რჩევები

რას ნივთებს კარგავენ ყველაზე ხშირად ფრენის დროს

ყველა მოგზაურს გამოუცდია ის შეგრძნება, როცა გგონია, რომ თვითმფრინავში ან აეროპორტში რამე დაგრჩა. ის წამები როცა ცდილობ მოძებნო და გგონია დაკარგე, არც ისე სასიამოვნო განცდაა. გახსოვდეთ, რომ აეროპორტში არსებობს დაკარგული ნივთების განყოფილება, სადაც ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარი ნივთის მოძიებას შეძლებთ.

აიპადი

მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობისას მოგზაურებს ელექტრონული ხელსაწყოები სულ ხელში უჭირავთ, ტაბლეტები მაინც ყველაზე ხშირად იკარგება. იქამდე, სანამ თვითმფრინავში ახლავთ კარგად გადაამოწმეთ ჩანთის ის ჯიბეები სადაც მას ათავსებთ.

ტელეფონი

ტაბლეტების მსგავსად, სმარტფონიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული მგზავრობისთვის. თუმცა, სტატისტიკის მიხედვით მასაც საკმაოდ ხშირად კარგავენ. აუცილებლად დახედეთ ყველა სკამს საიდანაც ადგებით.

კისრის ბალიში

ეს ნივთი მოგზაურებს უმეტესწილად კისერზე უკეთიათ, მაგრამ საკმაოდ ხშირად კარგავენ. ამიტომაც, მოხსნის შემთხვევაშიც მასაც მიაქციეთ ყურადღება.

წყლის ბოთლი

მრავალჯერადი წყლის ბოთლიც ხშირად ხვდება დაკარგული ნივთების გარემოცვაში. ნუ იქონიებთ მის ძვირადღირებულ ვერსიას.

მოსაცმელი ტანისამოსი

ქუდი, ქურთუკი, ჟაკეტი – ის ტანისამოსია, რომელსაც მოგზაურები სიჩქარით ან დაუდევრობით ტოვებენ თვითმფრინავსა თუ აეროპორტში. ეცადეთ გაიკეთოთ ისინი წელზე და ადევნოთ თვალყური.

შარფები

ეცადეთ არ იქონიოთ თან შარფები, რადგანაც საჰაერო მოგზაურობის დროს არაკომფორტულია და ხშირად იკარგება. ამასთან, ტემპერატურა განსხვავებულია კაბინასა და აეროპორტში და მისი ხშირად მოხსნა მოგიწევთ.

სათვალე

ეს ეხება როგორც მზის, ასევე მხედველობის სათვალეს.

ქინდლი

მზაგვრობისას ბევრს გაჰყავს დრო წიგნის კითხვით, ამისათვის კი ქინდლი საუკეთესო არჩევანია. თუმცა, იყავით ფრთხილად.

კამერა

ფოტოაპარატი მოგზაურობის ხშირი თანმდევი ატრიბუტია, თუმცა სამწუხაროდ, ისიც ყველაზე ხშირად დაკარგულ ნივთთა სიაში ხვდება.

პასპორტი

პასპორტის შემთვევაში კარგი ამბავი ისაა, რომ მასზე თქვენი სახელია აღიშნული და აეროპორტის თანამშრომლებს ფრენის მიხედვით თქვენი მოძებნა შეუძლიათ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *