ზამთარში დასვენებასაც თავისი ხიბლი აქვს: შობა-ახალი წელი, ჩრდილოეთის ციალი, თოვლი, სრიალი და აშ. ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ სეზონზე შედარებით თბილი ამინდი დაგხვდებათ, ევროპის ცენტრში მყუდრო კაფის კულტურა ხოლო ჩრდილოეთით ჯადოსნური ატმოსფერო. ევროპული დასვენება შედარებით ბიუჯეტურია დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ: 1. დალიეთ გლიტვეინი გერმანიის ან ავსტრიის საშობაო ბაზრობებზე გერმანიასა და ავსტრიაში რომანტიკული და […]
60 წელს გადააბიჯეთ და თავგადასავლები გსურთ? ან გინდათ რომ მშობლები თუ ბებია-ბაბუები გაახაროთ და არ იცით სად გაუშვათ? პენსიის ასაკი ევროპაში იმ დროდ მიიჩნევა, როდესაც აქტიური მოგზაურობა უნდა დაიწყო. მითუმეტეს მაშინ, თუ ამას სამსახურის თუ სხვა ვალდებულებების გამო ვერ აკეთებდი. ჩვენ 10 საუკეთესო ადგილს გირჩევთ ოქროს ასაკში რომ საუცხოოდ და ბიუჯეტურად იმოგზაუროთ. 1. სტამბოლი, თურქეთი […]
ჩვენი მსოფლიო ბრწყინავს ბუნების სილამაზით, კომპლექსური ისტორიით და გასაოცარი კულტურით, რისი გამოკვლევაც მოგზაურობის დროს შეგვიძლია. რატომ ვეგანური მოგზაურობა? ყველა ინდივიდუალს თავისი მიზეზი აქვს ვეგეტარიანული კვების არჩევისას. ზოგი ცხოველების უფლებების გამო, ზოგი მათი ჯანმრთელობის, ზოგიერთი ვეგანი ხდება გარემოს დაცვისთვის, ზოგს კი უბრალოდ ცხოველური ხორცის გემო არ მოსწონს. ვეგან და ვეგეტარიანელ მოგზაურებს ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ მოგზაურობის […]
წლის მანძილზე ყოველთვის დგება დრო, როცა ვხვდებით, რომ დასვენება გვესაჭიროება და გვინდა მისი თითოეული წუთი პროდუქტიულად გამოვიყენოთ და ხარისხიანი დასვენება მოვასწროთ. იქამდე, სანამ გადაწყვეტთ მიმართულებას და თარიღებს, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვა თუ რა გსურთ ამ წუთას. ამ 6 კითხვაზე პასუხის გაცემით მიხვდებით თუ რა გსურთ მოგზაურობისგან და როგორ უნდა მიიღოთ ის. 1. მოგენატრათ ყურადღების […]
ქორწილის დაგეგმვა კომპლექსური საკითხია და მისი სირთულე დიდად არ იცვლება იმ ფაქტით მას საზღვრის მიღმა დააორგანიზებთ თუ თქვენივე ქვეყანაში. ჩვენ ამ კუთხით გარკვეულ რჩევებს მოგცემთ: ლოკაცია, ლოკაცია, ლოკაცია ლოკაციის განსზღვრა პირველი ნაბიჯია. იხელმძღვანელეთ რომელიმე სტრატეგიით: აარჩიეთ ადგილი, რომელიც თქვენთვის გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია – ქალაქი სადაც ერთად იმოგზაურეთ ან რომელთანაც საერთო ოცნება გაკავშირებთ, ადგილი რომელიც მცირე […]
ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ მეტი იმოგზაუროს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ გირჩევთ როგორ მოახერხოთ ეს ლიმიტირებული შვებულების დღეებით, დატვირთული გრაფიკით და მცირე ბიუჯეტით. დღეს მოგზაურობა ძალიან მარტივი, ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია. 1. დაგეგმეთ მოკლე მოგზაურობები უფრო ხშირად თუ წლის მანძილზე სამსახურიდან შვებულების გარკვეული დღეები გაქვთ, ნუ გამოიყენებთ ერთიანად. დაყავით რამდენიმე დღიან […]
ბევრი სვამს კითხვას შეიძლება თუ არა ორსულობის პერიოდში ფრენა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად ნორმალურია იფრინოთ ორსულობის ბოლო კვირების დადგომამდე, მაინც არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოთ. ავიახაზების უმრავლესობა ნებას რთავს ვიფრინოთ ორსულობის 36-ე კვირის დადგომამდე, მაგრამ საჭიროა ამისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და აუცილებლად გაეცნოთ კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე მათი წესების და აკრძალვების შესახებ ორსულობასთან დაკავშირებით. […]
მოგზაურობა ბედნიერებაა – ის გვაკავშირებს მსოფლიოსთან, შთაგვაგონებს და გვეხმარება გავატაროთ სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანებთან. თუმცა ხანდახან, ის შფოთვის წინაპირობაა. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. მოგზაურობა სტრესის მიზეზია იმიტომ, რომ ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ. ფსიქოთერაპევტები გვირჩევენ თუ როგორ გავანეიტრალოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული შფოთვა. წაიღეთ ნივთი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და გიყვართ არ აქვს მნიშვნელობა რა ნივთია, მთავარია ის თქვენთვის […]
თქვენი მოგზაურობა მნიშვნელოვანი პერიოდია, ასე რომ, აუცილებელია შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა აფრენამდე და სამშობლოში დაბრუნებამდე. ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ. იქონიეთ წამლები ხელბარგში საჭირო მედიკამენტები სჯობს ყოველთვის ხელმისაწვდომად გქონდეთ. იმ შემთხვევაში თუ ბარგს დროებით დაკარგავთ ან წვდომა არ გექნებათ, ჯანმრთელობას არ გაიუარესებთ და დროულად მიხედავთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი ზომიერად სამოგზაუროდ ყოფნისას ნორმალურია თუ ნაყინის ზედმეტ ბურთულას მიირთმევთ ან […]
არასრულწლოვანი მოზარდის თვითმფრინავით მარტო გაშვება მითუმეტეს პირველად, ხშირად არის შფოთვის მიზეზი. თუმცა, შეიძლება სულაც არ იყოს ეს სანერვიულო. იცოდეთ, რომ მილიონობით არასრულწლოვანი დაფრინავს წლის მანძილზე. 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მარტო მგზავრობისას ავიახაზებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ: ზედმეტი გადასახადი, ფრენა გადაჯდომის გარეშე და აშ. 12 წლიდან კი ძირითადად არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ფრენამდე აუცილებლად გაარკვიეთ კონკრეტული ავიახაზების […]