რა ტიპის საკვებისგან უნდა შეიკავოთ თავი აეროპორტში
იმ ტიპის მოგზაური ხართ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თვითმფრინავის საკვები რომ არ მიირთვას? თქვენ მარტო არ ხართ. ბევრისთვის ფრენის დროს მირთმევისას ჰიგიენის საკითხი დგას, ბევრს კი ჰგონია, რომ საჭმელს თვითმფრინავში სულ სხვანაირი გემო აქვს. მართალია, აეროპორტის საკვები და სასმელი საკმაოდ განვითარდა, მაგრამ არის გარკვეული ტიპის საჭმელი, რომელსაც თვითმფრინავში ჩასხდომამდე თავი უნდა აარიდოთ. წარმოგიდგენთ აეროპორტში მისართმევ სარისკო პროდუქტებს:
უარი თქვით ჩამოსასხმელ გაზიან სასმელებზე
სწრაფი კვების ობიექტები ხშირად გვთავაზობენ ჩამოსასხმელ გაზიან სასმელებს, მაგრამ მათი აეროპორტში ჩამოსხმა რეკომენდირებული არაა. შეუძლებელია სრულად ვიყოთ დარწმუნებული აპარატის სისუფთავეში, რადგანაც ის საფუძვლიან გაწმენდას საჭიროებს. ამასთან, ჩატარებულა კვლევები, რომელთა მიხედვითაც მსგავსი აპარატები სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ. თუ გაზიანი სასმელი გსურთ, უპირატესობა მიანიჭეთ ქილით ან ბოთლით შეძენას. თუმცა, აჯობებს თუ საერთოდ უარს იტყვით, რადგანაც ისინი ფრენის წინ დეჰიდრატაციას იწვევენ.
წინასწარ შეფუთული სალათები და სენდვიჩები
აეროპორტში შეამჩნევდით კიოსკებს, სადაც წინასწარ შეფუთული სენდვიჩები და სალათებია თან გასაყოლებლად. რთულია ითქვას თუ რამდენ ხანს იდო ისინი თაროზე და აკმაყოფილებდნენ თუ არა შესაბამის პირობებს. ღია მაცივრები აეროპორტისთვის განკუთვნილი მსგავსი მზა საკვებისთვის შესაძლოა არ იყოს საკმარისად ცივი იმისათვის, რომ ბაქტერიების გამრავლებას ხელი შეუშალოს. იგივე ეხება ხილსაც. თუ მაინც შეიძენთ, ნუ შეინახავთ სამომავლოდ მისართმევად და მშინვე მიირთვით, რადგანაც ოთახის ტემპერატურაზე ყოფნა არ მოუხდებათ.
არ მიირთვათ სუში ან ხამანწკები
სუში და ზოგადად უმი საჭმელი აეროპორტში შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო საშიში იყოს. აეროპორტის პირობები არაა შესაბამისი იაპონური საკულტო საკვების მისართმევად. მან შესაძლოა გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები მუცელში, მოწამვლა, დიარეა ან ღებინება.
თავი აარიდეთ აეროპორტის ბუფეტს
ბევრი მგზავრისთვის დასვენება ლაუნჯში, როცა გადაჯდომა გაქვს, ბუფეტით სარგებლობისთვისაც სასიამოვნოა. სამწუხაროდ საკვების ხარისხი თვითმომსახურეობის დახლზე საკამათოა. ვერ შევამოწმებთ აქვთ თუ არა დაცული შესაბამისი ტემპერატურა ან რამდენი ხნის მანძილზე დოთ საკვები ერთ ადგილას. ამასთან, ხალხი ლაუბჯის ბუფეტში მუდვიად მიდი-მოდის, რაც ბაქტერიების გავრცელებასაც უწყობს ხელს.
არ დალიოთ არაპასტერიზებული წვენი ან სმუზი
ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ახლად დაწურული წვენი და სმუზი გაზიანი სასმლის კარგი ალტერნატივაა. მაგრამ, აეროპორტის კიოსკების მაცივრებში მოთავსებული არაპასტერიზებული სასმლები ჯანმრთელობის რისკებს შეიცავს, რადგანაც უსაფრთხოების სტანდარტებს შესაძლოა ვერ პასუხობდნენ. რადგანაც მათ არ გაუვლიათ გათბობის პროცესი, რომელიც პროდუქტს ბაქტერიებისგან ათავისუფლებს, შესაძლოა გამოიცვიონ მუცლის ტკივილი ან მოწამვლა. თუ არ ვიცით რამდენი ხნით და რა ტემპერატურაზე ინახავდნენ მას, პრობლემა გახდება განსაკუთრებით თვითმფრინავში ჩასხდომის წინ. შეიძინეთ პასტერიზებული სასმელი ან ბოთლის წყალი.



