არაფერია იმაზე დამსტრესველი, როგორც სასტუმრო ოთახში გაღვიძება და თავის შეუძლოდ გრძნობა, მაშინ როცა გეგმები გაქვთ დაწყობილი. თუ თბილ კლიმატს ტოვებთ და სასრუალოდ მიდიხართ, ან პირიქით, სიცივიდან ცხელ ამინდებში ამოყობთ თავს, ავად გახდომის რისკი უფრო მაღალია. კლიმატებს შორის მგზავრობას, იმუნიტეტის გასაძლიერებლად რაღაცეების გათვალისწინება სჭირდება: რა უნდა გააკეთოთ პირველი 48 საათი, რომ ჯანმრთელი დარჩეთ: ადამიანის სხეულს შეუძლია […]
ალბათ ყველა მოგზაურს დარჩენია საჭირო ნივთი ერთხელ მაინც ცხოვრებაში. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ნივთების სიას, რომლებიც საჭიროა მოგზაურობის დროს, რათა ბარგის ჩალაგებისას გადახედოთ და გაიხსენოთ. სამგზავრო ბალიში ეს აუცილებელი ნივთი არაა, მაგრამ ბევრს ავიწყდება და შემდეგ ნანობს, განსაკუთრებით ღამით/დილით ადრე ფრენისას. მისი საშუალებით ძილი ბევრად კომფორტულია. ამასთან, აეროპორტებში სამგზავრო ბალიშების ფასი ბევრად მაღალია. ყურსასმენები ეს ჩვენი […]
შორტები წლის ცხელ სეზონზე და თბილი ქვეყნების მიმართულებით ფრენისას შესაძლოა კომფორტულ სამგზავრო სამოსად ჩაითვალოს, მაგრამ როგორც ბორტგამცილებლები ყვებიან, თვითმფრინავში ის გონივრული სულაც არაა. საგანგაშო ან გამაფრთხილებელ სიტუაციებში ავიახაზებს სპეციალური თავის დასაღწევი სასრიალოები აქვთ, რომლებიც მგზავრების თვითმფრინავიდან სწრაფ გამოსვლას სუზრუნველყოფენ. როგორც წესი, მათი ზედაპირი კანს შეხებისას წვავს. ამიტომაც, კანის დაცვის და ტკივილის თავიდან არიდების მიზნით, ატარეთ […]
ხშირად ფრენის დრო ერთ მთლიან დღეს გვაკარგვინებს, რადგანაც დაღლილობის და გამოუძინებლობის გამო არ გვაქვს ენერგია და ხალისი. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ რეისის დაგვიანებები: თუ თქვენთვის დროული ფრენა მნიშნელოვანია და დაგვიანებები არანაირად არ გაწყობთ, დილის ფრენები უნდა დაჯავშნოთ, რადგანაც ადრიანი დილის ფრენები უმეტეს შემთხვევაში დროულად მიფრინავს და დაგვიანებების მაჩვენებელი მინიმალურია. საღამოს რეისებზე მთელი დღის პრობლემები და […]
ჩვენ უკვე გაგაცანით მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტები სამოგზაუროდ, ახლა კი მათ საპირისპიროდ, ყველაზე მარტივად გასაგნებ აეროპორტებს წარმოგიდგენთ. როგორც წესი, აეროპორტები სტრესს და გადაღლას უკავშირდებიან, მაგრამ ზოგიერთი ევროპული აეროპორტი მგზავრების კომფორტზე მაქსიმალურად ზრუნავს. საუკეთესო საჰაერო მგზავრობის გამოცდილებას ამ აეროპორტებში ნამდვილად მიიღებთ. მალაგას აეროპორტი, ესპანეთი აქ უმარტივესად იპოვნით თქვენს გეითს მალაგა ცნობილი დასასვენებელი მიმართულებაა და მისი აეროპორტიც […]
ავიახაზების განვითარებასთან ერთად, იხვეწება მათი სერვისები და კვების სისტემაც. ფრენის საკვების ხარისხთან დაკავშირებით ლიდერობენ შუა აღმოსავლეთის ავიახაზები. სიის შესადგენად ასობით ავიახაზების ათიათასობით მგზავრი გამოკითხეს. როგორც წესი, თვითმფრინავებში საკვები მაღალი ხარისხის არა, რასაც შესაბამისი პირობები განსაზღვრავს: მათ შორის სიმაღლე და მშრალი ჰაერი. ამის გამო, საჭმელსაც განსხვავებული გემო აქვს. მაგრამ, ზოგიერთი ავიახაზები ცდილობენ საკვების გაუმჯობესებაში მეტი ინვესტიცია […]
ცნობილი ბრენდის, ლუი ვიტონის კავშირი მოგზაურობასთან გასცდა სამოგზაურო ჩანთების დიზაინის შექმნას და აეროპორტში ლაუნჯის სახითაც მოიკალათა. ის დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, კატარის დუტი ფრისთან თანამშრომლობით. ლუი ვიტონის ლაუნჯში ბუნებრივი განათება, მწვანე სივრცე და მიკრო-კლიმატია შექმნილი ტროპიკული ბაღისთვის. აქ ფრენიდან ფრენამდე რელაქსაციას ნამდვილად მოახერხებთ. აქ შესვლა ნებისმიერი კლასის ბილეთითაა შესაძლებელი, მთავარია კატარის ავიახაზების კლუბის წევრი იყოთ. […]
ფრენა საოცარი მოვლენაა. რამდენიმე საათით ვსხდებით თვითმფრინავში და უეცრად სრულიად განსხვავებულ გარემოში ვინაცვლებთ. მაგრამ, თუ ფრენა დიდი ხნით გვიწევს, ხშირად დაღლილობას და გამოფიტვას ვრძნობთ. ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ. 1. ხელბარგი გონივრულად ჩაალაგეთ ჩვენ გირჩევთ ხელბარგში კბილის პასტა და ჯაგრისიც მოათავსოთ, რათქმაუნდა სამოგზაურო ზომის, რადგანაც კბილის გახეხვა გვაფხიზლებს და გვაცოცხლებს. ასევე, იღლიის სპრეი, ტუჩის ბალზამი […]
არ აქვს მნიშვნელობა რა გაკავშირებთ ადამიანთან, რომელთანაც მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებელია, რომ წინასწარ მასთან ყველანაირი დეტალი გაიაროთ და შეთანხმდეთ. ხანდახან ჩვენი წარმოდგენები არ ემთხვევა რეალობას და იმედები გვიცრუვდება. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია ცხოვრების ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. ამგვარად თქვენს სამოგზაურო კომპანიონს უკეთ გაუგებთ. იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, იქონიეთ ღია და ღრმა […]
ექიმები გვიზიარებენ თუ როგორ აისახება გრძელი ფრენები ჩვენს სხეულზე. ალბათ გიგრძვნიათ, რომ დიდხნიანი ფრენის შემდეგ თავს მოწოდების სიმაღლეზე ვერ გრძნობთ. ჯეთლეგის და ფეხების შეშუპების გარდა, საათების პატარა კაბინაში გატარება ამ სიმაღლეზე, ჩვენს სხუელზე სხვანაირადაც აისახება. მაგალითად, ის უარყოფითად მოქმედებს გულის და რესპირატორულ ჯანმრთელობაზე, ასევე კუნთებზე. როგორ მოქმედებს ფრენა გულზე: მან შესაძლოა ეფექტი მოახდინოს სუნთქვის უკმარისობაზე […]