იმ ტიპის მოგზაური ხართ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თვითმფრინავის საკვები რომ არ მიირთვას? თქვენ მარტო არ ხართ. ბევრისთვის ფრენის დროს მირთმევისას ჰიგიენის საკითხი დგას, ბევრს კი ჰგონია, რომ საჭმელს თვითმფრინავში სულ სხვანაირი გემო აქვს. მართალია, აეროპორტის საკვები და სასმელი საკმაოდ განვითარდა, მაგრამ არის გარკვეული ტიპის საჭმელი, რომელსაც თვითმფრინავში ჩასხდომამდე თავი უნდა აარიდოთ. წარმოგიდგენთ აეროპორტში მისართმევ სარისკო […]
აეროპორტში ძილი ბევრი მოგზაურისთვის უცხო აღარაა, რადგანაც მათ ხშირად უწევთ დამაკავშირებელ ფრენებს შორის მოცდა, რეისის დროის გადაწევა თუ ადრიანი დილის ფრენები. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ. დაშვებულია აეროპორტში ძილი? დიახ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ხანდახან, ამინდის გაუარესების გამო, რეკომენდირებულიც კია რომ ტერმინალში დარჩეთ. რას გვთავაზობს აეროპორტი ღამით? ბევრი დიდი აეროპორტი საბაზისო სერვისებს გვთავაზობს: ღია საპირფარეშოები და ხანდახან […]
მათთვის ვინც ხშირად ფრენენ, იციან აეროპორტში საკვების და სასმლის მაღალი და ხშირად აბსურდული ფასების შესახებ. როგორც წესი, არც ხარისხია ხოლმე ფასის შესაბამისი. ჩნდება კითხვა, რატომაა აეროპორტში კვება ასეთი ძვირი? აეროპორტები უფრო და უფრო ძვირდება იმ თანამშრომლობის შედეგად, რაც აეროპორტებსა და მათში მდებარე მაღაზიებს შორის არსებობს. როცა მე-20 საუკუნეში ფრენის ინდუსტრია უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, […]
ჩასაბარებელ ბარგში აკრძალული ნივთების სია ყველამ მშვენივრად ვიცით, ასევე ვიცით რომ ბარგში არ უნდა ვიქონიოთ დიდი ზომის შამპუნები. მაგრამ, როდესაც ჩანთას ვაბარებთ, მან შესაძლოა შიდა შემოწმება გაიაროს და თვითმფრინავში მოთავსებამდე გაიხსნას. სამედიცინო სითხეები ზოგადად, სითხეები მათ შორის საბავშვო კვება თუ სამედიცინო ნივთიერებები დაშვებულია მოათავსოთ უფრო დიდი კონტეინერებით, ვიდრე ამის უფლება ხელბარგის შემთხვევაში გვაქვს. მაგრამ, ისინი […]
Duty-free-ში შოპინგი ხშირად ხელსაყრელი და კომფორტული არჩევანია. აეროპორტის დუტიფრიში ნაყიდი ნივთები არ გვეთვლება დამატებით ბარგად, შეგვიძლია ცალკე ავიტანოთ თვითმფრინავში, არ გადავიხადოთ ზედმეტი გადასახადი და მოვასწროთ საჩუქრის ყიდვა სამშობლოში დაბრუნებამდე – ეს მისი რამდენიმე დადებითი მახასიათებელია. ჩვენ გირჩევთ თუ რისი შეძენა ღირს და რისი არა. საუკეთესო პროდუქცია, რასაც Duty-free-ში შეიძენთ: ლიქიორი – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული […]
გრძელი გადაჯდომები ხშირადაა მოგზაურობის ნაწილი. თუ ადგილობრივი კანონები ნებას გვრთავს დავტოვოთ აეროპორტი მორიგ ფრენამდე, მაშინ ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა ახალი ქალაქის მოსანახულებლად. მაგრამ, სანამ კონკრეტულ აეროპორტს დატოვებთ, გარკვეული ფაქტორები გაითვალისწინეთ. შეგვიძლია თუ არა გადაჯდომის დროს აეროპორტის დატოვება, ეს დამოკიდებულია მიმართულებაზე. ზოგიერთი ქვეყანა ვიზას იმ შემთხვევაშიც ითხოვს თუ აეროპორტს რამდენიმე საათით ვტოვებთ. ზოგგან თავისუფლად შეგიძლიათ გახვიდეთ, მაგრამ […]
ყველა მოგზაურს გამოუცდია ის შეგრძნება, როცა გგონია, რომ თვითმფრინავში ან აეროპორტში რამე დაგრჩა. ის წამები როცა ცდილობ მოძებნო და გგონია დაკარგე, არც ისე სასიამოვნო განცდაა. გახსოვდეთ, რომ აეროპორტში არსებობს დაკარგული ნივთების განყოფილება, სადაც ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარი ნივთის მოძიებას შეძლებთ. აიპადი მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობისას მოგზაურებს ელექტრონული ხელსაწყოები სულ ხელში უჭირავთ, ტაბლეტები მაინც ყველაზე ხშირად იკარგება. […]
ნებისმიერი მოგზაური ვისაც რეისზე დაუგვიანია, დაამტკიცებს, რომ ეს საკმაოდ სტრესული გამოცდილებაა. გარდა იმისა, რომ იცვლება გეგმები, ემატება დამატებითი ფინანსური ხარჯიც ახალი ბილეთის შეძენის გამო. არსებობს რამდენიმე გავრცელებული შეცდომა და მიზეზი, რის გამოც მოგზაურებს ფრენაზე აგვიანდებათ. მჭიდრო გადაჯდომები: ხანდახან ფრენების განრიგი იდეალურად დაგეგმილ მოგზაურობასაც კი ურევს. ხშირ შემთხვევაში ის მოგზაურები, რომლებსაც მივლინება აქვთ ან სამსახურეობრივი მიზნით […]
ცნობილი ბრენდის, ლუი ვიტონის კავშირი მოგზაურობასთან გასცდა სამოგზაურო ჩანთების დიზაინის შექმნას და აეროპორტში ლაუნჯის სახითაც მოიკალათა. ის დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, კატარის დუტი ფრისთან თანამშრომლობით. ლუი ვიტონის ლაუნჯში ბუნებრივი განათება, მწვანე სივრცე და მიკრო-კლიმატია შექმნილი ტროპიკული ბაღისთვის. აქ ფრენიდან ფრენამდე რელაქსაციას ნამდვილად მოახერხებთ. აქ შესვლა ნებისმიერი კლასის ბილეთითაა შესაძლებელი, მთავარია კატარის ავიახაზების კლუბის წევრი იყოთ. […]
დროგამოშვებით სპეციალური კვლევები ადგენენ სტრესის ხარისხს მოგზაურებში, რომლებიც ამა თუ იმ აეროპორტში მგზავრობენ და მას აფასებენ. ალბათ შეგიმჩნევიათ ზოგ აეროპორტში სტენდებიც, რომლებიც ამა თუ იმ აეროპორტის შეფასებას გვთხოვენ. კვლევები ითვალისწინებენ აეროპორტის ზომას, ფრენების დაგვიანებებს და დისტანციებს. ჩვენ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 10 ყველაზე სტრესულ აეროპორტს გაგაცნობთ: 1. ლონდონის გეტვიკის აეროპორტი / London Gatwick Airport მისი ქაოსური […]
- 1
- 2