მოგზაურობის დროს მთავარი ხარჯი სასტუმროზე და ტრანსპორტზე მოდის. როგორც იცით, სასტუმროებს ვარსკვლავების რაოდენობით აფასებენ. იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენი ვარსკვლავი რაზე მიუთითებს, უნდა იცოდეთ თუ როგორ მუშაობს სასტუმროების შეფასების სისტემა ზოგადად. უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს, ვარსკვლავებით შეფასება მომხმარებელთა შეფასებების მიხედვითაც იცვლება. ⭐️ 1 ვარსკვლავი როგორც წესი მოიაზრებს მხოლოდ საწოლს. ხშირად საჭიროა საკუთარი თეთრეულის და პირსახოცის წაღება. […]
სასტუმროს ოთახიდან გასმოვლისას აუცილებლად შეამოწმეთ უჯრები, კომოდი, აბაზანა და საწოლის ქვედა სივრცე. რადგანაც სტატისტიკურად, სასტუმროებში ბევრი რამ რჩებათ. Hotels.com-ის წლიური რეპორტის მიხედვით, რომელშიც მსოფლიო სასტუმროები იღებენ მონაწილეობას, გამოვლინდა რამდენიმე ნივთი, რაც სტუმრებს ყველაზე ხშირად რჩებათ. პირველ რიგში ესაა ჭუჭყიანი სამოსი. შესაძლოა ამას სტუმრები გამიზნულადაც აკეთებენ და კონკრეტული სამოსის ან თეთრეულის წაღება აღარ სურთ. სიაში შემდეგ […]
ალბათ დაკვირვებულხართ, რომ სასტუმროებში თეთრეული ყოველთვის თეთრი ფერისაა. უსაფრთხოების შემდეგ, სასტუმროებისთვის სისუფთავე მორიგი პრიორიტეტია. თეთრი თეთრეული სტუმრებს აფიქრებინებს, რომ სასტუმრო სუფთაა. ფსიქოლოგების და ექსპერტების დასკვნებით, ადამიანს თეთრი საწოლის დანახვისას ავტომატურად ექმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ოთახი სუფთა და გაწმენდილია. თეთრი თეთრეული სტუმარს ოთახს აყვარებს და მასში თავს კომფორტულად აგრძნობინებს. გარდა იმისა, რომ თეთრი თეთრეული სტუმრებს ამშვიდებს, […]
რა არის ყველაზე სასიამოვნო სასტუმროში დარჩენისას? ყოველდღიური დასუფთავების სერვისი! მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები გვიზირებენ იდეას, რომ დასუფთავების სამსახური მოხარულია დაალაგოს ოთახი შესაბამისი ეტიკეტების მიხედვით. შეიძლება თქვენ გსურთ, რომ მათ ხელი შეუწყოთ რამის გაკეთებით, მაგრამ ხანდახან შესაძლოა ამით პირიქით, საქმე დაუმატოთ. გამოაცალკევეთ საკუთარი ნივთები თუ სასტუმროში რამდენიმე დღით ხართ, საყოველთაო დასუფთავების რეისზე შემოსული დამლაგებლებისთვის გასარეცხი და გამოსაცვლელი […]