებთან ერთად. მფრინავი საუკეთესო მიმართულებებს გირჩევთ: კოპენჰაგენი, დანია გაისეირნეთ დედასთან ერთად ფერად ნიჰავნში, მოინახულეთ ტივოლის ბაღები და თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, იარეთ ველოსიპედებითაც. ვენეცია, იტალია ვენეცია ბევრი დედის ოცნებაა. მიირთვით გელატო, პასტა და პიცა, გაიარეთ ქალაქის ცნობილ არხებში, დასხედით გონდოლაზე, დაიკარგეთ ბურანოს ვიწრო ფერად ქუჩებში. დატკბით იტალიური არქიტექტურის […]
ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას, მშობლები ხშირად უარს ამბობენ ხელოვნების მუზეუმებში შესწვლაზე, რადგანაც ფიქრობენ იქ ბავშვს ვერაფრით დააინტერესებენ. საინტერესო კითხვაა თუ როგორ გავაცოცხლოთ კულტურა და ხელოვნება პატარა ბავშვის ცნობიერში. მუზეუმში შესვლისას ზოგი გაუჩერებლად დარბის, ზოგი წუწუნებს, ზოგს კი გამუდმებით შია. მაგრამ, როგორ უნდა წამოხვიდეთ პარიზიდან ლუვრის მონახულების გარეშე? ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ: #1 არ ეწვიოთ პიკ დროებში […]
როგორც კი თვითმფრინავში ვხვდებით, დროის გასაყვანი და გასართობი საშუალებების რაოდენობა იკლებს. ბევრი ადამიანი ამ დროს ძილს ამჯობინებს და ითიშება. მაგრამ, აუცილებელია ეს გააკეთოთ მხოლოდ ჰაერში და არა აფრენის პროცესში. აუცილებელია შეფხიზლდეთ დაფრენამდეც. ამით თავიდან აირიდებთ ყურების დაგუბებას და აღარ იგრძნობთ მწვავე წნევას. ასევე, აფრენა და დაფრენა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესებია, როცა ყურადღებით უნდა იყოთ და მნიშვნელოვანი […]