საფრანგეთის დედაქალაქში მოხვედრა სამი აეროპორტითაა შესაძლებელი. მათგან უდიდესი შარლ დე გოლის აეროპორტია, მსხვილი ევროპული ჰაბი ავიაკომპანიებისთვის. ორლის აეროპორტიც ხვდება საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის Air France-ს. მესამე და ყველაზე პატარა კი ბოვეს აეროპორტია, რომელიც ძირითადად ბიუჯეტურ ავიახაზებზე მუშაობს, მათ შორის: Ryanair და Wizz Air არიან. Paris-Charles de Gaulle International Airport (CDG) / პარიზის შარლ დე გოლის […]
დაზოგეთ ფული ფრენაზე და გამოიყენეთ ის სასურველ ადგილზე ჩასვლისას. ამისათვის, უბრალოდ ბიუჯეტური ავიახაზები უნდა აირჩიოთ. დღეს არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ამიტომაც, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები უფრო ეკონომიური თავგადასავლებისთვის! შეიძლება ისინი პრემიუმ ტიპის მგზავრობას არ გვპირდებიან, თუმცა საკვების ატანა თვითმფრინავში თავადაც შეგიძლიათ და დაგვეთანხმებით, რომ სჯობს ხმელეთზე უფრო კარგად დაისვენოთ, ვიდრე ჰაერში 2 საათით ყოფნის დროს. უსაფრთხოობის გარანტიას […]
მას შემდეგ რაც სამოგზაურო აპლიკაციები და საიტები განვითარდა, ბიუჯეტური მოგზაურებისთვის მოგზაურობა ბევრად ხელმისაწვდომი და იოლი გახდა. ახლა ბევრად მარტივია დავუკავშირდეთ ადგილობრივებს თუ ტურისტებს და მათთან “ვითანამშრომლოთ”. იაფი მოგზაურობა დღეს უკვე რეალურია და ჩვენ ამისათვის შესაბამის პლატფორმებს გირჩევთ. სტუმართმოყვარეობის ქსელები Couchsurfing-მა მოგზაურებს დიდი შვება მოუტანა. ეს პლატფორმა 2004 წელს დაარსდა და პირველი საზიარო ქსელი იყო, რომელმაც […]
მოგზაურების უმეტესობას სურს, რომ როგორც კი ფეხს სასურველი ქალაქის ტერიტორიაზე დადგამს, მაშინვე ქალაქის ცენტრში მოხვდეს. ზოგიერთი ქალაქი ამ მხრივ ძალიან კომპლექსურია – აეროპორტები ქალაქისგან ძალიან მოშორებულია და ტრანსპორტის ვარიანტებიც ხშირად გაურკვეველია. ჩვენ წარმოგიდგენთ 9 ევროპულ აეროპორტს, რომლებიც ქალაქთან ძალიან ახლოს არიან. ტალინი, ესტონეთი აეროპორტის სახელი: ტალინის აეროპორტი დისტანცია: 4 კმ ქალაქის ცენტრსა და აეროპორტს შორის […]