რჩევები

ფრენა ბავშვებთან ერთად – რჩევები პილოტებისგან და ბორტგამცილებლებისგან

პატარებთან ერთად ფრენა შესაძლოა შფოთვით იყოს სავსე. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია ეს შფოთვა დაძლიოთ და ის სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ თუ ამ პროფესიონალების რჩევებს მიყვებით. თან იქონიეთ გამოსაცვლელი სამოსი არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც ბევრ ადამიანს გამოსაცვლელი სამოსი მხოლოდ პატარასთვის მოაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან დაკავშირებული გარკვეული ინციდენტების გამო დიდებიც ვისვრებით. ჩააგდეთ ზედმეტი მაისური პამპერსის ჩანთაში! შეამოწმეთ თქვენი […]

რჩევები

5 ბიუჯეტური ავიახაზები რომლებსაც უმაღლესი შეფასებები აქვთ

დაზოგეთ ფული ფრენაზე და გამოიყენეთ ის სასურველ ადგილზე ჩასვლისას. ამისათვის, უბრალოდ ბიუჯეტური ავიახაზები უნდა აირჩიოთ. დღეს არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ამიტომაც, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები უფრო ეკონომიური თავგადასავლებისთვის! შეიძლება ისინი პრემიუმ ტიპის მგზავრობას არ გვპირდებიან, თუმცა საკვების ატანა თვითმფრინავში თავადაც შეგიძლიათ და დაგვეთანხმებით, რომ სჯობს ხმელეთზე უფრო კარგად დაისვენოთ, ვიდრე ჰაერში 2 საათით ყოფნის დროს. უსაფრთხოობის გარანტიას […]

რჩევები

როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად სხვებთან გაზიარების ხერხებით

მას შემდეგ რაც სამოგზაურო აპლიკაციები და საიტები განვითარდა, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის მოგზაურობა ბევრად ხელმისაწვდომი და იოლი გახდა. ახლა ბევრად მარტივია დავუკავშირდეთ ადგილობრივებს თუ ტურისტებს და მათთან “ვითანამშრომლოთ”. იაფი მოგზაურობა დღეს უკვე რეალურია და ჩვენ ამისათვის შესაბამის პლატფორმებს გირჩევთ. სტუმართმოყვარეობის ქსელები Couchsurfing-მა მოგზაურებს დიდი შვება მოუტანა. ეს პლატფორმა 2004 წელს დაარსდა და პირველი საზიარო ქსელი იყო, რომელმაც […]

რჩევები

საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტები თვითმფრინავის და ფრენის შესახებ

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხშირად დაფრინავთ, არის ფაქტები, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არ გაგიგიათ. ჩვენ მათი ნაწილი შემოგიკრიბეთ, რათა გაეცნოთ შემდგომ მოგზაურობამდე. მაგალითად, რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები, რატომ ცივა თვითმფრინავში და რატომაა თვითმფრინავის ფანჯარა მრგვალი – ყველაფერი ეს თქვენს მოგზაურობას გაცილებით კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის. ბარგის ჩატვირთვა ხმაურიანია თუ თვითმფრინავში ასვლისას, უცნაური ხმები გესმით და […]

რჩევები

საკვები, რომელიც თვითმფრინავში არასდროს უნდა მიირთვათ

ნუტრიციონისტები გვირჩევენ თუ რომელი საკვები აქცევს თქვენს მორიგ ფრენას კატასტროფად: ნიორი და ხახვი ნივრის ბრეცელებს თვითმფრინავში ნუ აიყოლებთ. სჯობს უარი თქვათ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც პირის ღრუში ცუდ სუნს ტოვებენ. ალტერნატივის სახით, თან იქონიეთ და მიაყოლეთ პიტნის კანფეტი ან საღეჭი რეზინი. ალკოჰოლი მათ, ვისაც ფრენის ეშინია, ალკოჰოლის მიღება დასამშვიდებელ საშუალებად მოეჩვენება. მაგრამ, ფრენა თავისთავად, ორგანიზმში დეჰიდრატაციას […]

რჩევები

6 ხმა, რომელიც თვითმფრინავში გესმით – რას ნიშნავენ ისინი?

ოდესმე გაგიგონიათ თვითმფრინავის უცნაური ხმები? იცით, რომ ყველა მათგანი რაღაცას ნიშნავს? კაკუნი, სტვენა, ბრახუნი თუ ზუზუნი – თუ თვითმფრინავში სმენას გაამახვილებთ, აფრენის, დაფრენის თუ ჰაერში ყოფნის დროს უცნაურ ხმებს აუცილებლად გაიგონებთ. და მაინც რას ნიშნავენ ისინი? ჩვენ ექსპერტების აზრს გაგიზიარებთ. რას ნიშნავს სტვენა? ამას ერთხელ ორჯერ და ათჯერაც გაიგონებთ. აღმოაჩნდა, რომ ეს მნიშვნელოვან რამეს მიგვანიშნებს. […]

რჩევები

რა ხდება თვითმფრინავის ტუალეტის ჩარეცხვისას?

1 რეისის დროს, თვითფრინავში უნიტაზი დაახლოებით 1000-ჯერ ირეცხება. საინტერესოა სად მიდის კანალიზაცია. როდესაც საქმე თვითმფრინავს ეხება, ბევრი რამაა საინტერესო, მათ შორის: რატომ ცივა თვითმფრინავში და რატომ უნდა დავაყენოთ ტელეფონი ფრენის რეჟიმზე. მაგრამ ამჯერად, ტუალეტის მისტიკის ამოხსნას გთავაზობთ. როგორ მუშაობდნენ თვითმფრინავის ტუალეტები? თუ ოდესმე წარმოგიდგენიათ, რომ კანალიზაცია თვითმფრინავის იატაკიდან ჰაერში ეშვება, მარტო არ ხართ. ოდესღაც თურმე […]

რჩევები

რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები და რატომ?

თუ ოდესმე, თვითფრინავის ოვალური ფანჯრიდან გახედვისას, დაინტერესებულხართ თუ რამდენად მაღლა ფრენენ თვითმფრინავები და რატომ სჭირდებათ ეს კონკრეტული სიმაღლე, სწორ ადგილას ხართ! ხშირად ფრენის შემთხვევაში, ფრენის რუტინას ყურადღებას აღარ ვაქცევთ: თვითმფრინავი სცილდება მიწას და 15-20 წუთის მანძილზე მაღლა სვლას ანხორციელებს. მას შემდეგ, რაც საჭირო სიმაღლეს მიაღწევს, ბორტგამცილებლები შეგატყობინებენ, რომ მოძრაობის უფლება უკვე გაქვთ. ტელეფონი Airplane Mode-ზე […]

რჩევები

რატომ ცივა თვითმფრინავში?

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ამ კითხვაზე პასუხი თქვენს კარგად ყოფნას ეხება. წარმოიდგინეთ: ჩააბარეთ ბარგი, თან გაქვთ ხელბარგი და სხდებით თვითმფრინავში. არ აქვს მნიშვნელობა მინი-მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი ოჯახთან ერთად თუ მნიშვნელოვანი ბიზნეს-მივლინება. როგორც კი თვითმფრინავის სავარძელზე დაჯდებით და მრგვალი ფანჯრიდან გაიხედებით, კაბინის სიცივეს მალევე შეიგრძნობთ. ცოტა ხანში კი შესაძლოა ეს განცდა უფრო და უფრო გამძაფრდეს. იღებთ […]

რჩევები

თვითმფრინავის ეტიკეტი: 10 წესი ფრენის დროს

რა პროცესები უნდა გაიაროთ, იმისათვის, რომ სასურველ ქალაქში ჩაფრინდეთ, ჩვენ უკვე მოგიყევით. ამჯერად ეტიკეტის დეტალებს გააგცნობთ, რაც გაფრენამდე უნდა გაითვალისწინოთ. იყო ზრდილობიანი მგზავრი, რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოითხოვს: ნუ დააყოვნებთ უსაფრთხოების გავლის რიგს ფრენის ეტიკეტი იწყება იქამდე, სანამ თვითმფრინავში ჩასხდებით. გქონდეთ თან ჩასასხდომი ბილეთი და პასპორტი მზად, როცა აეროპორტის დაცვას მიადგებით. თუ რიგში მოცდა გიწევთ, გათვალეთ […]