ღილაკი, რომლითაც ბორტგამცილებელს მოუხმობთ, დიდ ძალას ფლობს. მან შესაძლოა მარტივად გიხსნათ ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ნერვიულობა ან ავადმყოფობა ხმელეთიდან ათეულობით კილომეტრით მაღლა ყოფნისას. მაგრამ მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არაა და როცა თავადაც ვყოყმანობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად ვიყენებთ თუ არა მას. ბორტგამცილებელი არაა ისეთი მომსახურე პერსონალი, რომელსაც წამდაწუმ ზარის დარეკვით გამოიძახებთ. იცოდეთ, რომ რესტორანში არ ხართ […]
რა არის ყველაზე სასიამოვნო სასტუმროში დარჩენისას? ყოველდღიური დასუფთავების სერვისი! მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები გვიზირებენ იდეას, რომ დასუფთავების სამსახური მოხარულია დაალაგოს ოთახი შესაბამისი ეტიკეტების მიხედვით. შეიძლება თქვენ გსურთ, რომ მათ ხელი შეუწყოთ რამის გაკეთებით, მაგრამ ხანდახან შესაძლოა ამით პირიქით, საქმე დაუმატოთ. გამოაცალკევეთ საკუთარი ნივთები თუ სასტუმროში რამდენიმე დღით ხართ, საყოველთაო დასუფთავების რეისზე შემოსული დამლაგებლებისთვის გასარეცხი და გამოსაცვლელი […]
ღამის გათენების, დილას ძალიან ადრე ადგომის ან აეროპორტში ყურყუტის შემდეგ, ერთი სული გვაქვს ხოლმე თვითმფრინავის სკამზე ჩაძინება ვცადოთ. მაგრამ აფრენამდე აუცილებლად ფზილად უნდა იყოთ, ამას ორი მიზეზი აქვს: ყურის ტრავმა და ევაკუაციის უსაფრთხოება. ყურის ბაროტრამვა არის სტრესი, რომელიც თქვენს ყურში გარემოსა და თქვენს შიდა ყურს შორის არსებული ჰაერის წნევის ცვლილებების გამო ჩნდება. დისბალანსს ყურის ნიჟარაში […]
თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი, მეგობარი, მშობელი ან უბრალოდ მეგზური ევროპაში მოგზაურობისას კრუიზით სიამოვნების მიღებას გეგმავთ, ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ. კრუიზი მშვენიერი საშუალებაა, რომ რამდენიმე ლოკაციას ეწვიოთ, აირიდოთ ტრანსპორტირების დაგეგმვის სტრესი, უბრალოდ მოდუნდეთ და გემრიელი ღვინო დალიოთ. კრუიზი დუოროზე, ოქროს ღვინოების დასაგემოვნებლად, პორტუგალია თუ კარგი ღვინის დამფასებელი ხართ, მაშინ მდინარე დუოროს კრუიზს უნდა შეუერთდეთ. დუოროს […]
3-4 დღის გატარება მსოფლიოს უცნობ კუთხეებში, მათი საჭმლის მირთმევა და ღირსშესანიშნაობების ხილვა მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აქტივობაა. ევროპაში ბევრი ახლოს მდებარე ისეთი ქალაქია, რომელთა მონახულებაც ერთ წასვლაზე იოლი და ბიუჯეტურია. ჩვენ გირჩევთ ამ ხელსაყრელ ლოკაციებს და მათ შორის დაკავშირების გზებს: ამსტერდამი და როტერდამი მატარებლის გზა: 41წთ მოგზაურობა ამსტერდამსა და როტერდამს შორის სულ რაღაც 40 წუთშია […]
ყველა სრიალის მოყვარულმა იცის, რომ სათხილამურო კურორტებზე დასვენება, როდესაც სრიალი გსურს, იაფი სიამოვნება არაა. თუმცა, თუ გსურთ ქვეყნიდან გახვიდეთ და სხვა სასრიალო ბილიკებიც გამოსცადოთ, ევროპის რამდენიმე კურორტი ზამთარში ბიუჯეტურ დასვენებას გვთავაზობს. 1. ბოროვეტსი, ბულგარეთი Borovets – ზამთარში დიდი თავშეყრის ადგილია მე-19 საუკუნიდან. მას აქვს ლურჯი ბილიკი დამწყებთათვის და წითელი საშუალო სირთულის. ისრიალებთ ბულგარეთის მთა მუსალაზე, […]
აეროპორტი საფრთხილო ზონაა, რადგანაც თუ ყურადღებით არ იქნებით, მარტივია ბევრი ფული დაგეხარჯოთ. იქ უამრავი რამ იყიდება და როგორც კი რეგისტრაციას გაივლით და მოცდის ზონაში გადახვალთ, ყველაფერი თქვენ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ აეროპორტში ზედმეტად ძვირად წარმოდგენილ ნივთებს გაგაცნობთ: ბოთლის წყალი ნამდვილი მიზეზი თუ რატომ ღირს ბოთლის წყალი აეროპორტში ორჯერ და სამჯერ ძვირი ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში, მისი ამ […]
ზამთარში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს: შობა-ახალი წელი, ჩრდილოეთის ციალი, თოვლი, სრიალი და აშ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ სეზონზე შედარებით თბილი ამინდი დაგხვდებათ, ევროპის ცენტრში მყუდრო კაფის კულტურა ხოლო ჩრდილოეთით ჯადოსნური ატმოსფერო. ევროპული დასვენება შედარებით ბიუჯეტურია დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ: 1. დალიეთ გლიტვეინი გერმანიის ან ავსტრიის საშობაო ბაზრობებზე გერმანიასა და ავსტრიაში რომანტიკული და […]
იცოდით, რომ ერთმა მარტივმა შეცდომამ შესაძლოა თქვენი ჩანთა სულ სხვა ადგილას გაგზავნოს? ფრენისას ბარგის დაკარგვა საშინელი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ მგზავრები ჩადიან თავიანთ დანიშნულების ადგილას და ჩანთას ვეღარ პოულობენ. რა თქმა უნდა ის საბოლოოდ უბრუნდებათ, თუმცა მოგზაურობის პერიოდში აუცილებელი ნივთების გარეშე რჩებიან. თურმე, ხანდახან ეს […]
60 წელს გადააბიჯეთ და თავგადასავლები გსურთ? ან გინდათ რომ მშობლები თუ ბებია-ბაბუები გაახაროთ და არ იცით სად გაუშვათ? პენსიის ასაკი ევროპაში იმ დროდ მიიჩნევა, როდესაც აქტიური მოგზაურობა უნდა დაიწყო. მითუმეტეს მაშინ, თუ ამას სამსახურის თუ სხვა ვალდებულებების გამო ვერ აკეთებდი. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ ოქროს ასაკში რომ საუცხოოდ და ბიუჯეტურად იმოგზაუროთ. 1. სტამბოლი, თურქეთი […]