ევროპის ფარული კულინარიული მიმართულებები
ყველასათვის ცნობილი კულინარიუი მიმართულებების გარდა, ევროპაში ბევრი ახალი კულინარიული მიმართულების აღმოჩენა შეგიძლიათ. ჩვენ 8 საუკეთესო მათგანს წარმოგიდგენთ:
გენტი, ბელგია
რიდესაც ბელგიაზე ფიქრობთ, ალბათ თვალწინ პირველ რიგში, შოკოლადი წარმოგიდგებათ. მაგრამ გენტი, შუასაუკუნოვანი ელფერის მიღმა, შოკოლადის გარდა, ადგილობრივ, სეზონურ გემრიელ საკვებს წაროგიდგენთ, თანაც ბიუჯეტურად. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ არც ტკბილეულის მირთმევა.
სად უნდა მიირთვათ:
- Yuzu At Yuzu: იაპონური ხელნაკეთი შოკოლადის კაფეა.
- Publiek Chef Olly Ceulenaere: ადგილობრივი სეზონური პროდუქცია.
ბორდო, საფრანგეთი
ბორდო ცნობილია ღვინის დაგემოვნებით და ვენახებით, მაგრამ აღსანიშნავია მისი ენერგიული კულინარიული სცენაც. აქ საკვების ბაზრობები, ბისტროები და ქუჩის კვება ყოველ კუთხეში გაგაოცებთ თავისი მრავალფეროვნებით.
სად უნდა მიირთვათ:
- Retro Tour Bordeaux – ეს უნიკალური გზაა, ბორდოს ვენახები რომ დაათვალიეროთ. ექსკურსიის საშუალებით იმოგზაურებთ ქალაქგარეთ და გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ.
- Les Capucins – ეს შუშის შენობაში მდებარე ბაზრობაა, სადაც ასობით სახეობის ყველსაც შეიძენთ.
სამხრეთ ნორვეგია
სამხრეთ ნორვეგია ცისფერი ჩრდილოეთის ზღვით, დუნებით სანაპიროებზე და ქვის ფიორდებით, ერთ-ერთი საუკეთესო კულინარიული რეგიონია მდიდარი ზღვის პროდუქტებით, სოკოებით, მწვანილით და კენკრით.
სად უნდა მიირთვათ:
- Under – ეს მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა რესტორანია.
- Smag & Behag – ეს კი მე-19 საუკუნის დროინდელი სკოლა-გიმნაზია, რომელიც დღეს რესტორანია პატარა გემრიელი პორციებით.
სამხრეთ შვედეთი
გაყევით ზაფხულის მზეს სამხრეთ შვედეთში, გოტენბურგიდან დალარნამდე, რათა შვედეთის გემრიელი სამზარეულო დააგემოვნოთ. აქ ერთი საინტერესო ტრადიცია აქვთ, რომელსაც Midsommar-ს უწოდებენ. ის 20-დან 26 ივნისამდე შაბათ დღეს აღინიშნება. ამ დროს აქ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ, დაკრიფავთ კენკრას და მოიწყობთ პიკნიკებს.
სად უნდა მიირთვათ:
- Östermalms Saluhall – ეს ბაზრობაა სადაც გემრიელ ახლად დაწურულ წვენებს, ზღვის პროდუქტებს და შვედური ყველის სახეობებს დააგემოვნებთ.
- Sturehof Upstairs – ადგილობრივი რესტორანია ტრადიციული კერძებით.
ისტრია, ხორვატია
ზედხედიდან ისტრია ვენეციას მოგაგონებთ. იტალიის მსგავსად, აქაც აწარმოებენ და მოიპოვებენ ღვინოს, ზეითუნის ზეთს, ტრუფელს და ყველს. საუკუნეების განმავლობაში, ისტრიის კულინარია ადგილობრივი ტრადიციებით ჩამოყალიბდა. ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ აქ პოულობენ თეთრ ტრუფელს.
სად უნდა მიირთვათ:
- Ipša Owner Irene Ipša – ეს არის საოჯახო ტურები, რომლის ფარგლებშიც ბევრ ადგილობრივ პროდუქციას დააგემოვნებთ.
- Restaurant Zigante – აქ კი ტრუფელით მომზადებულ კერძებს დააგემოვნებთ.
პალერმო, სიცილია, იტალია
სიცილიაზე ქუჩის კვების მრავალფეროვნება და ბაზრები დაგხვდებათ. აქ წლების მანძილზე იტალიის გამორჩეულად უნიკალური სამზარეულო ჩამოყალიბდა. პალერმოში საუკეთესო საკვებ გამოცდილებას მიიღებთ ქუჩის ტრატორიებში და ბაზრობებზე. დააგემოვნეთ: arancini (შემწვარი ბრინჯის ბურთულები), panelle, sfincione, cannoli, cassata და frutta martorana.
სად უნდა მიირთვათ:
- I Segreti del Chiostro – ეს უძველესი ლოკაცია ისტორიულ დესერტებს წარმოგვიდგენს.
სალონიკი, საბერძნეთი
ანტიკური სალონიკის სამზარეულო გამორჩეულია ტრადიციებით. მასზე დიდი გავლენა იქონია თურქეთმაც. უკანასკნელ წლებში სალონიკს იუნესკოს მიხედვით, საბერძნეთის პირველი ქალაქი უწოდეს გასტრონომიაში. აქ ამერიკული, აფრიკული და აზიური რესტორნები დაგხვდებათ.
სად უნდა მიირთვათ:
- Bougatsa Bantis – ეს საუზმის საუკეთესო არჩევანია.
- Agora Modiano – 75 დახლს წარმოგვიდგენს, სადაც ბევრ საინტერესო პროდუქტს დააგემოვნებთ.
ტენერიფე, ესპანეთი
ტენერიფე ძლიერი კულინარიული ფესვებით გამოირჩევა, ეს ესპანეთის და აფრიკის ერთგვარი შერწყმაა. ადგილობრივად შექმნილი მენიუები აქაურ კუნძულებზე, სეზონებზე, ლანდშაფტებსა და ზღვაზე გაგესაუბრებათ. მიირთვით ზღვის პროდუქტები და ვულკანური წარმოშობის ღვინო. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით კი უგემრიელესი ხილიც: ბანანი, მანგო, პაპაია.
სად უნდა მიირთვათ:
- La Bola de Jorge Bosch – ძველი რესტორანია ტრადიციული მენიუთი, სადაც შებოლილ თხის ყველსაც დააგემოვნებთ.
- Bodegas Monje – ამ კაფის ტერასიდან საოცარი ხედი იშლება. შეგიძლიათ მათ მარანშ ღვინის წარმოებასაც დააკვირდეთ.