რჩევები

პოსტ-მოგზაურობის დეპრესია: როგორ გავუმკლავდეთ მას

რატომაა რთული მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნება? არ აქვს მნიშვნელობა დაუვიწყარ მოგზაურობაში იყავით თუ ორი დღით გაიქეცით ქალაქიდან – სანამ ჩანთას ამოალაგებთ, სხვა ტიპის ბარგთანაც გიწევთ მუშაობა – ესაა სევდიანი განცდის დაუფლება მას შემდეგ, რაც სახლის კარს შეაღებთ. პოსტ-მოგზაურობის დეპრესია რეალურია. მაგრამ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ რა იწვევს მას, შეძლებთ თავი ადვილად დააღწიოთ. რატომ გვემართება […]

რჩევები

10 შეცდომა, რომელიც მოგზაურობის დროს არ უნდა დაუშვათ

მოგზაური ბლოგერები მუდამ საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოგზაურობის დროს. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ გზაზე! მოგზაურობის დროს დაშვებულ შეცდომებს მივყავართ უფრო მეტი ფინანსების ხარჯვასთან, დროის დაკარგვასთან და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებთან. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ შეცდომებს თავიდან აიცილებთ, უფრო ჭკვიანურად და იაფად იმგზავრებთ. 1. არ მიირთვათ ტურისტულ ადგილებთან ახლოს პოპულარულ […]

რჩევები

ევროპის ტოპ ქალაქები სადაც აეროპორტი ძალიან ახლოსაა

მოგზაურების უმეტესობას სურს, რომ როგორც კი ფეხს სასურველი ქალაქის ტერიტორიაზე დადგამს, მაშინვე ქალაქის ცენტრში მოხვდეს. ზოგიერთი ქალაქი ამ მხრივ ძალიან კომპლექსურია – აეროპორტები ქალაქისგან ძალიან მოშორებულია და ტრანსპორტის ვარიანტებიც ხშირად გაურკვეველია. ჩვენ წარმოგიდგენთ 9 ევროპულ აეროპორტს, რომლებიც ქალაქთან ძალიან ახლოს არიან. ტალინი, ესტონეთი აეროპორტის სახელი: ტალინის აეროპორტი დისტანცია: 4 კმ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის […]

რჩევები

მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი უფრო ძლიერად თვითმფრინავში?

1 ჭიქა თვითმფრინავში იგივეა რაც ორი ჭიქა ხმელეთზე? გავრცელებული მითის მიხედვით, ალკოჰოლი თვითმფრინავში უფრო მეტად გვათრობს. მაგრამ, მართალია თუ არა ეს? წარმოგიდგენთ ექიმების ნააზრევს. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში სიმთვრალის გასამართლებლად სიმაღლეს ვერ დავადანაშაულებთ. ჩვენ ნამდვილად არ ვთვრებით უფრო სწრაფად ღრუბლებში! ალკოჰოლის დონე იქ იგივენაირად იზრდება, როგორც ხმელეთზე. ჰერმეტული თვითმფრინავი ოქსიგენის ადეკვატურ მიმოსვლას უზრუნველყოფს და მასში სიმაღლის […]

რჩევები

როგორ დავიბრუნოთ უკან თვითმფრინავში დარჩენილი ნივთები?

ფიქრობთ, რომ ფრენა საკმაოდ სტრესულია? წარმოიდგინეთ დაკარგული ტელეფონი ან საფულე იქამდე სანამ სასურველ მოგზაურობას დაიწყებთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გააფრთხილებენ ბორტგამცილებლები მგზავრებს, ხანდახან თვითმფრინავში გამოცდილი მოგზაურებიც კი კარგავენ პირად ნივთებს. მართალია დაკარგული ნივთების დაბრუნება რთულად გეჩვენებათ, თუმცა არის რამდენიმე ხერხი, რაც ნამდვილად დაგეხმარებათ. რა უნდა ქნათ თუ თვითმფრინავში რაიმე დაგრჩათ? რაც უფრო სწრაფად გაანალიზებთ იმას, […]

რჩევები

ჩასხდომის ეტაპები და რჩევები: როგორ ვიმგზავროთ თვიმფრინავით

თუ ფრენის გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, ჩასხდომის პროცესი ცოტა დამაბნეველი შეიძლება იყოს. თუმცა, ის აღარ მოგეჩვენებათ ისეთი რთული როცა შეეჩვევით თუ როგორ მუშაობს ყველაფერი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით ყველა ეტაპს: 1: დაადასტურეთ თქვენი ფრენა 24 საათით ადრე ონლაინში თქვენ შეგიძლიათ სახლიდანვე შეამოწმოთ თქვენი ფრენა გაფრენამდე 24 საათით ადრე. ზოგიერთი ავიაკომპანია საშუალებას გაძლევთ ონლაინ დაჩექინდეთ კიდეც. ასევე, […]

რჩევები

10 ჭკვიანური ხერხი ფრენის დროს ცუდად გახდომის თავიდან ასაცილებლად

არავის უნდა, რომ თვითმფრინავში ცუდად გახდეს და ხანდახან თვეობით ადრე დაგეგმილი მოგზაურობა უსიამოვნო შეგრძნებებით დაიწყოს. საპირფარეშო პატარაა, სალონი ხალხით სავსე და სუფთა ჰაერიც არ არის – ფრენა ორგანიზმისთვის მართლაც დისკომფორტს წარმოადგენს. თავის დასაზღვევად, ჩვენ რამდენიმე ხრიკს გთავაზობთ. ფრენამდე ჯანსაღი საკვები მიირთვით მნიშვნელოვანია გაფრენამდე კარგად მიირთვათ. თვითმფრინავში ცარიელი კუჭით ასვლა უსიამოვნო შეგრძნებების რისკს ზრდის. მაგრამ, გააჩნია […]