რჩევები

რჩევები თუ თვითმფრინავის შუა სავარძელზე მარტო მოხვდით

როცა ბილეთს შერჩევით ვყიდულობთ, არის შემთხვევები, როცა ორ სავარძელს შორის მარტო ვხვდებით. ის ბევრი ადამიანისთვის არც ისე კომფორტული პოზიციაა. ჩვენ მის ადვილად დასაძლევად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

იქონიეთ კარგი კისრის ბალიში

შეარჩიეთ კომფორტული კისრის ბალიში, რადგანაც შუა სავარძელზე მარტო ყოფნისას გვერდით უცხო ადამიანები გეყოლებათ და დასაძინებლად თავს ვერ მათ დაადებთ და ვერც ფანჯარას. კარგი კისრის ბალიში საშუალებას მოგცემთ დაასვენოთ თავი ორ ადამიანს შორის და გაექცეთ კისრის ტკივილს.

იქონიეთ თვალის საძილე სათვალე

ფანჯარასთან მჯდომ ზოგ მგზავრს მთელი მგზავრობის განმავლობაში სინათლეში სურს ყოფნა და ფანჯარას არ აბნელებს. ამიტომაც, თუ სინათლე გაწუხებთ და დაძინებას გეგმავთ, წაიღეთ ნაჭრის ნიღაბი.

იქონიეთ ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები

ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები მშვენიერი საშუალებაა მაშინ, როცა თქვენი ადგილის ახლო მახლოს პატარა ბავშვი ზის.

შეინახეთ თქვენი ჩანთა ზედა თაროზე

მოხერხებულია ზურგჩანთის წინა სავარძლის ქვეშ ქონა, თუმცა როცა შუა სკამზე მარტო ხართ, სჯობს მაქსიმალურად გაინთავისუფლოთ სივრცე. ეცადეთ დადოთ ის ზედა თაროზე და ფეხებს მეტი თავისუფლება მისცეთ.

მოსაცმელი ან ჰუდი

თუ არ გაქვთ კისრის ბალიში, შეგიძლიათ ხელთ ჰუდი ან რბილი სამოსი იქონიოთ და ბალიშად აქციოთ. ამასთან, არასდროს ვიცით რა ტემპერატურა დაგვხვდება კონკრეტულ ფრენაზე და სიცივის შემთხვევაში გამოგადგებათ.

წაიყოლეთ გასართობი

ჩაიწერეთ რაიმე თამაში, წაიღეთ წიგნი ან კროსვორდი, რათა თავი გაირთოთ მარტო შუაში ყოფნისას.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია!

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *