როგორ დავიცვათ თავი მოგზაურობისას და ვიყოთ უსაფრთხოდ
მოგზაურობის დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები მარტივია, მაგრამ ბევრს მაინც უჭირს მათი დაცვა. ხანდახან მოგზაურები ქურდების მიერ ზარალდებიან. იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ, ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. მათი შესრულებით არაფერზე გექნებათ სანერვიულო!
1 მომზადება
იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მიდიხართ. მოიძიეთ ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების, დოლარის კურსის, უსაფრთხოების, წყლის და საკვების ხარისხის შესახებ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ რომ უფრო უსაფრთხო მოგზაურობა დაგეგმოთ. თუ ეგზოტიკურ ადგილას მიემგზავრებით, რეკომენდირებული ვაქცინების შესახებაც უნდა გაარკვიოთ და შემდეგ აიცრათ კიდეც.
2 იყავით ფხიზლად
3 დატოვეთ სამკაულები სახლში
ნუ ატარებთ სამკაულებს და ძვირადღირებულ ნივთებს უცხო ქალაქებში მოგზაურობისას. ამით ქურდებს და თაღლითებს უფრო დააინტერესებთ და დაკვირვებას დაგიწყებენ.
4 თავად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ბარგს
მოგზაურობისას ხანდახან ადამიანები სხვას, რიგით მოგზაურს სთხოვენ ცოტა ხნით მათ ბარგს ყურადღება მიაქციოს, სანამ საპირფარეშოში გავლენ, ჟურნალს იყიდიან, სადმე დარეკავენ და აშ. ქურდები ხშირად არიან ჩასაფრებულნი რომ მსგავსი მომენტი გამოიჭირონ. ნუ ენდობით უცხო ადამიანებს აეროპორტებში და სამოგზაურო ადგილებში. ნუ დაუტოვებთ ნივთებს ახალგაცნობილებს.
5 დაიმეგობრეთ ტექნოლოგიები
როდესაც საქმე უსაფრთხო მოგზაურობას ეხება, ტექნოლოგიები თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან. ჩამოწერეთ საჭირო აპლიკაციები. მაგალითად, როგორ ვიპოვნოთ ჩვენი აიფონი.
6 სასტუმრო თქვენი ციხესიმაგრე არაა
არსებობს ასეთი გამოთქმა: ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა! ეს სასტუმროებს არ ეხებათ. ყოველთვის შეამოწმეთ რომ კარი დაკეტოთ და არ ახსენოთ თქვენი სასტუმროს ნომერი ყველგან ხმამაღლა. ოთახიდან გასვლისას დახურეთ ფანჯრები. დაკიდეთ კარებზე წარწერა: “ნუ შემაწუხებთ” მაშინაც კი თუ გასულები ხართ ნომრიდან.
7 ფული და დოკუმენტები
ქვეყნის გარეთ მოგზაურობისას, ყველა საჭირო დოკუმენტის ასლები გააკეთეთ. ისინი დატოვეთ სახლშიც და იქონიეთ მოგზაურობის დროსაც. ნუ ატარებთ თან დიდი რაოდენობით ნაღდ ფულს, განსაკუთრებით მხოლოდ ერთ ჯიბეში. გამოიყენეთ საბანკო ბარათი ან გადაანაწილეთ ქეში ორ ჯიბეში მაინც.
8 აუცილებლად გაიკეთეთ სამოგზაურო დაზღვევა
ხანდახან მოგზაურობა მოულოდნელ არასასიამოვნო სიურპრიზს გვჩუქნის, ასე რომ, ბარგთან, ფრენასთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მარტივი მოგვარებისთვის აიღეთ დაზღვევა.
9. მანქანით მოგზაურობა
თუ გარკვეული პერიოდი დიდ მანძილს მანქანით გაივლით, ნუ გაჩერდებით დასასვენებლად ცარიელ ადგილას. თუ წაძინება გსურთ და სასტუმროში განთავსება არ გინდათ, ნუ დაპარკინგდებით ტრასის გვერდულაზე, მინდორში, ტბასთან… აირჩიეთ პარკინგის სივრცეები, ბენზინგასამართი სადგურები, პოლიციის შენობები.
10 საკვები
საკვების ხარისხი ბევრ ქვეყანაში საკამათოა. მიირთვით იქ, სადაც ბევრი ადგილობრივი ჭამს, აქვს კარგი რეპუტაცია/შეფასებები ან გამოირჩევა გემრიელი საჭმლით. გახსოვდეთ, რომ წყალი შესაძლოა მოწამვლის მიზეზი გახდეს. უცხო ქვეყანაში აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ ბოთლის წყალი ან ბუნებრივი წყარო.