საჰაერო მგზავრობაზე დიდი გავლენა აქვს იმ კლასს, რომელსაც მგზავრი ირჩევს. სერვისი ეკონომ, პრემიუმ, ბიზნეს და პირველი კლასის შემთხვევაში გარკვეულწილად განსხვავდება. კლასი განსაზღვრავს არამხოლოდ ადგილს და მის კომფორტს, არამედ იმ სერვისს, რომელსაც ფრენის დროს მიიღებთ. მაღალ კლასებში უფრო დიდი სავარძლები და მეტი სივრცეა, ასევე სასმელების და ხემსის დიდი არჩევანი. ბიუჯეტური ეკონომი ეს ძირითადად ყველაზე იაფი ბილეთებია, […]
ჩვენი შინაური ცხოველი ჩვენი ოჯახის წევრია. თუ დიდი ხნით გვიწევს გაფრენა, სასურველია რომ ისიც თან გავიყოლოთ. აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტის კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად მხოლოდ შტატებში 2 მილიონზე მეტი ცხოველი დაფრინავს. რა უნდა გავითვალისწინოთ იქამდე, სანამ შინაურ ცხოველს კაბინაში ავიყვანთ? ეცადეთ დაინახოთ სიტუაცია შინაური ცხოველის პერსპექტივიდან: უცხო სახეები, ხედები, ხმები და სუნები შესაძლოა მათთვის საშიში იყოს. ჩვენ […]
მოგზაურობა ბედნიერებაა – ის გვაკავშირებს მსოფლიოსთან, შთაგვაგონებს და გვეხმარება გავატაროთ სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანებთან. თუმცა ხანდახან, ის შფოთვის წინაპირობაა. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მოგზაურობა სტრესის მიზეზია იმიტომ, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ თუ როგორ გავანეიტრალოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული შფოთვა. წაიღეთ ნივთი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გიყვართ არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთია, მთავარია ის თქვენთვის […]
ყოფილხართ რეისზე, რომელზეც მგზავრებმა ტაში დაუკრეს მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავის ბორბლები საფრენ ბილიკს შეეხო? ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ რამდენჯერმე თუ გიმგზავრიათ, აუცილებლად გეცოდინებათ. შესაძლოა გაუცნობიერებლად ამას თავადაც აკეთებთ. ალბათ გაინტერესებთ ამ ტრადიციის შინაარსი: აპლოდისმენტები პილოტისთვის? ადამიანების უცნაური მექანიკური ქმედება? ამბობენ, რომ ის ამერიკიდან წამოვიდა, რადგანაც ამერიკელები ყველაფერს ტაშს უკრავდნენ, ფილმებს, კონცერტებს, მიმტანს მომსახურეობის შემდეგ […]
როდესაც თვითმფრინავში სხდებით, ბორტგამცილებლები ძირითად ინსტრუქციებს გაძლევენ: გადაიყვანოთ ტელეფონი Airplane Mode-ზე, მიაქციოთ ყურადღება პირად ნივთებს და შეიკრათ ღვედი მთელი ფრენის მანძილზე. ეს უსაფრთხოების დაცვის გამოა საჭირო. რატომ უნდა შევიკრათ ღვედი? ფრენის დროს წარმოქმნილმა ტურბულენტობამ შესაძლოა ფიზიკური ზიანი მიაყენოს იმ მგზავრებს, რომლებსაც ღვედი შეკრული არ აქვთ. ის დაგიცავთ მაშინაც, თუ თვითმფრინავი ქარიან სივრცეში მოხვდა. ტურბულენტობის სიძლიერე […]
თქვენი მოგზაურობა მნიშვნელოვანი პერიოდია, ასე რომ, აუცილებელია შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა აფრენამდე და სამშობლოში დაბრუნებამდე. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ. იქონიეთ წამლები ხელბარგში საჭირო მედიკამენტები სჯობს ყოველთვის ხელმისაწვდომად გქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ ბარგს დროებით დაკარგავთ ან წვდომა არ გექნებათ, ჯანმრთელობას არ გაიუარესებთ და დროულად მიხედავთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი ზომიერად სამოგზაუროდ ყოფნისას ნორმალურია თუ ნაყინის ზედმეტ ბურთულას მიირთმევთ ან […]
მალტაზე მოხვედრა საკრუიზო გემის და იახტის გარდა, მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი. აქ მხოლოდ ერთი – მალტას საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. ის ემსახურება გოზოს კუნძულსაც და პატარა კომინოსაც. ეს პატარა აეროპორტი საკმაოდ მარტივი და კომფორტულია ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლისას. ჩვენ მალტას აეროპორტის შესახებ საჭირო ინფორმაციებს მოგაწვდით. აეროპორტის აბრევიატურა: MLA ადგილმდებარეობს: გუდჯა, 9 კილომეტრში მალტას დედაქალაქიდან, ვალეტადან. მალტას აეროპორტი აღჭურვილია […]
არასრულწლოვანი მოზარდის თვითმფრინავით მარტო გაშვება მითუმეტეს პირველად, ხშირად არის შფოთვის მიზეზი. თუმცა, შეიძლება სულაც არ იყოს ეს სანერვიულო. იცოდეთ, რომ მილიონობით არასრულწლოვანი დაფრინავს წლის მანძილზე. 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მარტო მგზავრობისას ავიახაზებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ: ზედმეტი გადასახადი, ფრენა გადაჯდომის გარეშე და აშ. 12 წლიდან კი ძირითადად არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ფრენამდე აუცილებლად გაარკვიეთ კონკრეტული ავიახაზების […]
ბორტგამცილებლები ყოველთვის მშვიდები და ზრდილობიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა მგზავრი უხეშობს თუ არასწორად იქცევა. მსგავსი ფაქტების შენიშვნა მოტივაციას გვაძლევს ჩვენც ზრდილობიანები და კეთილგანწყობილები ვიყოთ როგორც მგზავრების, ასევე მათ წინაშე. ბორტგამცილებლებს მოსწონთ, როდესაც ვეხმარებით და წესებს ვიცავთ, მაგრამ ხანდახან მგზავრს ჰგონია რომ ეხმარება, სინამდვილეში კი ბორტგამცილებლის საქმეს უფრო ართულებს. თუ გაინტერესებთ რას აკეთებთ არასწორად, ამ ბლოგში […]
საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები მთელ მსოფლიოს თქვენს ხელებში მოაქცევენ. თუ ბიუჯეტურად მგზავრობთ, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით გამოგადგებათ. ჩვენ უახლეს რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ: TripIt სამოგზაურო მარშრუტების დასაგეგმად, ეს აპლიკაცია თქვენი ასისტენტის როლს შეითავსებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ ადგილას მოუყრის თავს. ყველა ჯავშანი, ფოტო, პდფ, QR კოდი და სხვა სამოგზაურო დოკუმენტაცია აპლიკაციაში ინტერნეტის გარეშეც გამოჩნდება. Android Apple FlightAware ეს […]