რჩევები

რატომ უნდა დალიოთ ტონიკი ჯინჯერი ფრენისას

ფრენის დროს სასმლის არჩევანი მრავალფეროვანია, ზოგი ტკბილ გაზიან სასმელს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კოქტეილს, ზოგი კი ნატურალურ წვენს. ჩვენ კი გეტყვით, რომ ჰაერში, მიწიდან 10 კილომეტრზე ჯინჯერის ტონიკი საუკეთესო სასმელია, რასაც შეუკვეთავთ.

ჯინჯერ ალი ერთ დროს ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელი იყო. ის პირველად 40-იან წლებში ირლანდიასა და ინგლისში შეიქმნა.

კვლევების მიერ დადასტურებულია, რომ გემოების აღქმა ფრენის დროს განსხვავებულია. ეს იმიტომ ხდება, რომ მშრალი ჰაერი და კაბინის წნევა მოქმედებს ჩვენს ყნოსვის და გემოს შეგრძნებებზე. თვითმფრინავში საკვებს და სასმელს განსხვავებული გემო აქვს. ეს ფაქტი სიტკბოსა და სიმლაშეზე ყველაზე მეტად აისახება. ამიტომაც, თვითმფრინავში ყოფნისას, ჯინჯერის დამატებითი სიტკბოება საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად ისიამოვნოთ სასმლით.

ის სასარგებლოა მოგზაურებისთვის თავისი სამედიცინო უპირატესობების გამოც. ჯინჯერი სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენებოდა, მათ შორის კუნთების ტკივილისას, იქამდე სანამ გამაგრილებელი სასმელი გახდებოდა. ჯინჯერი ეხმარება ნერვიულ მგზავრებს მუცლის ტკივილს შესამსუბუქებლად.

და ბოლოს, ჯინჯერის დალევა გეხმარებათ თავიდან აიცილოთ პრობლემები, რომლებსაც სხვა გამაგრილებელი გაზიანი სასმელების დალევა იწვევს. თუ ფრენისას ჯინჯერ ალი ჯერ არ გაგისინჯავთ, მიეცით შანსი და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *