გაიგეთ როგორი ტიპის მოგზაურობა გჭირდებათ ამ ეტაპზე
წლის მანძილზე ყოველთვის დგება დრო, როცა ვხვდებით, რომ დასვენება გვესაჭიროება და გვინდა მისი თითოეული წუთი პროდუქტიულად გამოვიყენოთ და ხარისხიანი დასვენება მოვასწროთ. იქამდე, სანამ გადაწყვეტთ მიმართულებას და თარიღებს, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა თუ რა გსურთ ამ წუთას. ამ 6 კითხვაზე პასუხის გაცემით მიხვდებით თუ რა გსურთ მოგზაურობისგან და როგორ უნდა მიიღოთ ის.
1. მოგენატრათ ყურადღების ცენტრში ყოფნა?
ბოლო თვეების მანძილზე სულ მუშაობდით და ვერ გაერთეთ აქტიურად? მოგენატრათ მეგობრებთან ერთად შოუზე, კონცერტზე ან მუზეუმში წასვლა? მაშინ ეწვიეთ ისეთ კულტურულ ცენტრებს, როგორებიცაა სტამბოლი, ბერლინი ან პარიზი მეგობრებთან ერთად. ამ ქალაქებში ბევრი სეზონური ღონისძიება ტარდება. მათ შორის მუსიკის, საჭმლის და ხელოვნების ფესტივალები. ეწვევით გამოფენებს, მუზეუმებს, კლუბებს, მუსიკალურ საღამოებს, დისნეილენდს და აშ. აირჩიეთ თარიღები და გაიგეთ რა ხდება მაგ პერიოდში თქვენ მიერ შერჩეულ ლოკაციაზე.
2. გსურთ რომ დაისვენოთ ისე, რომ არ იყოთ რაიმეზე პასუხისმგებელი, დამგეგმავი ან ინიციატორი?
ურბანულ გარემოში რომც არ ცხოვრობდეთ, ყოველდღიური ცხოვრების სტრესი სიმშვიდის შენარჩუნებაში მაინც ხელს გვიშლის. იქნებ თქვენს ინტუიციას ოაზისში მიყავხართ, მშვიდ და ლამაზ ბუნებაში? მსგავს ადგილას არ გჭირდებათ რომ უყუროთ საათს, უბრალოდ უნდა დაკავდეთ იოგით, მიიღოთ მასაჟის მომსახურეობა, ცხელი აბაზანები და სანატრელი რელაქსაცია არაფრის კეთებისგან. ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია სპა სასტუმროები, რომლებსაც აღმოაჩენთ თურქეთის, შრი ლანკის, მალაიზიის, ტაილანდის და ბალის მიმართულებით.
3. მოგზაურობა გსურთ იმიტომ, რომ ახალი გამოცდილებები მიიღოთ?
თუ ბოლო თვეების მანძილზე ყველა დღე ერთმანეთს გავდა და არაფერი იცვლებოდა, შესაძლოა მზად ხართ რომ ახალი და უცხო აღტაცების მომენტები გამოსცადოთ. გარისკეთ! გაისეირნეთ საჰაერო ბუშით კაპადოკიაში, დაკავდით დაივინგით ბოდრუმში და თურქეთის სხვა კურორტებზე.
4. გაქვთ მძაფრი სურვილი წარსულში მოგზაურობის?
იქნებ გსურთ, რომ გამოიკვლიოთ წარსული და თანამედროვე ეპოქას განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედოთ? ან იქნებ გინდათ რომ სრულიად განსხვავებულ გარემოში და ატმოსფეროში გადაინაცვლოთ? მაშინ ევროპის ქალაქებიდან მე-9 საუკუნეში დაარსებულ ბრიუგეს ან მე-13 საუკუნეში აგებულ ტალინს უნდა ეწვიოთ. ხოლო ჩრდილოეთ აფრიკიდან ლეგენდარულ და ისტორიულ მარაქეშს.
5. გსურთ, რომ ხელოვნებით იყოთ გარშემორტყმული?
მაშინ თქვენი მიმართულებაა იტალია! აქ თითქმის ყველა ქალაქი გაჟღენთილია რენესანსის სულით. ხელოვნების მოყვარულებმა ფლორენციაზე განსაკუთრებული ფოკუსი უნდა აიღონ. თუ კლასიკური მუსიკა გიყვართ, გეზი ავსტრიისკენ აიღეთ, ქალაქები ზალცბურგი და ვენა კლასიკური მუსიკის ფესტივალებით, სილამაზით და არქიტექტურით განთქმულნი არიან.
6. ამჯერად თქვენი მბრძანებელი კუჭია და გასტრონომიულ თავგადასავალს ეძებთ?
თუ თქვენთვის ახლა იდეალური იქნება რომ გემრიელი კერძები დააგემოვნოთ, მაშინ არჩევანი შეაჩერეთ საფრანგეთზე. აზიის შემთხვევაში კულინარიული ტრადიციებით ცნობილია ტაილანდი, ინდოეთი და ჩინეთი. საფრანგეთის ნებისმიერ ქალაქში მოგზაურობისას ყოველი დღე განსხვავებული იქნება – სხვადასხვა კერძით!
მიიღეთ გადაწყვეტილება? ახლა დროა დაგეგმოთ სასურველი შვებულება და ისიამოვნოთ! ჩვენ ამაში სიამოვნებით დაგეხმარებით.