რატომაა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მოგზაურობა და რა უნარებს უვითარებს ის
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ასაკში ბავშვის სამოგზაუროდ წაყვანა შესაძლოა არც ისეთ მომხიბვლელ აზრად გეჩვენებოდეთ, ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში. მოგზაურობა აფართოებს ბავშვის სამყაროს და მის თვალსაწიერს, ხდის მას უფრო ემპათიურს კულტურულ მრავალფეროვნებასთან მიმართებაში და ეხმარებათ ადაპტირდნენ ცვალებად სიტუაციებთან. ეს ასევე აყალიბებს ბავშვის ლინგვისტურ განვითარებას.
ბავშვები მოგზაურობის საშუალებით ადრეული წლებიდანვე სწავლობენ ურთიერთობების ჩამოყალიბების ხერხებს, აკვირდებიან სხვაობებსა და განსხვავებებს და ეჩვევიან ცხოვრებას ინკლუზიური ღირებულებებით. ალბათ გსმენიათ ფრაზა: “მაინც არ ემახსოვრება და რა აზრი აქვს მის წაყვანას”? ბავშვებს შესაძლოა არ ახსოვდეთ ეს მოგზაურობები და კონკრეტული ადგილები, მაგრამ ეს გამოცდილება გავლენას ახდენს მათ გავითარებაზე. ტვინი ყველაზე მნიშვნელოვნად ცხოვრების პირველ 5 წელიწადში ყალიბდება და განსხვავებული კულტურის ადამიანებთან შეხვედრა ამას ხელს უწყობს. მოგზაურობით ბავშვები სწავლობენ თავიანთ როლს სამყაროში და ავითარებენ თავიანთი საუბრის უნარებს და სხვადასხვა ხმების აღქმას. მოგზაურობა მათ ასევე უფრო ცნობისმოყვარეებსაც ხდის.
მოიარეთ ფეხით სივრცე ღირშესანიშნაობის გარშემო: ბავშვებს მოსწონთ კავშირების დამყარება. როდესაც რომელიმე ღირსშესანიშნაობას მოინახულებთ, მოატარეთ ბავშვს მის გარშემო არეალიც. მაგალითად, თუ ვენეციაში ხართ, გაატარეთ დრო დიდ არხთან (Grand Canal) და თუ პარიზში იმყოფებით, გაისეირნეთ ეიფელის კოშკის გარშემო. ეს მნიშვნელოვანი იქნება ბავშვისთვის თუ მშვიდ უბანს იპოვნით სასეირნოდ.
დააწესეთ რაიმე ტრადიცია მოგზაურობის დროს: ტრადიციები, რომლებიც მოგზაურობებს უკავშირდება, ბავშვს დიდი ალბათობით მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. მაგალითად, მიეცით საშუალება წამოიღოთ რაიმე სასმლის ბოთლი ან სხვა ნებისმიერი ნივთი ყველა ქალაქიდან, სადაც ჩახვალთ. რაღაცეების შეგროვება მოგონებებს შექმნის.
მიეცით საშუალება ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად: არ აქვს მნიშვნელობა ერთ ენაზე საუბრობენ თუ არა, ახალ ბავშვებთან შეხვედრა და მათთან თამაში მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. ისინი იპოვნიან გზებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ.
მოამზადეთ წინასწარ: ფრენისთვის ბავშვი წინასწარ შეამზადეთ. უთხარით ჯეთ ლეგის შესახებ, თუ ნერვიულობენ წაუღეთ საყვარელი სათამაშო თვითმფრინავში.