რჩევები

ევროპის საუკეთესო ადგილები ხალხმრავლობას რომ გაექცეთ

რთულია ევროპის ხიბლს გაუძლო, სადაც ყველა კუთხეში უამრავი საკულტო ისტორიული ძეგლი იმალება. მაგრამ ამ კონტინენტზე ბევრ ისეთ ადგილსაც აღმოაჩენთ, რომელიც დაცლილია ხალხმრავლობისგან და უფრო მშვიდი მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ საუკეთესოები შეგირჩიეთ. აბრუზო, იტალია იტალია ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ, აბრუზო მისი გამორჩეული რეგიონია მთებით, ზღვით და ულამაზესი ლანდშაფტით. მოინახულეთ მისი დედაქალაქი ლაკილა და ისტორიული სოფლები მის […]

რჩევები

7 ყველაზე ბიუჯეტური ტროპიკული მიმართულება

დასვენებასთან საუკეთესოდ ასოცირდება ტროპიკები მზიანი ამინდებითა და ულამაზესი სანაპიროებით. აქ დაისვენებთ პალმის ჩრდილში და დატკბებით ზღვისა და მთების ხედებით. ყველასთვის ნაცნობია ამერიკის ტროპიკული მიმართულებები, მაგრამ ჩვენ შედარებით ბიუჯეტურ ადგილებს გირჩევთ. 1. ბალი, ინდონეზია “ღმერთების კუნძული” ტურისტებს დაუიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. აქ ყველაზე ბიუჯეტური ქალაქია უბუდი სამოთხისებური სიმწვანითა და ადეკვატური ფასებით. ინდონეზიის ლეგენდარულ კუნძულზე დაკავდებით ლაშქრობით, დაივინგით, […]

რჩევები

4 საუკეთესო მიმართულება მეგობრების ჯგუფის მოგზაურობა რომ რეალობად აქციოთ

ჯგუფური მოგზაურობის დაგეგმვა რთული გამოწვევაა. ყველას თავისი აზრი აქვს რა უნდა გააკეთოთ, სად უნდა წახვიდეთ და სად დარჩეთ. მაგრამ, არსებობს რამდენიმე მიმართულება, რაც გადაწყვეტილებას გაგიიოლებთ. მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ამ 4 ლოკაციაზე მოგზაურობას დაუვიწყარს გახდით. კიანტი, ტოსკანა, იტალია ღვინის ქვეყანაში მეგობრების ვიზიტი ნამდვილად ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა. გაეშურეთ ტოსკანაში, იტალიის საუკეთესო ღვინის დაბადების ადგილას, კერძოდ კიანტიში. […]

რჩევები

ეს ევროპული ქალაქი საუკეთესო საფეხმავლო ქალაქად დასახელდა მსოფლიოში

ეს ულამაზესი ევროპული ქალაქი მსოფლიოში საუკეთესო საფეხმავლო ქალაქად დასახელდა უფასო საფეხმავლო ტურების პლატფორმის,  GuruWalk-ის მიერ. ყურადღება, ეს რომია, იტალიის დედაქალაქი! პლატფორმამ სია გასული წლის მიხედვით შეადგინა. აქ ბევრი ნანგრევი, შთამაგონებელი ხელოვნება და ცოცხალი ქუჩის ცხოვრებაა. რომს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მიმართულებადაც მიიჩნევენ. იტალიის დედაქალაქი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების მიზნით, ფეხით ადვილად მოსავლელია, რადგანაც ძეგლების უმეტესობა მანქანებისგან […]

რჩევები

საიდუმლო მნიშვნელობა ფრენის ნომრის უკან

თქვენ გესმის თქვენი ფრენის ნომერი ყოველ ჯერზე როცა მიფრინავთ, მაგრამ რას ნიშნავენ ისინი და რამდენად მნიშნელოვანია? ფრენის ნომერს იყენებენ მაშნაც, როდესაც ბორტზე გეპატიჟებიან. აბსოლიტურად ყველა ფრენას აქვს თავისი ფრენის ნომერი, არ აქვს მნიშვნელობა ავიახაზებს. ფრენის ნომერი აქვთ გაუქმებულ ფრენებსაც. და არა, ეს ბორტგამცილებლების რაღაც საიდუმლო ენა არაა. ეს კოდი მნიშვნელოვანი დეტალია იმისთვის, რომ საჰაერო მიმოსვლის […]

რჩევები

8 ქალაქი საუკეთესო კარნავალების აღსანიშნად

ცოცხალი აღლუმები, მდიდრული კოსტიუმები და ქუჩის წვეულებები დაუვიწყარ გამოცდილებებს გვძენს და უნიკალურ მოგონებებს გვიქმნის. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე უდიდეს ზეიმს გირჩევთ, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ. ექსტრავაგანტური და თავბრუდამხვევი კარნავალები და ფესტივალები ამ ქალაქებში კონკრეტულ დროს ჩასვლისთვის ნამდვილად ღირს. 1. ვენეცია, იტალია როდის: იანვრის ბოლო/თებერვლის დასაწყისი მსოფლიოს კარნავალებიდან ვენეციის კარნავალი ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და […]

რჩევები

რატომ ქვრება თვითმფრინავის კაბინაში შუქი? ჩაძინებისთვის არა!

ფრენისას ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ ჩასხდომიდან გარკვეული დროის შემდეგ, კაბინაში შუქი ქვრება და ეს ბევრ ადამიანს ერთგვარ სიმშვიდეს ანიჭებს. მაგრამ, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩათვლემისთვის მოვემზადოთ. ისევე, როგორც ღვედის შეკვრა ან მობილური მოწყობილობების Airplane-ის რეჟიმზე გადაყვანა, ესეც საჰაერო ფრენის ერთგვარი პროტოკოლია. და მაინც, რატომ სჭირდებათ ბორტგამცილებლებს სინათლის ჩაქრობა? ამის თაობაზე პილოტის და ავიაციების ექსპერტის […]

რჩევები

9 ზრდილობიანი ჩვევა, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებს არ მოსწონთ

ხანდახან საზოგადო მოქცევის ეტიკეტი და ზრდილობიანი ჩვევები სწორად არ მუშაობს და კონკრეტული სფეროს თანამშრომლებთან უნდა ვიცოდეთ ალტერნატიული მოქცევის გზები. მაგალითად, სასტუმროს თანამშრომლები ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ხვდებიან და მათ ადვილი საქმე ნამდვილად არ აქვთ. იმისათვის, რომ საქმე არ გავურთულოთ, უნდა ვიცოდეთ თუ რა მოსწონთ მათ და რა არა. X სასტუმროს სერვისების საიტზე შეკვეთა მათთან დარეკვის ნაცვლად […]

რჩევები

ევროპის ფარული კულინარიული მიმართულებები

ყველასათვის ცნობილი კულინარიუი მიმართულებების გარდა, ევროპაში ბევრი ახალი კულინარიული მიმართულების აღმოჩენა შეგიძლიათ. ჩვენ 8 საუკეთესო მათგანს წარმოგიდგენთ: გენტი, ბელგია რიდესაც ბელგიაზე ფიქრობთ, ალბათ თვალწინ პირველ რიგში, შოკოლადი წარმოგიდგებათ. მაგრამ გენტი, შუასაუკუნოვანი ელფერის მიღმა, შოკოლადის გარდა, ადგილობრივ, სეზონურ გემრიელ საკვებს წაროგიდგენთ, თანაც ბიუჯეტურად. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ არც ტკბილეულის მირთმევა. სად უნდა მიირთვათ: Yuzu At Yuzu: იაპონური […]

რჩევები

7 საუკეთესო ადგილი საკურას ყვავილობა რომ იხილოთ

ნაცრისფერი ზამთრის შემდეგ, დგება დრო, რომ გაზაფხულმა თავისი სიფერადე შემოიტანოს და ყვავილების აყვავების დროც დადგეს. საკურას ხეების ყვავილობა გაზაფხულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენ საუკეთესო მიმართულებებს გირჩევთ საკურას ყვავილობით ტკბობისათვის. იოშინო, იაპონია რა თქმა უნდა ეს სია იაპონიით უნდა დავიწყოთ. თუ ამსტერდამს ტიტები აქვს, იაპონია ულამაზესი საკურათი ამაყობს. ჰოკუტოში ჯინდაი საკურა – იაპონელების უძველესი საკურას ხე […]