ფრენა ბავშვებთან ერთად – რჩევები პილოტებისგან და ბორტგამცილებლებისგან
პატარებთან ერთად ფრენა შესაძლოა შფოთვით იყოს სავსე. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია ეს შფოთვა დაძლიოთ და ის სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ თუ ამ პროფესიონალების რჩევებს მიყვებით.
თან იქონიეთ გამოსაცვლელი სამოსი არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ თქვენთვისაც
ბევრ ადამიანს გამოსაცვლელი სამოსი მხოლოდ პატარასთვის მოაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან დაკავშირებული გარკვეული ინციდენტების გამო დიდებიც ვისვრებით. ჩააგდეთ ზედმეტი მაისური პამპერსის ჩანთაში!
შეამოწმეთ თქვენი ადგილები ჩასხდომამდე
იქამდე, სანამ თვითმფრინავში ახვალთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ადგილი ნამდვილად ბავშვების გვერდითაა. კომპიუტერი ადგილებს მექანიკურად ანაწილებს, ისე, რომ არ იცის თქვენი შვილი 2 წლისაა თუ სრულწლოვანი. იაქტიურეთ იქამდე, სანამ ცვლილება პრობლემური არ გახდება.
შეგიძლიათ ეწვიოთ პილოტის კაბინას
პილოტებს უხარიათ პატარების ხილვა კაბინაში, ასე, რომ თუ დატვირთული დღე არაა, დაგვიანებული ფრენა ან შტორმი, მიეცით პატარებს საშუალება მოინახულონ მათი ადგილსამყოფელი. მიწაზე დაშვების დროს საუკეთესო მომენტი იქნება.
ითხოვეთ ადგილი თვითმფრინავის წინა ნაწილში
თუ თქვენი პატარა მგზავრობის დროს თავს უსიამოვნოდ გრძნობს, ნუ დასხდებით თვითმფრინავის უკანა ნაწილში, სადაც გადაადგილება ყველაზე მეტად საგრძნობია.
არ ჩაყაროთ საფენები საპირფარეშოში!
გამოყენებული პამპერსი გადაყარეთ ნაგვის ურნაში და არა ტუალეტში. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ საფენებს უნიტაზში ისვრიან, რაც ტუალეტის შეფერხებას იწვევს.
როდესაც დასხდებით, აღარ ადგეთ
როგორც კი ქამარს შეიკრავთ, ეცადეთ მცირეწლოვანმა პატარამ აქეთ-იქით არ იაროს და სკამზე გაჩერდეს. თუ ერთხელ მაინც მისცემთ უფლებას სკამებს შორის გაიაროს, მას შესაძლოა სკამზე ყოფნა აღარ მოუნდეს. რაც არ უნდა ახლოს იყოთ, ეს მაინც საშიშია, რადგანაც უეცარმა ტურბულენტობამ შესაძლოა რამეს მიაჯახოს.
იმგზავრეთ დილით
ბავშვების უმეტესობისთვის, დილით ადრე ფრენა უკეთესია, რადგანაც როგორც წესი, ამ დროს სძინავთ, მოგვიანებით კი მუდმივად გაღვიძებულ რეჟიმში იქნებიან.
ეცადეთ გართობა გაახანგრძლივოთ
ყველა ყურადღების გადასატან ხრიკს ერთდროულად ნუ გამოიყენებთ. ხშირად მშობლები აჭმევენ წასახემსებლებს და აყურებინებენ პატარებს მულტფილმებს იქამდე, სანამ თვითმფრინავი აფრინდება. ბავშვებისთვის ფრენა აღტაცების მომგვრელია და აცალეთ ჯერ ეს პროცესი შეიგრძნონ. შეინახეთ გასართობები იქამდე, სანამ მოიწყენენ და მობეზრდებათ.
აუცილებლად წაიღეთ დამატებითი მოსაცმელი
კაბინაში ტემპერატურა მუდმივად იცვლება და თუ თქვენს პატარას შესცივდება, იქონიეთ დამატებითი სამოსი ახლოსვე.
იქონიეთ პლედი
თუ თქვენს პატარას საყვარელი პლედი აქვს, უპირატესობა მას მიანიჭეთ. ის ბავშვისთვის სახლურ განცდას შექმნის და სიმშვიდეს მოგვრის. ბევრ თვითმფრინავს უკვე აღარ აქვს თავისი პლედები, ამიტომაც თუ ბავშვი დაიძინებს, საკუთარი გადასაფარებელი იქონიეთ.
დარწმუნდით, რომ ავიახაზები ნებას გრთავთ თქვენი მანქანის საბავშვო სავარძელზე
თუ ბავშვი მანქანის სავარძლით მოგყავთ, უნდა გაარკვიოთ აგატანინებენ თუ არა მას თვითმფრინავში. სხვადასხვა ავიახაზებს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა წესები აქვთ.
წაიღეთ ჯოხიანი კანფეტი, საღეჭი რეზინა ან საწოვარა
პატარებს თვითმფრინავში ყოფნისას, წნევის გამო ყურები აწუხებთ და საწუწნი კანფეტებით ყურადღებას ადვილად გადაიტანენ.
შეფუთეთ იაფფასიანი საჩუქრები
იყიდეთ იაფი, მარტივი სათამაშო ნივთები და გადაფუთეთ ისინი. თვითმფრინავში ყოფნისას კი მორიგეობით მიეცით ისინი ბავშვებს. მათ გაახარებთ გახსნის და დათვალიერების პროცესი.
ეცადეთ, ბავშვს ცალკე ადგილი შეუძინოთ
ხშირად ადამიანები ფულის დაზოგვის მიზნით, ერთ ბილეთს ყიდულობენ და პატარას კალთაში ისვამენ. სჯობს, ბავშვს თავისი ადგილი ჰქონდეს, რათა მგზავრობა თქვენთვისაც უფრო მოსახერხებელი გახდეს.
ჩასხდომამდე შეუშვით საპირფარეშოში და მიაღებინეთ საჭირო სითხე აეროპორტშივე
იმისათვის, რომ თვითმფრინავში ზედმეტი სიარული არ მოგიწიოთ ან მეტად არ დაიხარჯოთ, ჩასხდომის დაწყებამდე შეუშვით პატარები საპირფარეშოში და დაალევინეთ წყალი თუ სასურველი სითხე.
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თვითმფრინავში საფენები არ არის, ასე რომ გაიყოლეთ თან საკმარისი რაოდენობა. თუ თქვენს პატარას რძე უყვარს, შეიძინეთ ის აეროპორტის მაღაზიაში ქაღალდის შეკვრით.