რისი წაღება ავიწყდებათ ადამიანებს მოგზაურობისას
ალბათ ყველა მოგზაურს დარჩენია საჭირო ნივთი ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ნივთების სიას, რომლებიც საჭიროა მოგზაურობის დროს, რათა ბარგის ჩალაგებისას გადახედოთ და გაიხსენოთ.
სამგზავრო ბალიში
ეს აუცილებელი ნივთი არაა, მაგრამ ბევრს ავიწყდება და შემდეგ ნანობს, განსაკუთრებით ღამით/დილით ადრე ფრენისას. მისი საშუალებით ძილი ბევრად კომფორტულია. ამასთან, აეროპორტებში სამგზავრო ბალიშების ფასი ბევრად მაღალია.
ყურსასმენები
ეს ჩვენი პატარა მეგობრები სახლში არ დატოვოთ. ის განსაკუთრებით გამოგადგებათ ფრენისას და კომფორტს შეგიქმნით სხვა ადგილებშიც, მაგალითად ტრანსპორტსა თუ მუზეუმებში.
ქოლგა
სადაც არ უნდა მიდიოდეთ და რომელი სეზონიც არ უნდა იყოს, ქოლგა ყველგან გამოგადგებათ. აირჩიეთ კომპაქტური სამგზავრო ქოლგები.
დამტენები
თუ თქვენს ელექტრო მოწყობილობებს სხვადასხვა დამტენები აქვთ, არ გამოგრჩეთ რომელიმე, რადგანაც მათ შეძენაზე შემდეგ ზედმეტი ენერგია და თანხა არ დაგეხარჯოთ.
პიჟამო
რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოგზაურებს პიჟამოს წაღება ძალიან ხშირად ავიწყდებათ და შემდეგ იმის მოფიქრება უწევთ რა ჩაიცვან ძილის დროს.
პასპორტი და პირადობის მოწმობა
შესაძლოა თქვენ იმ რიგებში არ ხართ, ვისაც საერთაშორისო ფრენისას პასპორტი სახლში რჩება, მაგრამ ხანდახან პირადობის მოწმობის წაღებაც ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუდენტი ხართ, რადგანაც მუზეუმებსა თუ სხვადასხვა ადგილებში ფასდაკლებებს პირადობის მოწმობაზე აღნიშნული “სტუდენტის” გამო მიიღებთ. ასევე, თუ ღამით პასპორტის ტარება არ გსურთ და ბარებსა და კლუბებში ასაკს გეკითხებიან, პირადობის მოწმობა ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
წიგნი ან ჟურნალი
მოგზაურები ხშირად ნანობენ რომ თან რაიმე წასაკითხი არ იქონიეს. ეს განსაკუთრებით საჭიროა აეროპორტებში გადაჯდომისას და თვითმფრინავში. კარგი წიგნი ან საინტერესო ჟურნალი მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობისასაც გამოგადგებათ თუ ქალაქებს შორის გადადიხართ.
წამლები
მოგზაურებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ შესაძლოა სხვაგან რამდენიმე დღით ყოფნისასაც ასტკივდეთ თავი, მუცელი ან დასჭირდეთ ის მედიკამენტი, რომელსაც ჩვეულ ცხოვრებაში იყენებენ ხოლმე.
ჩუსტები
თუ სასტუმროში არ რჩებით, სადაც ერთჯერადი ჩუსტებია, მაშინ პირადი ჩუსტები ძალიან გამოგადგებათ. მოგზაურებს ხშირად ავიწყდებათ მისი წაღება და შემდეგ სახლშიც და ოთახშიც ფეხსაცმლით უწევთ სულ ყოფნა.
მზისგან დამცავი
თუ მზიან ამინდებში მიდიხართ ეს აუცილებელი ნივთია, რომელიც საკუთარი კანის დაცვის გამო არ უნდა დაგრჩეთ.
საცურაო კოსტიუმი
შესაძლოა არ მიდიოდეთ სანაპირო კურორტზე, მაგრამ საცურაო კოსტიუმი შესაძლოა მოგზაურობისას ექსპრომტად დაგჭირდეთ.
დეზოდორანტი
ეს ნივთიც ხშირად ეძლევა დავიწყებას და ბევრი სიარულის გამო მოგზაურები ამ ფაქტს ხშირად ნანობენ.
ქეში
მიუხედავად იმისა, რომ ბარათით გადახდა ყველგან საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელი გახდა და მთელ თანხას ქეშად აღარავინ ატარებს, ხანდახან მაინც საჭიროა ხდება ის. მოგზაურებს ხშირად ავიწყდებათ მინიმალური რაოდენობის ქეშის წაღება. ის შესაძლოა დაგჭირდეთ ტრანსპორტში, რაიმეს საყიდლად, სადაც ბარათით გადახდა არაა ან ჩაის დასატოვებლად.
წყლის ბოთლი
მოგზაურობისას წყლის დალევა მნიშვნელოვანია. იმ ქალაქებში, სადაც ონკანიდან წყალი ისმევა ან ქუჩებში დასალევი ფანტანებია, წყლის ბოთლი ძალიან გამოგადგებათ.
სადეზინფექციო სალფეთქები
ბაქტერიები ყველგან გავრცელებულია: თვითმფრინავში, ტრანსპორტში, სასტუმროშიც. იმისათვის, რომ ავად არ გახდეთ, ეს ნივთიც იქონიეთ ჩანთაში.