რჩევები

როგორ ჩავალაგოთ ბარგი ეფექტურად?

ბევრი ადამიანი მოგზაურობის წინ ჩალაგებაზე ბევრს არც ფიქრობს. ხშირად მოგზაურები ამას გამგზავრების წინა ღამეს აკეთებენ და თანაც ძალიან სწრაფად. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების 65% ვერ ალაგებს ბარგს ისე ეფექტურად, როგორც ეს რეალურად შეუძლიათ რომ გააკეთონ. ჩვენ ვეცდებით ეს პროცესი ოდნავ გაგიმარტივოთ.

  • შეადგინეთ აუცილებელი ნივთების სია

მთავარი პრობლემა არის იმის მოფიქრება თუ რა წაიღოთ თან. შეჯერდით 5 ცალ შარვალზე თუ მხოლოდ 10 დღით მიდიხართ. დაიწყვეთ წინ თქვენი შარვლები და ორ ან რამდენიმე მათგანზე უბრალოდ უარი თქვით. ორჯერ დაფიქრდით თითოეულ ნივთზე, რის წაღებასაც აპირებთ.

არსებობს ნივთების შერჩევის “5-დან ერთამდე” პრინციპიც. იმისათვის, რომ მაქსიმალურად დააპატარავოთ თან წასაღები ბარგი, გქონდეთ ადგილი ახალი ნივთებისთვის და აეროპორტშიც პრობლემები არ შეგექმნათ, ჩაალაგეთ 5-5 წინდა და საცვალი, 4 მაისური, 3 შარვალი, 2 ფეხსაცმელი და 1 ქუდი.

  • მომართეთ გონება ისე, თითქოს ტეტრისს თამაშობთ

საუკეთესო გზა ყველაფრის ერთ ჩანთაში თავმოსაყრელად, თითოეული მილიმეტრის გამოყენებაა. გაიხსენეთ თამაში ტეტრისის ტექნიკა: ყველაფერი ერთმანეთში იდეალურად უნდა მოთავსდეს და სივრცე სრულად შეავსოს.

  • ჩაალაგეთ ტანსაცმელი რაიმე სპეციალური ტექნიკით

ტანისამოსის საგულდაგულო დაკეცვა – ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. ჯერ ჩააწყვეთ მოცულობით დიდი სამოსი, შემდეგ კი პატარა.

დამრგვალება – ამ ტექნიკით ჩემოდანში ადგილი მნიშვნელოვნად დაიზოგება.

ტანსაცმლის ერთმანეთში შეფუთვა – ეს დამრგვალების ალტერნატიული ტექნიკაა. უბრალოდ შეახვიეთ პატარა ტანსაცმელი დიდ ტანსაცმელში და ისე ჩაალაგეთ.

ხრიკი: გამოიყენეთ ტანისამოსის ჯიბეები (განსაკუთრებით ელვაშესაკრავიანი) პატარა ნივთების შესანახად. ასევე, ფეხსაცმელიც.

  • წაიღეთ ჩანთა ან პარკი გასარეცხი სამოსისთვის

თუ ისეთ ადგილზე მოგზაურობთ, სადაც ტანსაცმლის გარეცხვის საშუალება არაა, მოათავსეთ ისინი ერთ პლასტიკურ ან ნაჭრის პარკში და განაცალკევეთ სუფთა სამოსისგან.

  • ფეხსაცმლის ჩალაგების წესი

პირველ რიგში, გზაში ჩაიცვით ყველაზე მოცულობითი ფეხსაცმელი. დაიცავით სამეულის წესი: წაიღეთ 1 ცალი ღია დაბალძირიანი ფეხსაცმელი, 1 ცალი კომფორტული სპორტული ფეხსაცმელი და 1 ცალი გამოსასვლელი ფეხსაცმელი სპეციალური საღამოებისთვის.

ჩანთაში ტანისამოსი გაანაწილეთ დაკვირვებით!

თავიდან, ჩემოდნის ძირში, რბილი, დამრგვალებული სამოსი ჩაალაგეთ;

შემდეგ დაკეცილი ტანსაცმელი დაადეთ.

შუა ფენისთვის დაიწყეთ გრძელი ნივთებით, მაგალითად ქვედაბოლოებით და შარვლებით.

შემდეგ განაგრძეთ მოკლე ნივთებით, მაგალითად მაისურებით.

ქამრებით და სხვა აქსესუარებით შეავსეთ ჩანთის გვერდები და დარჩენილი ცარიელი ადგილები.