ღილაკი, რომლითაც ბორტგამცილებელს მოუხმობთ, დიდ ძალას ფლობს. მან შესაძლოა მარტივად გიხსნათ ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა ნერვიულობა ან ავადმყოფობა ხმელეთიდან ათეულობით კილომეტრით მაღლა ყოფნისას. მაგრამ მისი გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი არაა და როცა თავადაც ვყოყმანობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად ვიყენებთ თუ არა მას. ბორტგამცილებელი არაა ისეთი მომსახურე პერსონალი, რომელსაც წამდაწუმ ზარის დარეკვით გამოიძახებთ. იცოდეთ, რომ რესტორანში არ ხართ […]
ღამის გათენების, დილას ძალიან ადრე ადგომის ან აეროპორტში ყურყუტის შემდეგ, ერთი სული გვაქვს ხოლმე თვითმფრინავის სკამზე ჩაძინება ვცადოთ. მაგრამ აფრენამდე აუცილებლად ფზილად უნდა იყოთ, ამას ორი მიზეზი აქვს: ყურის ტრავმა და ევაკუაციის უსაფრთხოება. ყურის ბაროტრამვა არის სტრესი, რომელიც თქვენს ყურში გარემოსა და თქვენს შიდა ყურს შორის არსებული ჰაერის წნევის ცვლილებების გამო ჩნდება. დისბალანსს ყურის ნიჟარაში […]
3-4 დღის გატარება მსოფლიოს უცნობ კუთხეებში, მათი საჭმლის მირთმევა და ღირსშესანიშნაობების ხილვა მოგზაურობის მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო აქტივობაა. ევროპაში ბევრი ახლოს მდებარე ისეთი ქალაქია, რომელთა მონახულებაც ერთ წასვლაზე იოლი და ბიუჯეტურია. ჩვენ გირჩევთ ამ ხელსაყრელ ლოკაციებს და მათ შორის დაკავშირების გზებს: ამსტერდამი და როტერდამი მატარებლის გზა: 41წთ მოგზაურობა ამსტერდამსა და როტერდამს შორის სულ რაღაც 40 წუთშია […]
აეროპორტი საფრთხილო ზონაა, რადგანაც თუ ყურადღებით არ იქნებით, მარტივია ბევრი ფული დაგეხარჯოთ. იქ უამრავი რამ იყიდება და როგორც კი რეგისტრაციას გაივლით და მოცდის ზონაში გადახვალთ, ყველაფერი თქვენ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ აეროპორტში ზედმეტად ძვირად წარმოდგენილ ნივთებს გაგაცნობთ: ბოთლის წყალი ნამდვილი მიზეზი თუ რატომ ღირს ბოთლის წყალი აეროპორტში ორჯერ და სამჯერ ძვირი ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში, მისი ამ […]
ზამთარში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს: შობა-ახალი წელი, ჩრდილოეთის ციალი, თოვლი, სრიალი და აშ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ სეზონზე შედარებით თბილი ამინდი დაგხვდებათ, ევროპის ცენტრში მყუდრო კაფის კულტურა ხოლო ჩრდილოეთით ჯადოსნური ატმოსფერო. ევროპული დასვენება შედარებით ბიუჯეტურია დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ: 1. დალიეთ გლიტვეინი გერმანიის ან ავსტრიის საშობაო ბაზრობებზე გერმანიასა და ავსტრიაში რომანტიკული და […]
იცოდით, რომ ერთმა მარტივმა შეცდომამ შესაძლოა თქვენი ჩანთა სულ სხვა ადგილას გაგზავნოს? ფრენისას ბარგის დაკარგვა საშინელი გამოცდილებაა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ მგზავრები ჩადიან თავიანთ დანიშნულების ადგილას და ჩანთას ვეღარ პოულობენ. რა თქმა უნდა ის საბოლოოდ უბრუნდებათ, თუმცა მოგზაურობის პერიოდში აუცილებელი ნივთების გარეშე რჩებიან. თურმე, ხანდახან ეს […]
მსუბუქად ჩალაგება მეცნიერებაა და როცა მხოლოდ ხელბარგით მგზავრობთ, ბარგის სწორი მენეჯმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ძირითადად, ავიახაზების მოთხოვნაა, რომ ხელბარგი 10 კილოგრამს არ აჭარბებდეს. შესაძლებელია იქონიოთ პატარა გორგოლაჭებიანი ჩანთა და ხელჩანთა, ან მხოლოდ 1 ზურგჩანთა. მთავარია ზომების წესები დაიცვათ. ჩვენ მოგცემთ გარკვეულ რჩევებს თუ როგორ ჩაეტიოთ 10 კილოგრამში ყველა საჭირო ნივთით. შეიძინეთ მსუბუქი ჩანთა ყველაზე მარტივი გზა […]
თუ თვითმფრინავით მგზავრობა მაინცდამაინც მშვიდად არ გამყოფებთ, ან უბრალოდ ფრენის განრიგის გამო გათენება მოგიწიათ და ძალიან აღდგენა გსურთ, ეს სასარგებლო აპლიკაციები გამოძინებაში ხმის, ვიბრაციების და ფერების გამოყენებით დაგეხმარებათ. Pzizz ეს აპლიკაცია მომხმარებლებს ეხმარება სწრაფად ჩაეძინოთ და შემდეგ დიდხანს ეძინოთ. ცნობილი ადამიანების ფავორიტი აპლიკაცია საკუთარი მიზნებისთვის ნეირომეცნიერებას იყენებს. ის აერთიანებს ფსიქოაკუსტიკურ პრინციპებს რომ შექმნას სხვადასხვა სიხშირე […]
ყინულიანი სასმელი ფრენის დროს გამაჯანსაღებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ გეტყვით მიზეზებს თუ რატომ უნდა შეიკავოთ თავი მისი შეკვეთისგან. თვითმფრინავის საკვებს არც ისეთი კარგი რეპუტაცია აქვს – ისინი მიდრეკილნი არიან იოლი დაბინძურებისკენ. მოგზაურებს უარს ამბობენ ხოლმე საკვებზე და მიიჩნევენ, რომ ყინულიანი წყალი ბევრად უსაფრთხოა და მისგან ზიანის მიღების ალბათობა მინიმალურია. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავის წყალი შეიძლება უსაფრთხო […]
ჩვენი მსოფლიო ბრწყინავს ბუნების სილამაზით, კომპლექსური ისტორიით და გასაოცარი კულტურით, რისი გამოკვლევაც მოგზაურობის დროს შეგვიძლია. რატომ ვეგანური მოგზაურობა? ყველა ინდივიდუალს თავისი მიზეზი აქვს ვეგეტარიანული კვების არჩევისას. ზოგი ცხოველების უფლებების გამო, ზოგი მათი ჯანმრთელობის, ზოგიერთი ვეგანი ხდება გარემოს დაცვისთვის, ზოგს კი უბრალოდ ცხოველური ხორცის გემო არ მოსწონს. ვეგან და ვეგეტარიანელ მოგზაურებს ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ მოგზაურობის […]