როგორ აირიდებთ თავიდან ავად გახდომას სხვადასხვა კლიმატებში მოგზაურობისას
არაფერია იმაზე დამსტრესველი, როგორც სასტუმრო ოთახში გაღვიძება და თავის შეუძლოდ გრძნობა, მაშინ როცა გეგმები გაქვთ დაწყობილი. თუ თბილ კლიმატს ტოვებთ და სასრუალოდ მიდიხართ, ან პირიქით, სიცივიდან ცხელ ამინდებში ამოყობთ თავს, ავად გახდომის რისკი უფრო მაღალია. კლიმატებს შორის მგზავრობას, იმუნიტეტის გასაძლიერებლად რაღაცეების გათვალისწინება სჭირდება:
რა უნდა გააკეთოთ პირველი 48 საათი, რომ ჯანმრთელი დარჩეთ:
ადამიანის სხეულს შეუძლია ტემპერატურის ცვლილებების გადატანა, მაგრამ რა განსხვავებაა ზაფხულის სიცხიდან ზამთრის სიცივეში სწრაფი გადასვლისას? როცა თვითმფრინავი ნახევარსფეროებს იცვლის, თქვენს სხეულს სჭირდება რომ სხვა კლიმატთან ადაპტირდეს. ამისათვის, მასზე პირველი 24-48 საათი განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ. შესაძლოა დღის პირველი ნახევარი, დილა – საუკეთესო დრო იყოს, რომ ტურისტულ ადგილებს ეწვიოთ, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ სჯობს პირველი ორი დღე დილით გამოიძინოთ. ბევრი ძილი იმუნურ სისტემას გააძლიერებს. გაატარეთ პირველი ორი დღე ისეთ სივრცეში, სადაც ტემპერატურა კონტროლირებადია.
აუცილებლად დალიეთ ბევრი წყალი
დეჰიდრატაცია სხეულის პირველი მტერია, განსაკუთრებით ფრენისას. ყველა მოგზაური ვერ აანალიზებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკმარისი წყლის მიღება. კლიმატის ცვლილება სხეულის ბალანსს არღვევს: მაგალითად, სიცხეში წყალს ოფლის საშუალებით ვკარგავთ. წყლის გარდა, ექიმები ასევე გვურჩევენ, რომ ვიქონიოთ დამატენიანებელი, განსაკუთრებით მშრალ კლიმატში.