წესები ხელჩანთაში ელექტრონული მოწყობილობების, საპარსების და სანთებელების მოთავსებისთვის
საჰაერო ფრენის დროს ყურადსაღებია ხელბარგის სწორად ჩალაგება. ბევრმა მოგზაურმა იცის სითხეების ლიმიტის შესახებ, მაგრამ რა ხდება ფაუერ ბანკების, სანთებელების და საპარსი საშუალებების შემთხვევაში? შეგვიძლია თუ არა რომ გვედოს ცარიელი ბოთლი?
სანთებელები: როგორც წესი, სანთებელა აკრძალულია როგორც ხელბარგში, ასევე ჩასაბარებელ ბარგში. მაგრამ, ის შეგიძლიათ იქონიოთ თან, შარვლის ან ჟაკეტის ჟიბეში. სრულიად აკრძალულია ისეთი სანთებელების ფლობა, რომლებიც ალტერნატიულ ენერგიის წყაროს იყენებენ, მაგალითად “ზიპოს” გამოშვება. მაგრამ, თუ ისინი ცარიელია და შევსებული არ არის, დაშვებულია მათი ბარგში მოთავსება.
ასანთი: დაშვებულია ერთ ადამიანს ჰქონდეს 1 პატარა ყუთი ასანთი. ის შეგიძლიათ იქონიოთ თან და არა ბარგში ან ხელბარგში.
საპარსი მოწყობილობები: მრავალჯერადი საპარსი მოწყობილობები დამცავი თავით, დაშვებულია ხელბარგში. საპარსი მოშიშვლებული თავით ან მხოლოდ ჩასანაცვლებელი თავები მოათავსეთ მხოლოდ ჩასაბარებელ ბარგში. ხელბარგში შეგიძლიათ იქონიოთ ელექტრონული საპარსიც, განსაკუთრებით ის მოდელები, რომლებიც ბატარეებზე მუშაობენ.
ფაუერ ბანკი: ერთ ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 2 ფაუერ ბანკის ფლობა თავის ხელბარგში. ფაუერ ბანკი აკრძალულია ჩასაბარებელ ბარში. მოწყობილობამ არ უნდა გადააჭარბოს 100 ვატს (27,000 (mAh).
ცარიელი ბოთლები: ხელბარგში დაშვებულია როგორც პლასტმასის, ასევე მეტალის ცარიელი ბოთლის მოთავსება. ერთ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ბოთლიც კი იქონიოს. უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, შეგიძლიათ დისპანსერების საშუალებით ისინი წყლით შეავსოთ ან შეიძინოთ სასმელი და მასში გადაისხათ.
თმის უთო: უკეთესიც კია თუ თმის უთოს ხელბარგში იქონიებთ. შესაძლოა ამოგაღებინონ ის და დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად თმის უთოა. ბატარეები არ უნდა აჭარბებდეს 100 ვატს.