რჩევები

როგორ გავართოთ ბავშვები საზღვარგარეთ მუზეუმში ვიზიტისას

ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას, მშობლები ხშირად უარს ამბობენ ხელოვნების მუზეუმებში შესწვლაზე, რადგანაც ფიქრობენ იქ ბავშვს ვერაფრით დააინტერესებენ. საინტერესო კითხვაა თუ როგორ გავაცოცხლოთ კულტურა და ხელოვნება პატარა ბავშვის ცნობიერში. მუზეუმში შესვლისას ზოგი გაუჩერებლად დარბის, ზოგი წუწუნებს, ზოგს კი გამუდმებით შია. მაგრამ, როგორ უნდა წამოხვიდეთ პარიზიდან ლუვრის მონახულების გარეშე? ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

#1 არ ეწვიოთ პიკ დროებში

მუზეუმები შედარებით წყნარია დილით გახსნისას, შუადღეს ივსება ხოლო საღამოს ნელ-ნელა იცლება. მაგალითად პარიზის პიკასოს მუზეუმი, რომელიც მარეს უბანშ მდებარეობს, სამუშაო დღეებში დილის 11-ის ნახევარზე იხსნება. გირჩევთ შეიძინოთ ბილეთები 11 საათისთვის. ზოგიერთი მუზეუმი ზაფხულში გვიანობამდე მუშაობს, ამიტომაც ალტერნატივაა თუ მათ გვიან საღამოს ეწვევით.

#2 შიდა სივრცეში დროის ლიმიტი დააწესეთ: 2სთ ან ნაკლები

იყავით მზად, რომ ბავშვებთან ერთად განსაკუთრებით დიდ მუზეუმებს მთლიანად ვერ მოივლით. უფრო მარტივი იქნება თუ გარკვეულ ლიმიტს დაიწესებთ. 2 საათი იდეალური დროა გიდის გარეშე, მიეცით ბავშვს საშუალება რუკა დაიჭირონ ხელში და გიდობა თავად გაწიონ. ასე უფრო ჩართულები იქნებიან პროცესში.

#3 ბავშვთა სივრცე

ევროპის ბევრ მუზეუმში არის საბავშო გასართობი სივრცე და განყოფილება, სადაც შეგიძლიათ ბავშვის დატოვება, იქამდე სანამ მთავარ ხელოვნების ნიმუშებს დაათვალიერებთ.

#4 გახადეთ ვიზიტი ინტერაქციული

მოიგონეთ რაიმე თამაში, რომელსაც მუზეუმში ვიზიტისას ითამაშებთ. მაგალითად, მიეცით ბავშვს დავალება იპოვნოს კონკრეტული ნამუშევარი/ნამუშევრები და ბოლოს დაპირდპით რაიმეთი დაჯილდოვებას. ან სთხოვეთ გამოარჩოს 3 მნიშვნელოვანი რამ კონკრეტულ მუზეუმში და შემდეგ აარჩევინეთ საჩქარი მუზეუმის მაღაზიაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *