რატომ არის სასტუმროს თეთრეული ყოველთვის თეთრი?
ალბათ დაკვირვებულხართ, რომ სასტუმროებში თეთრეული ყოველთვის თეთრი ფერისაა. უსაფრთხოების შემდეგ, სასტუმროებისთვის სისუფთავე მორიგი პრიორიტეტია. თეთრი თეთრეული სტუმრებს აფიქრებინებს, რომ სასტუმრო სუფთაა. ფსიქოლოგების და ექსპერტების დასკვნებით, ადამიანს თეთრი საწოლის დანახვისას ავტომატურად ექმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ოთახი სუფთა და გაწმენდილია. თეთრი თეთრეული სტუმარს ოთახს აყვარებს და მასში თავს კომფორტულად აგრძნობინებს.
გარდა იმისა, რომ თეთრი თეთრეული სტუმრებს ამშვიდებს, ის სასტუმროს დასუფთავების თანამშრომლებისთვისაც ამარტივებს საქმეს. ისინი ასე უფრო ადვილად ხვდებიან როდის სჭირდება თეთრეულს დამატებითი განსაკუთრებული გარეცხვა ან საერთოდ ახლით ჩანაცვლება. აღსანიშნავია, რომ თეთრი ფერი რეცხვისას უფრო ნაკლებად ხუნდება და კარგავს ფერს, ვიდრე ფერადი.