როგორ დავგეგმოთ იდეალური სამოგზაურო მარშრუტი
სამოგზაურო მარშრუტის შედგენა გულისხმობს იმ ადგილების მონიშვნას, რომელთა მონახულებასაც გეგმავთ. საჭიროა ბიუჯეტის, ტრანსპორტის თუ სხვა ლოჯისტიკური საკითხების გადაწყვეტა. პირველი ნაბიჯია გაარკვიოთ როდის მიდიხართ და რამდენი ხნით. მოინიშნოთ ფრენების დროები, მატარებლის გრაფიკი, მისამართები და აშ. ჩვენ ამ პროცესის შესახებ მოგცემთ რჩევებს.
დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები:
- სად მინდა წასვლა და რატომ?
- რამდენი მაქვს ბიუჯეტი?
- რა დრო სჭირდება ამ მოგზაურობას?
- ვისთან ერთად ვაპირებ მოგზაურობას?
- მაქვს რაიმე ალერგია ან კვებითი შეზღუდვები?
- მსურს თავგადასავალი თუ რელაქსაცია?
- რა ტიპის ტრასნპორტია ჩემთვის ყველაზე კომფორტული?
- ვიცნობ ვინმეს ვინც იქ ნამყოფია სადაც მივდივარ, რჩევები რომ მომცეს?
წარმოგიდგენთ ნაბიჯებს საუკეთესო მარშრუტის დასაგეგმად:
იყავით ორიგინალური
თუ თავგადასავლები თქვენი მთავარი პრიორიტეტია, დარწმუნდით, რომ თქვენს სასურველ მიმართულებას თავშესაქცევი აქტივობები აქვს. მაგალითად, წყლის სპორტი. თუ რელაქსაცია და სიმშვიდე გსურთ, მაშინ დააკვირდით არის თუ არა დანიშნულების ადგილას სანაპიროები და სპა.
მოიძიეთ ინფორმაცია
როდესაც მიმართულებაზე ჩამოყალიბდებით, შეაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია თქვენს მოგზაურობაზე. დეტალების ცოდნა აუცილებელია, როდესაც უცხო ადგილას მივდივართ. გაერკვიეთ მათ წესებსა და ტრადიციებში, ფასებში, დაგეგმარებაში.
შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი ტური ჩვენთან
შეადგინეთ სამი დღის ზოგადი გეგმა
მას შემდეგ, რაც ბილეთები და სასტუმროს ჯავშანი გექნებათ, ჩამოყალიბდით რეების ნახვა გსურთ თქვენს სასურველ სამოგზაურო ლოკაციაზე და შეადგინეთ დილის, შუადღის და საღამოს აქტივობები. მოინიშნეთ ეს ყველაფერი ტელეფონის ბლოკნოტში ან რომელიმე აპლიკაციაში.
დაიტოვეთ დრო რაიმე სპონტანურისთვის
მიეცით თავს საშუალება მიიღოთ გადაწყვეტილება სპონტანურად ან ნახევარი დღე მაინც უბრალოდ არაფერი აკეთოთ. არაა აუცილებელი ყველა დღის მაქსიმალური დაგეგმვა, სხვა ქვეყანაში დასასვენებლად მოგზაურობა ისედაც დადებითაც მოქმედებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე.