რა ხდება თვითმფრინავის ტუალეტის ჩარეცხვისას?
1 რეისის დროს, თვითფრინავში უნიტაზი დაახლოებით 1000-ჯერ ირეცხება. საინტერესოა სად მიდის კანალიზაცია. როდესაც საქმე თვითმფრინავს ეხება, ბევრი რამაა საინტერესო, მათ შორის: რატომ ცივა თვითმფრინავში და რატომ უნდა დავაყენოთ ტელეფონი ფრენის რეჟიმზე. მაგრამ ამჯერად, ტუალეტის მისტიკის ამოხსნას გთავაზობთ.
როგორ მუშაობდნენ თვითმფრინავის ტუალეტები?
თუ ოდესმე წარმოგიდგენიათ, რომ კანალიზაცია თვითმფრინავის იატაკიდან ჰაერში ეშვება, მარტო არ ხართ. ოდესღაც თურმე ასეც ხდებოდა. ყველაზე ადრეული თვითმფრინავების ტუალეტები პრიმიტიული იყო: დაფიქრდით კალათაზე ან ბოთლზე. ავიახაზებმა ცისფერ გელს მიაგნეს, რომელიც რეცხავდა ნარჩენებს და არ აყენებდა სუნს. თუმცა, ამ დროს გალონებით უწევდათ ნივთიერებების შენახვა, რაც ძალიან მძიმე იყო, ბევრ საწვავს მოიხმარდა და მგზავრების დასასხდომ ადგილებს ამცირებდა. ხანდახან სუნსაც ვერ ერეოდა ბოლომდე. ეს ძველებური ტუალეტები არ იყო უსაფრთხო. ხანდახან თვითმფრინავიდან ჟონავდა და იყინებოდა. როგორც კი თვითმფრინავი ეშვებოდა, გაყინულ ცისფერ გელთან შეზავებულ კანალიზაციის ნარჩენებს ისროდა და მანქანებსა და სახლებს აზიანებდა.
ისევ ჰაერში უშვებენ თვითმფრინავები ნარჩენებს?
აღარ! მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი ფრენის ფოტოები საკმაოდ გლამურული და ვინტაჟურია, ეს ფაქტი ყველაფერს აფუჭებდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კომერციული ფრენა პოპულარული გახდა, ტუალეტის სისტემებიც განვითარდა.
სად მიდის თვითმფრინავის საკანალიზაციო ნარჩენები?
1975 წელს, ჯეიმს კემპერმა თანამედროვე თვითმფრინავის ტუალეტი შექმნა, რომელიც მოიცავდა არაწებოვან თასს, მცირე რაოდენობის სადეზინფექციო სითხეს და ძლიერ ვაკუუმ-მტვერსასრუტს. ახლა, როდესაც თვითმფრინავში უნიტაზს რეცხავთ, საძირკველის პატარა კარი იხსნება, სითხე გადის და ძალიან სწრაფად ისრუტება, ნარჩენები თვითმფრინავის ძირის მილში მიდის, მგზავრებისგან შორს, იქამდე, სანამ თვითმფრინავი მიწას არ შეეხება. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, ის აეროპორტის მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემაში ჩადის.
ახლა კი გაიგეთ რას ნიშნავს თვითმფრინავის ხმები.