რა ნივთები რჩებათ ყველაზე ხშირად სასტუმროებში
სასტუმროს ოთახიდან გასმოვლისას აუცილებლად შეამოწმეთ უჯრები, კომოდი, აბაზანა და საწოლის ქვედა სივრცე. რადგანაც სტატისტიკურად, სასტუმროებში ბევრი რამ რჩებათ. Hotels.com-ის წლიური რეპორტის მიხედვით, რომელშიც მსოფლიო სასტუმროები იღებენ მონაწილეობას, გამოვლინდა რამდენიმე ნივთი, რაც სტუმრებს ყველაზე ხშირად რჩებათ.
პირველ რიგში ესაა ჭუჭყიანი სამოსი. შესაძლოა ამას სტუმრები გამიზნულადაც აკეთებენ და კონკრეტული სამოსის ან თეთრეულის წაღება აღარ სურთ. სიაში შემდეგ ადგილებს იკავებენ: დამტენები, მაკიაჟის ნივთები და ჰიგიენური საშუალებები.