რჩევები

რატომაა თვითმფრინავის ფანჯარა მრგვალი ფორმის?

თვითმფრინავით 1950 წლამდე რომ გემგზავრათ და ადგილი ფანჯარასთან შეგხვედროდათ, თქვენ სრულიად სხვა ფორმის ფანჯრიდან გამოიხედებოდით, ვიდრე ახლა. რატომ შეიცვალა ამ საჰაერო ტრანსპორტის დიზაინი? დღეს, თითმფრინავის ფანჯარა სტანდარტული ფორმის – ოვალურია. ბევრ ადამიანს არც უჩნდება კითხვა თუ რატომ მაინცდამაინც მრგვალი, ისევე როგორც არ ინტერესდებიან თუ სად მიდის თვითმფრინავის საპირფარეშოში ჩარეცხილი წყალი ან რას ნიშნავს თვითმფრინავში გაგონილი […]

რჩევები

ბორტგამცილებლები გვირჩევენ: რა არ უნდა ჩავიცვათ თვითმფრინავში

ადამიანები, რომელთა სამსახურიც ფრენაა, გვარწმუნებენ, რომ შეგვიძლია გამოვიყურებოდეთ მოდურად და ამასთანავე, კომფორტულადაც ვიმგზავროთ. ფრენისთვის ჩაცმულობის შერჩევა ისეთივე კომპლექსური შეიძლება იყოს, როგორც ის, თუ რა უნდა წავიღოთ. გსურთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და ამასთანავე მგზავრობის დროს დისკომფორტი არ შეგექმნათ? მოტკეცილი შარვლები X თვითმფრინავში სივრცე ისედაც შემჭიდროვებულია, ასე რომ ნუ დაიმატებთ მეტი შებოჭილობის განცდას. ვიწრო ჯინსების ადგილი ბორტზე […]

რჩევები

10 ხრიკი თუ ევროპაში მოგზაურობას პირველად აპირებთ

ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომებს. ეს ძირითადად არასწორი ტრანსპორტის არჩევას, დიდი ბარგის წაღებას, ცოტა თავისუფალი დროის დატოვებას და ძვირადღირებულ რესტორნებში შესვლას გულისხმობს. გაწერეთ რეალისტური გრაფიკი როცა რაიმე ადგილს პირველად სტუმრობთ, ბუნებრივია რომ მაქსიმალურად მეტი ღირსშესანიშნაობის ხილვა გინდათ. ამან შესაძლოა თქვენი მოგზაურობა დაძაბული და დამღლელი გახადოს. იმის მაგივრად, რომ ყველაფერს მოედოთ, აირჩიეთ რამდენიმე […]

რჩევები

რას ნიშნავს თვითმფრინავის რეჟიმი ტელეფონში და რა მოხდება თუ არ გამოიყენებთ მას?

Airplane Mode აუცილებელი რამაა თუ უბრალოდ საავიაციო მითი? ჩვენ შევეცდებით ამაში გაგარკვიოთ და მოგითხროთ თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ის ფრენის დროს. თუ თვითმფრინავით ერთხელ მაინც გიმგზავრიათ, გეცოდინებათ, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარები იკეტება, ბორტგამცილებლები მოგიწოდებენ ტელეფონები თვითმფრინავის რეჟიმზე გადაიყვანოთ. ტელეფონის ინტერნეტთან და ქსელურ კავშირთან განშორება შესაძლოა რთული იყოს, თუმცა თუ წინ რამდენიმე საათიანი ფრენა […]

რჩევები

რამდენად ადრე უნდა მიხვიდეთ აეროპორტში?

მოგზაურები ხშირად კითხულობენ თუ რამდენი ხნით ადრე უნდა მივიდნენ აეროპორტში. პასუხი კომპლექსურია. 1 საათით ადრე უნდა მიხვიდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილი მოგზაური ხართ და ბარგი არ გაქვთ.  დაჩექინდით წინა ღამეს ონლაინ ამოაპრინტერეთ ბილეთი ან შეინახეთ სქრინი სმარტფონში. ნუ მიხვალთ საკუთარი მანქანით, გამოიძახეთ ტაქსი და წაყევით ოჯახის წევრს/მეგობარს რაც უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ აეროპორტში მისვლისას, […]

რჩევები

სად არის თქვენი ტრანსფერი?

მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა დაქირავებული მანქანაა, ე.წ. ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან. მოდი გავარკვიოთ რატომ ვერ ვიღებთ ამ მომსახურეობას დაჯავშნის და თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი და რა სირთულეებს აწყდებიან ტრანსფერის გამომგზავნი კომპანიები. ჩემი დაჯავშნილი მანქანა გაუქმდა გაფრთხილების გარეშე. რატომ? ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ დაქირავებული მანქანის დაჯავშნა გარანტიას არ იძლევა. ეს გავრცელებული ფენომენია. […]

რჩევები

ჯეთ ლეგი: როგორ გავუმკლავდეთ მას

შესაძლოა თვეობით გეგმავდით საოცნებო მოგზაურობას დაა ერთი სული გაქვთ გაფრენის დღე როდის დადგება. თუმცა, როგორც კი მიზანს აღწევთ, სეირნობის და თვალიერების თავი სულ არ გაქვთ. ადგილობრივი სამზარეულო გემრიელად გამოიყურება, მაგრამ მადა დაკარგეთ. ვერ კონცენტრირდებით და მანძილებს ვერ აღიქვამთ. დღისით ძლივს ფხიზლობთ, ღამით კი ჩაძინება გიჭირთ. ეს ჯეთ ლეგია – ბუნებრივი მდგომარეობა ფრენის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ, […]

რჩევები

როგორ დავიძინოთ თვითმფრინავში: ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!

ხანგრძლივი ფრენა გაქვთ და თვალის მოხუჭვა გსურთ? ფრენამდე არ გიძინიათ და დანაკლისის შევსება გინდათ? ხანდახან სურვილი სურვილად რჩება და ამას ვერ ვახერხებთ. ზოგიერთ მოგზაურს ამის საოცარი ნიჭი აქვს, რომ ყველგან და ყველა მდგომარეობაში მარტივად ჩაეძინოს. თუ ასეთი იღბლიანი არ ხართ, ჩვენ მიგითითებთ 8 ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელიც ცაში ჩაძინებაში ხელს გიშლით. დალევა ჩაძინებამდე X შესაძლოა, […]

რჩევები

პოსტ-მოგზაურობის დეპრესია: როგორ გავუმკლავდეთ მას

რატომაა რთული მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება? არ აქვს მნიშვნელობა დაუვიწყარ მოგზაურობაში იყავით თუ ორი დღით გაიქეცით ქალაქიდან – სანამ ჩანთას ამოალაგებთ, სხვა ტიპის ბარგთანაც გიწევთ მუშაობა – ესაა სევდიანი განცდის დაუფლება მას შემდეგ, რაც სახლის კარს შეაღებთ. პოსტ-მოგზაურობის დეპრესია რეალურია. მაგრამ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რა იწვევს მას, შეძლებთ თავი ადვილად დააღწიოთ. რატომ გვემართება […]

რჩევები

10 შეცდომა, რომელიც მოგზაურობის დროს არ უნდა დაუშვათ

მოგზაური ბლოგერები მუდამ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობის დროს. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გზაზე! მოგზაურობის დროს დაშვებულ შეცდომებს მივყავართ უფრო მეტი ფინანსების ხარჯვასთან, დროის დაკარგვასთან და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უფრო ჭკვიანურად და იაფად იმგზავრებთ. 1. არ მიირთვათ ტურისტულ ადგილებთან ახლოს პოპულარულ […]