რჩევები

რატომ ცივა თვითმფრინავში?

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ამ კითხვაზე პასუხი თქვენს კარგად ყოფნას ეხება. წარმოიდგინეთ: ჩააბარეთ ბარგი, თან გაქვთ ხელბარგი და სხდებით თვითმფრინავში. არ აქვს მნიშვნელობა მინი-მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი ოჯახთან ერთად თუ მნიშვნელოვანი ბიზნეს-მივლინება. როგორც კი თვითმფრინავის სავარძელზე დაჯდებით და მრგვალი ფანჯრიდან გაიხედებით, კაბინის სიცივეს მალევე შეიგრძნობთ. ცოტა ხანში კი შესაძლოა ეს განცდა უფრო და უფრო გამძაფრდეს. იღებთ ჰუდს, ჟაკეტს ან პლედს და საკუთარ თავს ეკითხებით: “მაინც რატომ ცივა ასე თვითმფრინავში?”

ეს ცნობილი ფაქტია, რომ თვითმფრინავის კაბინაში ტემპერატურა უფრო დაბალია, მაგრამ რატომ? ჩვენ გამოვიკვლიეთ საკითხი და მიზეზიც ვიპოვნეთ. ამ რაციონალური ბლოგის წაკითხვის შემდეგ, გაიგეთ თუ რის ჩაცმას გვირჩევენ ბორტგამცილებლები თვითმფრინავში.

რატომაა თვითმფრინავი ცივი?

აღმოჩნდა, რომ ამ მოცემულობის უკან სამედიცინო მიზეზი იმალება. ერთ-ერთი ცნობილი კვლევის მიხედვით, გაანალიზეს კორელაცია ჰაერში ადამიანების სისუსტესა და კაბინის წნევა/ტემპერატურის შორის. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები ფრენის დროს გულისწასვლისკენ და სისუსტისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. ეს სამედიცინო მდგომარეობის, ე.წ. ჰიპოქსიის გამო ხდება. ამ დროს, სხეული საკმარის ოქსიგენს ვერ იღებს და კაბინის მაღალ წნევას და თბილ ტემპერატურას ამ რეაქციის გამწვავება შეუძლია. თვითმფრინავის მგზავრებში კი ეს თანაბრად გავრცელებულია.

რადგანაც სხეულის ტემპერატურა იცვლება, მეტი სიფრთხილისთვის, ავიახაზები კაბინის შიგნით, დაბალ ტემპერატურას ინარჩუნებენ. ეს არასასიამოვნოა ადამიანებისთვის, რომლებსაც ოდნავი სიგრილის მიმართაც კი მაღალი მგრძნობელობა აქვთ. მაგრამ, დამატებით რაიმე თბილის ჩაცმა უმჯობესია, ვიდრე გვერდით მჯდომის შეუძლოდ გახდომა. დარწმუნდით, რომ ამ ეტიკეტის წესებს ყოველთვის მიყვებით.

რა ტემპერატურაა თვითმფრინავში?

როგორც წესი, თვითმფრინავები ინარჩუნებენ ტემპერატურას – 22 გრადუსიდან 24 გრადუსამდე. შესაძლოა ეს თბილად გეჩვენებათ, თუმცა როდესაც ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა გიწევთ, ის სხვანაირად იგრძნობა. მგზავრებს ფრენის დროს მოძრაობა შეზღუდული აქვთ, რის გამოც სიცივეს უფრო ადვილად გრძნობენ.

ამას შემდეგ კითხვამდე მოვყავართ: ვინ აკონტროლებს ტემპერატურას თვითმფრინავში? კაბინის ტემპერატურის კონტროლი პილოტებს და ბორტგამცილებლებს შეუძლიათ და ყველა ავიახაზების კომპანიას თავისი სტანდარტები აქვს. ბორტგამცილებლებს სპეციალური პანელები აქვთ, საიდანაც არეგულირებენ ტემპერატურას და არ უწევთ ამ საკითხზე მუდამ პილოტთან კავშირზე ყოფნა.

წაიკითხეთ სხვა ფაქტები თვითმფრინავის შესახებ. მაგალითად, რა ხდება თვითმფრინავის ტუალეტის ჩარეცხვისას, რამდენად მაღლა დაფრინავენ თვითმფრინავები და რას ნიშნავს თვითმფრინავის სხვადასხვა ხმა.