რჩევები

განსხვავება თვითმფრინავის კლასებს შორის

ეკონომ, პრემიუმ ეკონომ და ბიზნეს კლასებს შორის განსხვავება ჩანს მათ სერვისში, კომფორტში და აღჭურვილობებში.

ეკონომ კლასი

ეს ხელმისაწვდომი სამოგზაურო ვარიანტია, განსაკუთრებით მოკლე და საშუალო მანძილებზე. რა თქმა უნდა, კომფორტი შეზღუდულია, მაგრამ აღჭურვილობები ავიახაზების მიხედვით იცვლება.

  1. სკამები: ისინი სტანდარტულია და ვიწრო. მათი ფართობი დაახლოებით 40 სმ-ია.
  2. საკვები და სასმელი: გრძელ ფრენებზე ავიახაზებს 1 ან 2 კვებას გვთავაზობენ, ასევე უალკოჰოლო სასმელებს და ხანდახან ლუდს და ღვინოს. მოკლე დისტანციებზე საკვები ხშირად უფასო არაა. მენიუს არჩევანი სტანდარტულია, მაგრამ ზოგიერთი საკვები შეგიძლიათ ბილეთის ყიდვისას წინასწარ შეიძინოთ. პროდუქტი მოაქვთ ერთჯერად შეფუთვაში.
  3. გართობა: პერსონალური ეკრანები საერთაშორისო ფრენებზე დაგხვდებათ, თუმცა ადგილობრივებზე ის იშვიათია. კონტენტი ლიმიტირებულია ეკონომ კლასში, ბიზნეს კლასში ის ბევრად მრავალფეროვანია.
  4. ბარგი: 10 კგ.

პრემიუმ ეკონომი

პრემიუმ ეკონომი ეკონომზე კომფორტული ვერსიაა და უფრო იაფი, ვიდრე ბიზნეს კლასი. ის ძირითადად შექმნილია შორი დისტანციებისთვის.

  1. სკამები: ისინი საშუალოა ეკონომსა და ბიზნეს კლასს შორის. გვთავაზობს შესაბამის კომფორტს. სკამების ფართობი იცვლება 50 სმ-მდე. ასევე, პრემიუმ ეკონომის სკამებს ხშირად აქვთ დამატებითი ფეხების დასაწყობი.
  2. საკვები და სასმელი: პროდუქტი მოაქვთ მეტალის შეფუთვაში. არჩევანი იმაზე მეტია, ვიდრე ეკონომ კლასში, უკეთესია ხარისხიც. შემოგთავაზებენ როგორც უალკოჰოლო, ასევე ალკოჰოლურ სასმელებს. თანაც, შუშის ჭიქებში.
  3. გართობა: პერსონალური ეკრანები უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ეკონომ კლასში. ხანდახან წარმოდგენილია ექსკლუზიური კონტენტი. დაგხვდებათ ყურსასმენები.
  4. ბარგი: იგივე რაც ეკონომზე. 1-2 ჩასაბარებელი ბარგი უფასოა.

ბიზნეს კლასი

ბიზნეს კლასი იდეალურია შორ ან ღამის ფრენებზე.

  1. სკამები: კომფორტული სკამები ფორმას მაქსიმალურად იცვლის და მგზავრებს დასვენების საშუალებას აძლევს, ასევე, სთავაზობს მეტ პირად სივრცეს.
  2. საკვები და სასმელი: ბიზნეს კლასის საკვები სერვისი 5 ვარსკვლავიან რესტორანს უტოლდება. კერძები მომზადებულია შეფების მიერ. შემოთავაზებულია ნებისმიერი ტიპის სასმელი, მათ შორის შამპანიური და კოქტეილი.
  3. გართობა: პერსონალური ეკრანები დიდი ზომისაა, კონტენტი კი უსაზღვრო. დაგხვდებათ მაღალი ხარისხის ხმაურის დამხშობი ყურსასმენები. შეძლებთ დატენვას ან USB პორტის გამოყენებას.
  4. ბარგი: ორი ან მეტი ჩასაბარებელი ბარგი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *