თუ თვითმფრინავში ასვლისას, უცნაური ხმები გესმით და ნერვიულობთ, ჩვენ დაგამშვიდებთ, რომ სანერვიულო არაფერია. ეს ხმები უბრალოდ ბარგის თვითმფრინავში ჩალაგებას მოჰყვება თან. ყველა მგზავრის ჩანთა ზუსტად კაბინის ქვეშ უნდა მოთავსდეს, რაც ბუნებრივია, რომ ხმაურიანია. ისინი შესაძლოა საპირფარეშოს ცისტერნებსაც ათავისუფლებდნენ (სწორედ აქ მიდის ყველაფერი მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის საპირფარეშოში წყალს ჩარეცხავთ).
დაუმორჩილებელი მგზავრები შესაძლოა დააკავონ
მგზავრს, რომელიც ჰაერში პრობლემებს ქმნის და კონტროლს არ ექვემდებარება, ეკიპაჟს უფლება აქვს ბორკილები გაუკეთოს.
ფრთებზე არსებული გამონაზარდები კრიტიკული დაშვებისთვისაა
თუ თვითმფრინავს სასწრაფო წესით ესაჭიროება დაშვება, ფრთების ქვეშ არსებული შვერილები მას განსაკუთრებით ეხმარება. ბორტგამცილებლები მათზე თოკებს ამაგრებენ და მგზავრები უსაფრთხოდ გადაყავთ.
თვითმფრინავში პილოტებიც იძინებენ
გრძელი ფრენების დროს, თქვენსავით პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც იღლებიან და დაძინებას საჭიროებენ. ბევრ თვითმფრინავში საიდუმლო ადგილები არსებობს, სადაც პილოტებს ძინავთ. მაგალითად, კართან არსებული ჩაკეტილი კარი, რომელიც ბარგის შესანახ თაროს მოგაგონებთ, სინამდვილეში საწოლია.
თვითმფრინავის ინტერიერის ფერი სპეციფიკური არჩევანია
ზოგ თვიმფრინავში წითელი სკამებია, თუმცა უმრავლესობაში ლურჯი. ლურჯი მშვიდი ფერია და მისი სისუფთავის შენარჩუნება მარტივია. ის სიმშვიდესთან ერთად, თავდაჯერებასაც გვმატებს, რაც მგზავრებს ჰაერში ყოფნისას ძალიან სჭირდებათ.
ბავშვები ცაშიც იბადებიან
ტექნიკურად, 36 კვირის ორსულ ქალს ფრენის უფლება არ აქვს. მაგრამ, ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის და ბავშვს იმაზე ადრე უნდა გამოსვლა, ვიდრე ფიქრობთ. ბორტგამცილებლებს ბავშვის გაჩენის პროცედურაშიც ატრენინგებენ, მაგრამ სასურველია მათ დასახმარებლად, მგზავრებს შორის ბორტზე ექიმიც იმყოფებოდეს. მშობიარობა ცაში ძალიან იშვიათია, თუმცა ხდება.
თვითმფრინავის საპირფარეშო გარედანაც იხსნება
იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი საპირფარეშოდან დიდიხანი არ გამოდის, ბორტგამცილებლები ღელავენ, რომ მას რამე უჭირს. ხანდახან ხდება ისე, რომ ბავშვები საკეტს ვეღარ ხსნიან. მსგავს შემთხვევებში, ბორტგამცილებლები კარს გარედან აღებენ.
საოცარი ფაქტია თუმცა, მართალია – თვითმფრინავში ჰაერი ძალიან სუფთაა. მისი 40% სისტემის მიერ სპეციალურად იფილტრება. 60% კი ეს არის სუფთა ჰაერი, რომელიც თვიოთმფრინავში გარედან შემოდის. კაბინის ჰაერი ყოველ სამ წუთში იცვლება.
თვითმფრინავის ონკანის წყალში ბევრი ბაქტერიაა
ბორტზე ყოფნისას, უარი თქვით თვითმფრინავის წყლით დამზადებულ სასმელებზე: ყავაზე, ჩაიზე და ყინულზეც კი.
ერთ რეისზე მომუშავე პილოტები სხვადასხვა საკვებს მიირთმევენ
უსაფრთხოების მიზნით, კონკრეტული რეისის პილოტები ერთმანეთისგან განსხვავებულ საკვებს მიირთმევენ, რათა თუ რომელიმე შეუძლოდ გახდა, მეორემ იმუშაოს. ამგვარად, თავიდან იცილებენ მოწამვლის რისკებსაც და საჭმლის გადამუშავების სხვა პრობლემებსაც.
რა განსხვავებაა ბიუჯეტურ ავიახაზებსა და ძვირადღირებულ ავიახაზებს შორის
სამგზავრო თვითმფრინავები ერთნაირი სტანდარტით იგება, რეისებზე მომუშავე ადამიანებიც ერთნაირ გადამზადებას გადიან. ერთადერთი რამ რაც ბიუჯეტურ ავიახაზებს სხვებისგან განასხვავებს, თვითმფრინავის ინტერიერი ან მოწყობაა. ზოგიერთ თვითმფრინავს სკამები უფრო ახლო-ახლოს აქვს, ზოგს უკეთესი საკვები აქვს, ზოგი მეტ ბარგს იტევს და აშ. მაგრამ, ყველა მათგანი მიგიყვანთ A წერტილიდან B წერტილში. გაეცანით საუკეთესო ბიუჯეტურ ავიახაზებს.
დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა თვითმფრინავში არ ყოფილა
დღეს აეროპორტები ძალიან გადატვირთულია, ბილეთები სულ იყიდება და თითქოს წელიწადში ერთხელ მაინც ყველა დაფრინავს. თუმცა, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 5 %-ია თვითმფრინავში ნამყოფი, რეგულარულად კი ამაზე ცოტა დაფრინავს.
თვითმფრინავების უმეტესობა გარკვეული მიზეზის გამოა თეთრი
მთავარი მიზეზი თუ რატომ ღებავენ თვითმფრინავს თეთრად ან ღია ფერებში არის ის, რომ მან მზის სინათლე უნდა აირეკლოს და რადიაციისგან მიღებული პოტენციური ზიანი მაქსიმალურად შეამციროს. ასე ავიახაზები კაბინაში სასურველი ტემპერატურს შესანარჩუნებლად ნაკლებს ხარჯავენ და მის ნაწილებს გაცხელებისგან იცავენ.