რჩევები

13 რამ, რაც თვითმფრინავში არასდროს უნდა გააკეთოთ

თვითმფრინავით ფრენა ბევრი რამის დამახსოვრებას ითხოვს: რაც დამჭირდება, ყველაფერი თან მაქვს? შესაფერისად მაცვია? პასპორტი წამოვიღე? შემიძლია თვითმფრინავში ჩემი საკვებით ავიდე? კითხვები, რომლებიც ამ დროს გვებადება დაუსრულებელია. მაგრამ, მზადყოფნა მართლაც მნიშვნელოვანია. ამჯერად გირჩევთ თუ რა არ უნდა გააკეთოთ თვითმფრინავში. თავიდან აირიდეთ ეს შეცდომები უკეთესი ფრენისთვის!

  • გთხოვთ, არ იაროთ ფეხშიშველა!

თვითმფრინავის ხალიჩა არაა ისეთი სუფთა, რომ მასზე ფეხები ფეხსაცმლის გარეშე დააწყოთ. იატაკი სავსეა ბაქტერიებით, საჭმლის ნარჩენებით და სხვა არასასიამოვნო ნივთიერებებით.

  • უარი თქვით ყავაზე, ჩაიზე და ყინულზე

კვლევებით დასტურდება, რომ თვითმფრინავების წყლების მარაგი მხოლოდ 15/20 პროცენტის შემთხვევაში აკმაყოფილებს სტანდარტებს. მართალია, ავიახაზების უმეტესობა ჩაიდანს ონკანის წყლიდან არ ავსებს, თუმცა ყინულები მაინც ამ წყლითაა დამზადებული. წყლის დისპანსერები ხშირად ძველია და სჯობს თუ მხოლოდ ბოთლის დაბეჭდილ წყალს მიანიჭებთ უპირატესობას.

  • არ მიირთვათ მაგიდაზე დავარდნილი საკვები

ავიახაზების გუნდი ცდილობს საუკეთესოდ მოახდინოს თვითმფრინავის სანიტარია, თუმცა ის ბოლომდე სუფთა მაინც არაა. სასურველია, თუ მაგიდას დეზინფექციას თავადაც გაუკეთებთ, გამოიყენებთ სადეზინფექციო ხსნარით გაჯერებულ ხელსახოცებს.

  • ნუ შეეხებით უნიტაზის ჩასარეცხ ღილაკს

თვითმფრინავის საპირფარეშოც სავსეა ბაქტერიებით. თავის დასაცავად, გამოიყენეთ ხელსახოცი მის ჩასარეცხად. შემდეგ, კი დაიბანეთ ხელები.

  • არ გამოიყენოთ ავიახაზების პლედები

ხშირ შემთხვევაში, თვითმფრინავში არსებული პლედები ფრენიდან ფრენამდე სრულყოფილად არ ირეცხება. ამიტომ, გირჩევთ თვითმფრინავში საკუთარი პლედი ან თბილი მოსაცმელი აიტანოთ. არაა გამორიცხული რომ შეგცივდეთ.

  • არ დაგავიწყდეთ წყლის სმა

თვითმფრინავში ხშირად გვიშრება ყელი და ეს მარილიანი ჩხირების დამსახურება არაა. კაბინები დაბალი ტენიანობით გამოირჩევიან და გარკვეულ სიმაღლეზე ორგანიზმს წყალი აკლდება. წაიღეთ წყალი საკუთარი პატარა ბოთლით ან შეიძინეთ ის თვითმფრინავში. ამგვარად, დანიშნულების ადგილას არც გამოფიტული ჩახვალთ და არც თავის ტკივილი შეგაწუხებთ.

  • ეცადეთ არ შეეხოთ სახეს

მაქსიმალურად შეზღუდეთ ხელით სახის შეხება ან თითის პირთან მიტანა. თუ ეს აუცილებელია, ჯერ ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ.

  • ნუ დააყენებთ რიგს საპირფარეშოსთან

თვითმფრინავის ტუალეტთან არსებული გრძელი რიგი შემაწუხებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საპირფარეშოსთან ახლოს სხედან და საშიშია თქვენთვისაც თუ მოულოდნელად თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდება.

  • არ დაგავიწყდეთ სადეზინფექციო ხსნარი

დაიცავით საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა. აიტანეთ თვითმფრინავში სადეზინფექციო ხსნარი და ხელსახოცები.

  • ნუ ადგებით მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავის ბორბალი მიწას შეეხება

თვითმფრინავის დაჯდომიდან წუთების მანძილზე მგზავრების ფეხზე ადგომა ჯერ კიდევ საშიშია. თუ გსურთ, რომ დაზიანება არ მიიღოთ და არც სხვას მიაყენოთ, გაითვალისწინეთ ფრენის უსაფრთხოების წესები და დაიცადეთ იქამდე, სანამ ბორტგამცილებლები ადგომის უფლებას არ დაგრთავენ.

  • ნუ ჩაწერთ ხმოვან მესიჯებს ხმამაღლა

თვითმფრინავში ტელეფონის გამოყენება ნებადართულია. მთავარია ჩართული გქონდეთ Airplane Mode და შეგიძლიათ გამოიყენოთ თვითმფრინავის WiFi ან ისარგებლოთ უბრალოდ ტელეფონით. პატივი ეცით სხვებს და ნუ ისაუბრებთ ხმამაღლა.

  • ნუ იკამათებთ ბორტგამცილებლებთან

ხანდახან რაღაცეები გეგმის მიხედვით არ მისი, მაგრამ ნუ მიიტანთ იერიშს ბორტგამცილებელზე. შესაძლოა რაღაც წესები არ მოგწონთ, მაგრამ ეს ამ ადამიანების ვალდებულებაა, რომ მიგითითონ.

  • ნუ შეინახავთ პირად წამლებს ბარგში

თუ აუცილებელ პირად წამლებს იღებთ, ნუ შეინახავთ მას ჩასაბარებელ ბარგში. იმ შემთხვევაში თუ ბარგი დაიკარგა ან სხვა მიმართულებით წავიდა, სანამ მას დაგიბრუნებენ, წამლების ჩანაცვლება რთული გახდება. შეინახეთ ისინი ხელბარგში, რომელიც სულ თან გექნებათ.