როგორ უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე თუ ფრენის დროს ნერვიულობთ
ზოგიერთი მოგზაურისთვის ფრენა დიდი შფოთვის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ავიახაზებს უმაღლესი უსაფრთხოების ზომები აქვთ, რთულია პოზიტივზე ვკონცენტრირდეთ თუ სხეული ბუნებრივად განიცდის სტრესს ჰაერში ყოფნისას. ერთ-ერთი ცნობილი გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების 40% აქვს ფრენის ღელვა და მცირე დოზით შიში, მათგან ძალიან მცირე ნაწილს კი ფობია.
არ აქვს მნიშვნელობა თქვენ როგორ გრძნობთ თავს ფრენისას, რა დოზით გეუფლებათ შიში, ეს გავრცელებული ტექნიკები ყველასთვის სასარგებლოა ნერვების დასამშვიდებლად. თუ თავად არ დაგჭირდებათ, გამოგადგებათ ოჯახის წევრისა თუ მეგობრის დასაწყნარებლად, თუ მათ თვითმფრინავში შიში აიტანთ.
*ინტენსიური ფობიის და პანიკის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს
რას ვგრძნობთ ფრენის შფოთვის დროს?
ყველა ნერვიულ მოგზაურს საჰაერო ფრენაზე თავისი ფსიქოლოგიური პასუხი აქვს. ზოგიერთი ცუდად გრძნობს თავს, ზოგსაც მსუბუქი შეტევა აქვს. ზოგიერთ მათგანს აქვს სხვა შიშებიც, მაგალითად, კლაუსტროფობია და აგორაფობია. ნერვიულ მფრინავებს ესმით, რომ თვითმფრინავი უსაფრთხო ტრანსპორტია, მაგრამ მათთვის წარმოსახვის დახშობა რთულია. ერთ-ერთი საშუალება რომ თავში არსებული ცუდი სცენარები გავანეიტრალოთ, გონების სხვა რამით დაკავებაა. კიდევ რითი შეიძლება ამ განცდას ვუშველოთ?
5 სასარგებლო ხრიკი ფრენისას სიმშვიდის შესანარჩუნებლად
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ფრენასთან დაკავშირებული შფოთვა კონკრეტული სტიმულის, კატასტროფაზე ფიქრის, სხეულის სენსაციის ან ცუდი მეხსიერების მიერაა გამოწვეული. ეს სენსაციები ზრდიან პანიკური შფოთვის რისკს.
1. ებრძოლეთ შიშს საკუთარი ცოდნით
ფრენის შიშის დროს სხეული ფიქრობს რომ საფრთხეშია. შეისწავლეთ მეტი იმის შესახებ თუ როგორ მუშაობენ თვითმფრინავები. რაც უფრო მეტი გეცოდინებათ საჰაერო მოგზაურობის შესახებ, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს. ინფორმაციის მიღებით გაარკვევთ თუ რამდენად იშვიათია საავიაციო შემთხვევები და რამდენად უსაფრთხოა ტურბულენტობაც კი.
2. სცადეთ სუნთქვის სავარჯიშოები
ბევრს ადამიანს, ვინც ფრენისას შფოთვას განიცდის, მოგზაურობისას სუნთქვა უჭირს. ამის გამო შიში მძაფრდება. მოიძიეთ ინტერნეტში სუნთქვის დარეგულირების სავარჯიშოები და შეასრულეთ ცნობილი ტექნიკები, რომლებიც სტრესულ სიტუაციებში გვშველიან.
3. გადაიტანეთ ყურადღება
ფრენისას ფოკუსირება გააკეთეთ კონკრეტულ საქმეზე: საინტერესო წიგნის კითხვაზე, საყვარელი სიმღერების მოსმენაზე, თამაშზე, კროსვორდების შევსებაზე თუ კომედიურ ფილმზე. მცირე ყურადღების გადამტანიც კი ძალიან დაგეხმარებათ.
4. საუბარი
არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ მარტო მგზავრობთ, ისაუბრეთ გვერდით მჯდომთან. ეს სტრესს მნიშვნელოვნად შეამცირებს. შეგიძლიათ გაესაუბროთ ბორტგამცილებლებს. მათ იციან როგორ დაგამშვიდონ თუ ფრენის გამო შფოთავთ.
5. დალიეთ ბევრი წყალი
თვითმფრინავის კაბინა ძალიან გამომშრალია და საჭიროა რომ ყელს და კანს წყალი ხშირად მიაწოდოთ. დალიეთ წყალი ფრენამდე და ფრენის შემდეგაც.