ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გვახდევინებენ ავიახაზები დამატებითი ჩანთის საფასურს
ბარგის პოლიტიკა ყველა ავიახაზებს განსხვავებული აქვს, თუმცა ძირითადი მოთხოვნებით, ბარგის წონა და ზომა ყოველთვის ლიმიტირებულია და ხანდახან სტრესის საფუძველსაც ქმნის. თუ ზედმეტი ბარგი მიგაქვთ, იმზად იყავით, რომ ზედმეტის გადახდაც მოგიწევთ. ზოგადად მეორე დამატებითი ჩანთის ღირებულება 25-დან 95 დოლარამდე ჯდება, მესამემ კი შესაძლოა 150 $-საც მიაღწიოს. ეს ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ სამოგზაუროდ ცოტა სამოსი წაიღოთ და სასტუმროში ან ახლომდებარე სამრეცხაოში გარეცხოთ.
ბარგზე დამატებითი გადასახადი დაკავშირებულია საწვავის ხარჯებთან და კომპანიის გადასახადებთან. მაგრამ არის სხვა მიზეზებიც. თუ ყოფილხართ ნახევრად ცარიელ ფრენაზე, გეცოდინებათ, რომ ბორტგამცილებლები ადგილის შეცვლის უფლებას ბალანსის დარღვევის გამო არ გაძლევენ. მათი ცნობით, რაც უფრო მეტი ჩანთა მიაქვს თვითმფრინავს, მით უფრო დიდი დრო სჭირდება ჩატვირთვას და ამოტვირთვას, რაც დაგვიანებებს და რეისების შეფერხებას იწვევს. ადამიანებს ხშირ შემთხვევებში ურჩევნიათ მსუბუქად ჩალაგდნენ, ვიდრე მეტი გადაიხადონ ბარგში, ამიტომაც ეს წესები თავის საქმეს აკეთებს.
როგორ ავირიდოთ თავიდან დამატებითი ხარჯები? ეცადეთ არ გაავსოთ ჩემოდანი გამგზავრებისას, რათა დაგრჩეთ ადგილი ახალი ნივთებისთვის. ატარეთ ყველაზე მძიმე ფეხსაცმელი და სამოსი, რისი წაღებაც გსურთ. თავად ჩანთაც აარჩიეთ მსუბუქი. წაიღეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილები ადვილად რომ შეუხამოთ ერთმანეთს და მხოლოდ ერთხელ არ ჩაიცვათ.