ნებისმიერი მოგზაური ვისაც რეისზე დაუგვიანია, დაამტკიცებს, რომ ეს საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა. გარდა იმისა, რომ იცვლება გეგმები, ემატება დამატებითი ფინანსური ხარჯიც ახალი ბილეთის შეძენის გამო. არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა და მიზეზი, რის გამოც მოგზაურებს ფრენაზე აგვიანდებათ. მჭიდრო გადაჯდომები: ხანდახან ფრენების განრიგი იდეალურად დაგეგმილ მოგზაურობასაც კი ურევს. ხშირ შემთხვევაში ის მოგზაურები, რომლებსაც მივლინება აქვთ ან სამსახურეობრივი მიზნით […]
ავიახაზების განვითარებასთან ერთად, იხვეწება მათი სერვისები და კვების სისტემაც. ფრენის საკვების ხარისხთან დაკავშირებით ლიდერობენ შუა აღმოსავლეთის ავიახაზები. სიის შესადგენად ასობით ავიახაზების ათიათასობით მგზავრი გამოკითხეს. როგორც წესი, თვითმფრინავებში საკვები მაღალი ხარისხის არა, რასაც შესაბამისი პირობები განსაზღვრავს: მათ შორის სიმაღლე და მშრალი ჰაერი. ამის გამო, საჭმელსაც განსხვავებული გემო აქვს. მაგრამ, ზოგიერთი ავიახაზები ცდილობენ საკვების გაუმჯობესებაში მეტი ინვესტიცია […]
ცნობილი ბრენდის, ლუი ვიტონის კავშირი მოგზაურობასთან გასცდა სამოგზაურო ჩანთების დიზაინის შექმნას და აეროპორტში ლაუნჯის სახითაც მოიკალათა. ის დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, კატარის დუტი ფრისთან თანამშრომლობით. ლუი ვიტონის ლაუნჯში ბუნებრივი განათება, მწვანე სივრცე და მიკრო-კლიმატია შექმნილი ტროპიკული ბაღისთვის. აქ ფრენიდან ფრენამდე რელაქსაციას ნამდვილად მოახერხებთ. აქ შესვლა ნებისმიერი კლასის ბილეთითაა შესაძლებელი, მთავარია კატარის ავიახაზების კლუბის წევრი იყოთ. […]
თუ არ იცით სად როგორ მოქმედებს ჩაის დატოვების კულტურა, ჩვენ ვეცდებით ამაში გაგარკვიოთ. ყველა ქვეყანას განსხვავებული წესები აქვს, გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს ევროპის მასშტაბით. რესტორნები და ბარები ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში 15%-ზე მეტი ჩაის დატოვება საჭირო არაა. ბევრ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს, ჩეხეთს, უნგრეთს, ირლანდიას, პორტუგალიას და დიდ ბრიტანეთს, სერვისის მომსახურეობა ანგარიშში ისედაც შეჰყავს, […]
თუ მოგზაურობა გსურთ, მაგრამ გამყოლი არ გყავთ, მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ სცალიათ ან რაიმე მიზეზი აქვთ, უარი მაინც არ უნდა თქვათ. ქალბატონების სოლო მოგზაურობა ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს. საშუალება გეძლევათ გაექცეთ კომფორტ ზონას, შეხვდეთ ახალ ადამიანებს და აღმოაჩინოთ საუკთარი თავი. რა სარგებელს მოგიტანთ მოგზაურობა? მიზეზი 1: ეს გაგაძლიერებთ მარტო მოგზაურობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ და მნიშვნელოვან გამოცდილებას […]
ფრენა საოცარი მოვლენაა. რამდენიმე საათით ვსხდებით თვითმფრინავში და უეცრად სრულიად განსხვავებულ გარემოში ვინაცვლებთ. მაგრამ, თუ ფრენა დიდი ხნით გვიწევს, ხშირად დაღლილობას და გამოფიტვას ვრძნობთ. ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ. 1. ხელბარგი გონივრულად ჩაალაგეთ ჩვენ გირჩევთ ხელბარგში კბილის პასტა და ჯაგრისიც მოათავსოთ, რათქმაუნდა სამოგზაურო ზომის, რადგანაც კბილის გახეხვა გვაფხიზლებს და გვაცოცხლებს. ასევე, იღლიის სპრეი, ტუჩის ბალზამი […]
ევროპის ბევრი ქალაქი ფეხით იოლად მოსავლელი და გამოსაკვლევია. მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს უსაფრთხოებას, საფეხმავლო გზებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასს და მანქანებისგან თავისუფალი არეალების რაოდენობას რათა საუკეთესო 9 ქალაქი დაედგინათ. მიუნხენმა სიის სათავეში მოქცევა საფეხმავლო ქალაქის ცენტრით, უმაღლესი უსაფრთხოებით და ველოსიპედისთვის განკუთვნილი გამართული ბილიკებით მოახერხა. თუ ფეხით სიარული გიყვართ, ამ მხრივ ევროპის საუკეთესო ქალაქებს წარმოგიდგენთ უახლესი ინფორმაციით: მიუნხენი […]
უკანასკნელი გლობალური გამოკითხვის შედეგად, 2024 წლის საუკეთესო კუნძულები გამოვლინდა დასასვენებლად. სიის სათავეში მოექცნენ მალდივები, ბალი და ფუ კოკი ვიეტნამში. სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება: მალდივები ფუ კოკი, ვიეტნამი ბალი, ინდონეზია მილოსი, საბერძნეთი დომინიკა კრეტა, საბერძნეთი ჰვარი & დალმატია, ხორვატია კოჰ სამუი, ტაილანდი გალაპაგოსი, ეკვადორი დიდი რიფები, ავსტრალია მალდივებზე ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები, კრისტალივით […]
მუზეუმისგან გამოწვეული დაღლა ძალიან რეალურია. გამოკვლევების მიხედვით, მუზეუმის ვიზიტორები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ იმ გამოფენების მიმართ, რომლებიც მათ ინტერესს არ ამართლებენ. ახალ ადგილას მოგზაურობა, რომელიც სავსეა ისტორიული და კულტურული საგანძურით, ხანდახან დაბნეულობის განცდას იწვევს. არ გსურთ რომ რამე გამოგრჩეთ, მაგრამ ყველა მუზეუმი უფრო და უფრო მონოტონური ხდება. ჩვენ გირჩევთ როგორ დაამარცხოთ ეს დაღლა და ისიამოვნოთ მუზეუმებით. […]
არ აქვს მნიშვნელობა რა გაკავშირებთ ადამიანთან, რომელთანაც მოგზაურობას გეგმავთ, აუცილებელია, რომ წინასწარ მასთან ყველანაირი დეტალი გაიაროთ და შეთანხმდეთ. ხანდახან ჩვენი წარმოდგენები არ ემთხვევა რეალობას და იმედები გვიცრუვდება. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია ცხოვრების ყველა ასპექტში მნიშვნელოვანია, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ურთიერთობები. ამგვარად თქვენს სამოგზაურო კომპანიონს უკეთ გაუგებთ. იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, იქონიეთ ღია და ღრმა […]