Airplane Mode აუცილებელი რამაა თუ უბრალოდ საავიაციო მითი? ჩვენ შევეცდებით ამაში გაგარკვიოთ და მოგითხროთ თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ის ფრენის დროს. თუ თვითმფრინავით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, გეცოდინებათ, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარები იკეტება, ბორტგამცილებლები მოგიწოდებენ ტელეფონები თვითმფრინავის რეჟიმზე გადაიყვანოთ. ტელეფონის ინტერნეტთან და ქსელურ კავშირთან განშორება შესაძლოა რთული იყოს, თუმცა თუ წინ რამდენიმე საათიანი ფრენა […]
მოგზაურები ხშირად კითხულობენ თუ რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდნენ აეროპორტში. პასუხი კომპლექსურია. 1 საათით ადრე უნდა მიხვიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი მოგზაური ხართ და ბარგი არ გაქვთ. დაჩექინდით წინა ღამეს ონლაინ ამოაპრინტერეთ ბილეთი ან შეინახეთ სქრინი სმარტფონში. ნუ მიხვალთ საკუთარი მანქანით, გამოიძახეთ ტაქსი და წაყევით ოჯახის წევრს/მეგობარს რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ აეროპორტში მისვლისას, […]
მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა დაქირავებული მანქანაა, ე.წ. ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან. მოდი გავარკვიოთ რატომ ვერ ვიღებთ ამ მომსახურეობას დაჯავშნის და თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი და რა სირთულეებს აწყდებიან ტრანსფერის გამომგზავნი კომპანიები. ჩემი დაჯავშნილი მანქანა გაუქმდა გაფრთხილების გარეშე. რატომ? ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ დაქირავებული მანქანის დაჯავშნა გარანტიას არ იძლევა. ეს გავრცელებული ფენომენია. […]
შესაძლოა თვეობით გეგმავდით საოცნებო მოგზაურობას დაა ერთი სული გაქვთ გაფრენის დღე როდის დადგება. თუმცა, როგორც კი მიზანს აღწევთ, სეირნობის და თვალიერების თავი სულ არ გაქვთ. ადგილობრივი სამზარეულო გემრიელად გამოიყურება, მაგრამ მადა დაკარგეთ. ვერ კონცენტრირდებით და მანძილებს ვერ აღიქვამთ. დღისით ძლივს ფხიზლობთ, ღამით კი ჩაძინება გიჭირთ. ეს ჯეთ ლეგია – ბუნებრივი მდგომარეობა ფრენის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ, […]
ხანგრძლივი ფრენა გაქვთ და თვალის მოხუჭვა გსურთ? ფრენამდე არ გიძინიათ და დანაკლისის შევსება გინდათ? ხანდახან სურვილი სურვილად რჩება და ამას ვერ ვახერხებთ. ზოგიერთ მოგზაურს ამის საოცარი ნიჭი აქვს, რომ ყველგან და ყველა მდგომარეობაში მარტივად ჩაეძინოს. თუ ასეთი იღბლიანი არ ხართ, ჩვენ მიგითითებთ 8 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც ცაში ჩაძინებაში ხელს გიშლით. დალევა ჩაძინებამდე X შესაძლოა, […]
რატომაა რთული მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება? არ აქვს მნიშვნელობა დაუვიწყარ მოგზაურობაში იყავით თუ ორი დღით გაიქეცით ქალაქიდან – სანამ ჩანთას ამოალაგებთ, სხვა ტიპის ბარგთანაც გიწევთ მუშაობა – ესაა სევდიანი განცდის დაუფლება მას შემდეგ, რაც სახლის კარს შეაღებთ. პოსტ-მოგზაურობის დეპრესია რეალურია. მაგრამ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რა იწვევს მას, შეძლებთ თავი ადვილად დააღწიოთ. რატომ გვემართება […]
მოგზაური ბლოგერები მუდამ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობის დროს. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გზაზე! მოგზაურობის დროს დაშვებულ შეცდომებს მივყავართ უფრო მეტი ფინანსების ხარჯვასთან, დროის დაკარგვასთან და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უფრო ჭკვიანურად და იაფად იმგზავრებთ. 1. არ მიირთვათ ტურისტულ ადგილებთან ახლოს პოპულარულ […]
მოგზაურების უმეტესობას სურს, რომ როგორც კი ფეხს სასურველი ქალაქის ტერიტორიაზე დადგამს, მაშინვე ქალაქის ცენტრში მოხვდეს. ზოგიერთი ქალაქი ამ მხრივ ძალიან კომპლექსურია – აეროპორტები ქალაქისგან ძალიან მოშორებულია და ტრანსპორტის ვარიანტებიც ხშირად გაურკვეველია. ჩვენ წარმოგიდგენთ 9 ევროპულ აეროპორტს, რომლებიც ქალაქთან ძალიან ახლოს არიან. ტალინი, ესტონეთი აეროპორტის სახელი: ტალინის აეროპორტი დისტანცია: 4 კმ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის […]
1 ჭიქა თვითმფრინავში იგივეა რაც ორი ჭიქა ხმელეთზე? გავრცელებული მითის მიხედვით, ალკოჰოლი თვითმფრინავში უფრო მეტად გვათრობს. მაგრამ, მართალია თუ არა ეს? წარმოგიდგენთ ექიმების ნააზრევს. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში სიმთვრალის გასამართლებლად სიმაღლეს ვერ დავადანაშაულებთ. ჩვენ ნამდვილად არ ვთვრებით უფრო სწრაფად ღრუბლებში! ალკოჰოლის დონე იქ იგივენაირად იზრდება, როგორც ხმელეთზე. ჰერმეტული თვითმფრინავი ოქსიგენის ადეკვატურ მიმოსვლას უზრუნველყოფს და მასში სიმაღლის […]
ფიქრობთ, რომ ფრენა საკმაოდ სტრესულია? წარმოიდგინეთ დაკარგული ტელეფონი ან საფულე იქამდე სანამ სასურველ მოგზაურობას დაიწყებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გააფრთხილებენ ბორტგამცილებლები მგზავრებს, ხანდახან თვითმფრინავში გამოცდილი მოგზაურებიც კი კარგავენ პირად ნივთებს. მართალია დაკარგული ნივთების დაბრუნება რთულად გეჩვენებათ, თუმცა არის რამდენიმე ხერხი, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ. რა უნდა ქნათ თუ თვითმფრინავში რაიმე დაგრჩათ? რაც უფრო სწრაფად გაანალიზებთ იმას, […]