თქვენს სამეგობროზე მორგებული და დაორგანიზებული მოგზაურობები ტურისტებში უფრო პოპულარულია, ვიდრე კომპანიის ტურები. საბოლოო ბიუჯეტზე შეთანხმება, მიმართულებების დაკონკრეტება და საჭირო ნივთების გათვალისწინება – ეს ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი ჩანს, მაგრამ ხვდებით, რომ დროს და ენერგიას მოითხოვს. როდესაც რამდენიმე მეგობარი დიდიხანია ერთად მოგზაურობას გეგმავთ, ეს სასიხარულო მოვლენასთან ერთად, რაღაც მომენტში კომპლექსურიც ხდება. საჭიროა მიაღწიოთ შეთანხმებას და ყველას მოერგოთ. […]
პატარებთან ერთად ფრენა შესაძლოა შფოთვით იყოს სავსე. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია ეს შფოთვა დაძლიოთ და ის სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ თუ ამ პროფესიონალების რჩევებს მიყვებით. თან იქონიეთ გამოსაცვლელი სამოსი არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც ბევრ ადამიანს გამოსაცვლელი სამოსი მხოლოდ პატარასთვის მოაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან დაკავშირებული გარკვეული ინციდენტების გამო დიდებიც ვისვრებით. ჩააგდეთ ზედმეტი მაისური პამპერსის ჩანთაში! შეამოწმეთ თქვენი […]
მას შემდეგ რაც სამოგზაურო აპლიკაციები და საიტები განვითარდა, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის მოგზაურობა ბევრად ხელმისაწვდომი და იოლი გახდა. ახლა ბევრად მარტივია დავუკავშირდეთ ადგილობრივებს თუ ტურისტებს და მათთან “ვითანამშრომლოთ”. იაფი მოგზაურობა დღეს უკვე რეალურია და ჩვენ ამისათვის შესაბამის პლატფორმებს გირჩევთ. სტუმართმოყვარეობის ქსელები Couchsurfing-მა მოგზაურებს დიდი შვება მოუტანა. ეს პლატფორმა 2004 წელს დაარსდა და პირველი საზიარო ქსელი იყო, რომელმაც […]
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხშირად დაფრინავთ, არის ფაქტები, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არ გაგიგიათ. ჩვენ მათი ნაწილი შემოგიკრიბეთ, რათა გაეცნოთ შემდგომ მოგზაურობამდე. მაგალითად, რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები, რატომ ცივა თვითმფრინავში და რატომაა თვითმფრინავის ფანჯარა მრგვალი – ყველაფერი ეს თქვენს მოგზაურობას გაცილებით კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. ბარგის ჩატვირთვა ხმაურიანია თუ თვითმფრინავში ასვლისას, უცნაური ხმები გესმით და […]
ბევრი ადამიანი მოგზაურობის წინ ჩალაგებაზე ბევრს არც ფიქრობს. ხშირად მოგზაურები ამას გამგზავრების წინა ღამეს აკეთებენ და თანაც ძალიან სწრაფად. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების 65% ვერ ალაგებს ბარგს ისე ეფექტურად, როგორც ეს რეალურად შეუძლიათ რომ გააკეთონ. ჩვენ ვეცდებით ეს პროცესი ოდნავ გაგიმარტივოთ. შეადგინეთ აუცილებელი ნივთების სია მთავარი პრობლემა არის იმის მოფიქრება თუ რა წაიღოთ თან. შეჯერდით […]
გადაწყვიტეთ, რომ იმოგზაუროთ ბევრი გაჩერებით და უკან უამრავი შთაბეჭდილებით დაბრუნდეთ? მშვენიერი არჩევანია თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ. ჩვენ გირჩევთ აპლიკაციებს, რომლებიც ამ ყველაფერში დაგეხმარებიან. TripIt – გზების და ჯავშნების დამგეგმავი სხვადასხვა მიმართულებების დროს ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ დეტალების თავმოყრაა მაშინ, როცა მოგზაურობისას ბევრი გაჩერება გიწევთ. დამაბნეველია როცა თან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების თუ ტრანსპორტის ბილეთების სქრინები გაქვთ, რასაც […]
ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომებს. ეს ძირითადად არასწორი ტრანსპორტის არჩევას, დიდი ბარგის წაღებას, ცოტა თავისუფალი დროის დატოვებას და ძვირადღირებულ რესტორნებში შესვლას გულისხმობს. გაწერეთ რეალისტური გრაფიკი როცა რაიმე ადგილს პირველად სტუმრობთ, ბუნებრივია რომ მაქსიმალურად მეტი ღირსშესანიშნაობის ხილვა გინდათ. ამან შესაძლოა თქვენი მოგზაურობა დაძაბული და დამღლელი გახადოს. იმის მაგივრად, რომ ყველაფერს მოედოთ, აირჩიეთ რამდენიმე […]
რატომაა რთული მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება? არ აქვს მნიშვნელობა დაუვიწყარ მოგზაურობაში იყავით თუ ორი დღით გაიქეცით ქალაქიდან – სანამ ჩანთას ამოალაგებთ, სხვა ტიპის ბარგთანაც გიწევთ მუშაობა – ესაა სევდიანი განცდის დაუფლება მას შემდეგ, რაც სახლის კარს შეაღებთ. პოსტ-მოგზაურობის დეპრესია რეალურია. მაგრამ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რა იწვევს მას, შეძლებთ თავი ადვილად დააღწიოთ. რატომ გვემართება […]
მოგზაური ბლოგერები მუდამ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობის დროს. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გზაზე! მოგზაურობის დროს დაშვებულ შეცდომებს მივყავართ უფრო მეტი ფინანსების ხარჯვასთან, დროის დაკარგვასთან და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უფრო ჭკვიანურად და იაფად იმგზავრებთ. 1. არ მიირთვათ ტურისტულ ადგილებთან ახლოს პოპულარულ […]