მალტაზე მოხვედრა საკრუიზო გემის და იახტის გარდა, მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი. აქ მხოლოდ ერთი – მალტას საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. ის ემსახურება გოზოს კუნძულსაც და პატარა კომინოსაც. ეს პატარა აეროპორტი საკმაოდ მარტივი და კომფორტულია ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლისას. ჩვენ მალტას აეროპორტის შესახებ საჭირო ინფორმაციებს მოგაწვდით. აეროპორტის აბრევიატურა: MLA ადგილმდებარეობს: გუდჯა, 9 კილომეტრში მალტას დედაქალაქიდან, ვალეტადან. მალტას აეროპორტი აღჭურვილია […]
არასრულწლოვანი მოზარდის თვითმფრინავით მარტო გაშვება მითუმეტეს პირველად, ხშირად არის შფოთვის მიზეზი. თუმცა, შეიძლება სულაც არ იყოს ეს სანერვიულო. იცოდეთ, რომ მილიონობით არასრულწლოვანი დაფრინავს წლის მანძილზე. 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის მარტო მგზავრობისას ავიახაზებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ: ზედმეტი გადასახადი, ფრენა გადაჯდომის გარეშე და აშ. 12 წლიდან კი ძირითადად არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. ფრენამდე აუცილებლად გაარკვიეთ კონკრეტული ავიახაზების […]
თაფლობისთვე მნიშვნელოვანი მოგზაურობაა, რადგანაც პირველად მოგზაურობთ ოფიციალური სტატუსის შემდეგ. იმისათვის, რომ თქვენი საოცნებო მოგზაურობა არასასიამოვნო სიურპრიზებით არ იყოს აღსავსე, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ. სასტუმრო, ფრენის დრო, ამინდი, საკვები – ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა სტრესი თავიდან აირიდოთ და მხოლოდ ბედნიერი მოგონებები შემოგრჩეთ. ჩვენ ამისათვის გარკვეულ რჩევებს მოგცემთ: დრო უმნიშვნელოვანესია განსაზღვრეთ მოგზაურობის პერიოდი თაფლობისთვის კონკრეტული […]
ბორტგამცილებლები ყოველთვის მშვიდები და ზრდილობიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა მგზავრი უხეშობს თუ არასწორად იქცევა. მსგავსი ფაქტების შენიშვნა მოტივაციას გვაძლევს ჩვენც ზრდილობიანები და კეთილგანწყობილები ვიყოთ როგორც მგზავრების, ასევე მათ წინაშე. ბორტგამცილებლებს მოსწონთ, როდესაც ვეხმარებით და წესებს ვიცავთ, მაგრამ ხანდახან მგზავრს ჰგონია რომ ეხმარება, სინამდვილეში კი ბორტგამცილებლის საქმეს უფრო ართულებს. თუ გაინტერესებთ რას აკეთებთ არასწორად, ამ ბლოგში […]
საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები მთელ მსოფლიოს თქვენს ხელებში მოაქცევენ. თუ ბიუჯეტურად მგზავრობთ, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით გამოგადგებათ. ჩვენ უახლეს რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ: TripIt სამოგზაურო მარშრუტების დასაგეგმად, ეს აპლიკაცია თქვენი ასისტენტის როლს შეითავსებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ ადგილას მოუყრის თავს. ყველა ჯავშანი, ფოტო, პდფ, QR კოდი და სხვა სამოგზაურო დოკუმენტაცია აპლიკაციაში ინტერნეტის გარეშეც გამოჩნდება. Android Apple FlightAware ეს […]
მოგზაურობის დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები მარტივია, მაგრამ ბევრს მაინც უჭირს მათი დაცვა. ხანდახან მოგზაურები ქურდების მიერ ზარალდებიან. იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ, ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. მათი შესრულებით არაფერზე გექნებათ სანერვიულო! 1 მომზადება იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მიდიხართ. მოიძიეთ ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების, დოლარის კურსის, უსაფრთხოების, […]
მოგზაურობა სასიყვარულო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის შეიძლება გამოწვევა იყოს წყვილებისთვის თუმცა საინტერესო გამოცდილებებით სავსე. ასე უფრო მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, რადგანაც მოგზაურობა ადამიანებს აახლოვებთ. ჩვენ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ: იქონიეთ მოთმინება პირველი საერთო მოგზაურობები შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ხანდახან გვიჩნდება კითხვა: “გაუძლებს კი ჩვენი ურთიერთობა ამას?”. გახსოვდეთ, წყვილის მოგზაურობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კამათს, ჩხუბს და ერთმანეთის გაღიზიანებას. როდესაც […]
ზოგ მოგზაურს, ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ძალიან ხიბლავს, მაგრამ ხანდახან ამას ფიზიკურად ვერ ასწრებს. ხანდახან უბრალოდ გადაჯდომა გვიწევს და საათები აეროპორტში მოსაწყენად გადის. ზოგიერთმა აეროპორტმა ეს ფაქტორები გაითვალისწინა და გადაწყვიტა თავის სივრცეში შთამაგონებელი და კრეატიული კუთხეები მოეწყო. 1. დოჰა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი სოციალური მედიიდან ბევრმა იცის გიგანტური დათვის შესახებ, რომელიც დოჰას აეროპორტში მდებარეობს. თუმცა, მის გარდა, […]
ბევრი ხუმრობს, რომ აეროპორტში შემთხვევით ნაღმი და სხვა მსგავსი ნივთები არ უნდა აღმოგაჩნდეს, თუმცა მაინც საფრთხილოა იქ გარკვეული წესების დაცვა. ფრენის პროცესი შესაძლოა სტრესული იყოს, მაგრამ ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ეს სტრესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. მიბაძეთ ჭკვიან და გამოცდილ მოგზაურებს და გაითვალისწინეთ ეს რჩევები: ნუ მოელოდებით, რომ ეს მარტივი იქნება მართალია, თანამედროვე სამყაროში პროცესები საგრძნობლად […]
მარტო მოგზაურობა საოცრად ამაღელვებელი შეიძლება იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ის გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ საკუთარი თავი და გავიზარდოთ, შევიგრძნოთ თავისუფლება და ვიპოვნოთ ნამდვილი სურვილები. მაგრამ, თუ ამას პირველად აკეთებთ, გარკვეული რჩევების გათვალისწინება დაგჭირდებათ. 1. უსაფრთხოება პრიორიტეტია არსებობს მიმართულებები, რომლებიც უფრო უსაფრთხოა სოლო მოგზაურობისთვის, ვიდრე სხვა ადგილები. ამიტომაც სწორი სამოგზაურო მიმართულების არჩევა მნიშვნელოვანია. 2. შეისწავლეთ სიტყვები […]