როგორ უნდა დაგეგმოთ ქორწილი ქვეყნის გარეთ
ქორწილის დაგეგმვა კომპლექსური საკითხია და მისი სირთულე დიდად არ იცვლება იმ ფაქტით მას საზღვრის მიღმა დააორგანიზებთ თუ თქვენივე ქვეყანაში. ჩვენ ამ კუთხით გარკვეულ რჩევებს მოგცემთ:
ლოკაცია, ლოკაცია, ლოკაცია
ლოკაციის განსზღვრა პირველი ნაბიჯია. იხელმძღვანელეთ რომელიმე სტრატეგიით: აარჩიეთ ადგილი, რომელიც თქვენთვის გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია – ქალაქი სადაც ერთად იმოგზაურეთ ან რომელთანაც საერთო ოცნება გაკავშირებთ, ადგილი რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს ან უბრალოდ ადგილმდებარეობა, რომელიც თქვენი სტუმრებისთვის ხელსაყრელია.
მოიძიეთ ინფორმაცია ონლაინ ან დაგეგმეთ ვიზიტი
თუ დრო და ბიუჯეტი ხელს გიწყობთ, ქორწილამდე მოინახულეთ სასურველი ადგილი. თუ არადა, დღევანდელი სამყარო იმდენადაა განვითარებული, რომ ყველაფერს ონლაინ კომუნიკაციით და შესწავლითაც შეიწყობთ. მოძებნეთ პოტენციური დასარჩენი ადგილი და ცერემონიის გასამართი ადგილი.
გაითვალისწინეთ ამინდი
მნიშვნელოვანია ქორწილის დაგეგმვის დრო და სეზონი. თუ ტროპიკულ კლიმატში ქორწინდებით, ნუ აირჩევთ შუა ზაფხულს, ცივ კლიმატიან ადგილებში კი გაითვალისწინეთ წვიმის საშიშროება. გადაავლეთ თვალი წინა წლებში იმავე პერიოდის ტემპერატურას და ამინდს, როდესაც ცერემონიალს გეგმავთ. ჩაიცვით კლიმატის შესაბამისად და სტუმრებიც გააფრთხილეთ.
ეცადეთ იქონიოთ საქორწილო ტანისამოსი ხელბარგში ფრენის შემთხვევაში
თუ სასურველ ლოკაციაზე თვითმფრინავით მიდიხართ, დაიზღვიეთ თავი ბარგის დაგვიანების და დაკარგვის შემთხვევებისგან და იქონიეთ ქორწილში ჩასაცმელი სამოსი ბორტზე.
გაუმარტივეთ საქმე სტუმრებს
100 კაცს დაპატიჟებთ თუ მხოლოდ 20ს, აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ სტუმრები რაც შეიძლება ადრე, რომ შეძლონ შვებულების დაგეგმვა და სხვა ლოჯისტიკური დეტალების მოგვარება. ასევე, ადრეული გაფრთხილებით, მიეცით დრო სტუმრებს გარკვეულ ვადაში გითხრან ზუსტი პასუხი შეძლებენ თუ არა წამოსვლას თქვენს ქორწილში. თუ მას საზღვარგარეთ გეგმავთ, აუცილებელია სტუმრების ზუსტი რაოდენობა იცოდეთ. თუ შვილებიანი სტუმრები გყავთ, გაითვალისწინეთ ქორწილის დაგეგმვა სკოლის არდადეგების პერიოდში. დეტალები და ინფორმაცია ქორწილის შესახებ გაუგზავნეთ ყველა სტუმარს მეილზე.
განსაზღვრეთ ბიუჯეტი
თუ საქორწილოდ ბიუჯეტურ მიმართულებას ირჩევთ, შერჩეულ ქალაქში გყავთ ნათესავი რომელიც გარკვეულ ხარჯებს აგარიდებთ ან ცოტა სტუმარი მიგყავთ და გაქვთ საშუალება თუნდაც მათი დარჩენა აანაზღაუროთ, გათვალეთ ყველანაირი ხარჯი, აირჩიეთ მაქსიმალურად იაფი ბილეთები და მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს სტუმრებს ყველა ფინანსური დეტალის შესახებ. ჩამოწერეთ ყველა ხარჯი რაც თქვენს სასურველ ლოკაციაზე ქორწილის აღნიშვნას სჭირდება და შეადარეთ ის გეგმა “ბ”-ს.