საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები დედა-შვილისთვის
შვილები ხშირად კითხულობენ თუ სად შეიძლება წავიდნენ დედებთან ერთად. მფრინავი საუკეთესო მიმართულებებს გირჩევთ:
კოპენჰაგენი, დანია
გაისეირნეთ დედასთან ერთად ფერად ნიჰავნში, მოინახულეთ ტივოლის ბაღები და თუ თავს ენერგიულად გრძნობთ, იარეთ ველოსიპედებითაც.
ვენეცია, იტალია
ვენეცია ბევრი დედის ოცნებაა. მიირთვით გელატო, პასტა და პიცა, გაიარეთ ქალაქის ცნობილ არხებში, დასხედით გონდოლაზე, დაიკარგეთ ბურანოს ვიწრო ფერად ქუჩებში. დატკბით იტალიური არქიტექტურის უბადლო ნიმუშით: სან მარკის ბაზილიკით.
ბეიჯინგი, ჩინეთი
აქ განსხვავებული აზიური კულტურა დაგხვდებათ, გემრიელი სამზარეულოთი. მოინახულეთ დაკარგული ქალაქი, ზაფხულის სასახლე და დიდი კედელი. თქვენი საერთო მოგზაურობა შთაბეჭდილებებით დატვირთული იქნება.
პარიზი, საფრანგეთი
პარიზში დაგეგმილი დედა-შვილური ვიზიტი ისეთი იქნება, სულ რომ ნოსტალგიებით გაგახსენდებათ. რომანტიკის ქალაქში დედა ისევ თქვენი ასაკის გახდება. მშვიდად დაათვალიერებთ ხელოვნების ნიმუშებს ლუვრსა და ორსეში, გაისეირნებთ მონმარტის ქუჩებზე და იხილავთ დიდებულ ვერსალს. თუ დრო გექნებათ მოინახულეთ მონეს ბაღებიც.
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
შექსიპირის, შერლოკ ჰოლმსის და სხვა საკულტო ფიგურების ატმოსფეროთი გაჟღენთილი ნისლიანი ქალაქი წარსულში დაგაბრუნებთ. მიირთმევთ ინგლისურ ჩაის და ჩაიძირებით მისტიკაში.
ალგარვე, პორტუგალია
პორტგალიის ეს რეგიონი ბუნების სილამაზეს და მშვიდ სოფლებს გთავაზობთ. ზაფხული აქ პიკ სეზონია და ბიუჯეტურობისთვის შეგიძლიათ საშემოდგომოდ დაიგეგმოთ. იცეკვეთ და დააგემოვნეთ გემრიელი ტაპასი.