რა უნდა იყიდოთ და რა არ უნდა იყიდოთ Duty-Free-ში
Duty-free-ში შოპინგი ხშირად ხელსაყრელი და კომფორტული არჩევანია. აეროპორტის დუტიფრიში ნაყიდი ნივთები არ გვეთვლება დამატებით ბარგად, შეგვიძლია ცალკე ავიტანოთ თვითმფრინავში, არ გადავიხადოთ ზედმეტი გადასახადი და მოვასწროთ საჩუქრის ყიდვა სამშობლოში დაბრუნებამდე – ეს მისი რამდენიმე დადებითი მახასიათებელია. ჩვენ გირჩევთ თუ რისი შეძენა ღირს და რისი არა.
საუკეთესო პროდუქცია, რასაც Duty-free-ში შეიძენთ:
- ლიქიორი – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად გაყიდვადი სასმელია დუტი ფრიში ვაჭრობისას.
- სუნამო – აქ ბრენდული სუნამოების დიდი არჩევანია.
- სილამაზის პროდუქტები – მაკიაჟის პროდუქტები თუ ლოსიონებიც კარგი გადაწყვეტილებაა.
- იმ ქვეყნის პროდუქცია, რომელსაც სტუმრობთ – წამოიღეთ ავთენტური სუვენირები, სასმელები და საკვები იმ ქვეყნიდან სადაც მოგზაურობთ.
- შოკოლადი – შოკოლადი და დესერტები დუტი ფრიში შეძენის შემთხვევაში უფრო ბიუჯეტური იქნება.
- სამკაული – სამკაულის შემთხვევაშიც დიდი არჩევანი და ნაკლები ფასია.
- სიგარეტი – სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დამატებითი გადასახადი აქვს სიგარეტზე, ამიტომაც შეიძინეთ ის დუტი ფრიში.
- ყავა – გირჩევთ ასევე ყავის შეძენასაც.
რა არ უნდა შეიძინოთ:
- ტექნიკა – ტექნიკის შეძენა არც ისე კარგი არჩევანი იქნება. გაითვალისწინეთ გარანტიაც, რომელიც დუტი ფრიში შეძენის შემთხვევაში განსხვავებული წესებით მოქმედებს.
- ალკოჰოლი – ალკოჰოლი შესაძლოა მაღაზიებში ბევრად იაფად შეიძინოთ.
- წიგნები და ჟურნალები – მათი ფასიც მაღალია სტანდარტულ მაღაზიებთან შედარებით. ასევე, არჩევანი ლიმიტირებულია.
- საათები – ამჯობინეთ მათი შეძენა ავტორიზედბულ მაღაზიებში.
- სამოგზაურო აქსესუარები – ბალიშები, ადაპტერები თუ სხვა ნივთები, რაც მოგზაურობაში გვჭირდება, დუტი ფრიში ბევრად ძვირი დაგიჯდებათ.