მოგზაურობის დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები მარტივია, მაგრამ ბევრს მაინც უჭირს მათი დაცვა. ხანდახან მოგზაურები ქურდების მიერ ზარალდებიან. იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ და უსიამოვნებები თავიდან ავიცილოთ, ჩვენ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. მათი შესრულებით არაფერზე გექნებათ სანერვიულო! 1 მომზადება იქამდე, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მიდიხართ. მოიძიეთ ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების, დოლარის კურსის, უსაფრთხოების, […]
მოგზაურობა სასიყვარულო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის შეიძლება გამოწვევა იყოს წყვილებისთვის თუმცა საინტერესო გამოცდილებებით სავსე. ასე უფრო მეტს გაიგებთ ერთმანეთზე, რადგანაც მოგზაურობა ადამიანებს აახლოვებთ. ჩვენ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ: იქონიეთ მოთმინება პირველი საერთო მოგზაურობები შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ხანდახან გვიჩნდება კითხვა: “გაუძლებს კი ჩვენი ურთიერთობა ამას?”. გახსოვდეთ, წყვილის მოგზაურობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კამათს, ჩხუბს და ერთმანეთის გაღიზიანებას. როდესაც […]
ზოგ მოგზაურს, ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ძალიან ხიბლავს, მაგრამ ხანდახან ამას ფიზიკურად ვერ ასწრებს. ხანდახან უბრალოდ გადაჯდომა გვიწევს და საათები აეროპორტში მოსაწყენად გადის. ზოგიერთმა აეროპორტმა ეს ფაქტორები გაითვალისწინა და გადაწყვიტა თავის სივრცეში შთამაგონებელი და კრეატიული კუთხეები მოეწყო. 1. დოჰა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი სოციალური მედიიდან ბევრმა იცის გიგანტური დათვის შესახებ, რომელიც დოჰას აეროპორტში მდებარეობს. თუმცა, მის გარდა, […]
ბევრი ხუმრობს, რომ აეროპორტში შემთხვევით ნაღმი და სხვა მსგავსი ნივთები არ უნდა აღმოგაჩნდეს, თუმცა მაინც საფრთხილოა იქ გარკვეული წესების დაცვა. ფრენის პროცესი შესაძლოა სტრესული იყოს, მაგრამ ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ ეს სტრესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. მიბაძეთ ჭკვიან და გამოცდილ მოგზაურებს და გაითვალისწინეთ ეს რჩევები: ნუ მოელოდებით, რომ ეს მარტივი იქნება მართალია, თანამედროვე სამყაროში პროცესები საგრძნობლად […]
მარტო მოგზაურობა საოცრად ამაღელვებელი შეიძლება იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ის გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ საკუთარი თავი და გავიზარდოთ, შევიგრძნოთ თავისუფლება და ვიპოვნოთ ნამდვილი სურვილები. მაგრამ, თუ ამას პირველად აკეთებთ, გარკვეული რჩევების გათვალისწინება დაგჭირდებათ. 1. უსაფრთხოება პრიორიტეტია არსებობს მიმართულებები, რომლებიც უფრო უსაფრთხოა სოლო მოგზაურობისთვის, ვიდრე სხვა ადგილები. ამიტომაც სწორი სამოგზაურო მიმართულების არჩევა მნიშვნელოვანია. 2. შეისწავლეთ სიტყვები […]
ბარსელონას და მადრიდის აეროპორტებში სატრანსპორტო ქსელი ბრწყინვალედაა მოწყობილი, ასე რომ ქალაქის ცენტრში მოხვედრა ადვილი და ხელმისაწვდომია. ბარსელონა Barcelona-El Prat Airport – ბარსელონა-ელ პრატის აეროპორტი ბარსელონას ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს და ტაქსით 20 წთ, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით 35 წთ დაგჭირდებათ. აქ მეტროს სადგური, რკინიგზა, ავტობუსის გაჩერება და ტაქსის პარკინგია, ამიტომაც არჩევანი თქვენზეა. ტაქსი ეს სწრაფი და […]
პირველი საერთაშორისო მოგზაურობა საოცრად ამაღელვებელია. ქვეყნიდან გასვლა განსაკუთრებულ შეგრძნებებს გვანიჭებს, თუმცა, ის ხანდახან ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავდით. ჩვენ გავრცელებულ სამოგზაურო შეცდომებს გაგიმხელთ, რომელსაც ადამიანები პირველი მოგზაურობისას უშვებენ და გირჩევთ როგორ აირიდოთ ისინი თავიდან. 1. ზედმეტის ჩალაგება ადამიანები ხშირად ნანობენ იმას, რომ ბარგი ზედმეტად გადაავსეს, მოგზაურობაში ბევრი არასაჭირო ნივთი წაიღეს და ჩალაგებისას უფრო გონივრულად არ […]
ზოგიერთი მოგზაურისთვის ფრენა დიდი შფოთვის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ავიახაზებს უმაღლესი უსაფრთხოების ზომები აქვთ, რთულია პოზიტივზე ვკონცენტრირდეთ თუ სხეული ბუნებრივად განიცდის სტრესს ჰაერში ყოფნისას. ერთ-ერთი ცნობილი გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ადამიანების 40% აქვს ფრენის ღელვა და მცირე დოზით შიში, მათგან ძალიან მცირე ნაწილს კი ფობია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ როგორ გრძნობთ თავს ფრენისას, რა დოზით […]
გერმანიის დედაქალაქს უკვე ერთი დიდი აეროპორტი აქვს, რომელმაც მანამდე არსებული სამი აეროპორტის მაგივრობა გაწია. როგორც კი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ჩახვალთ, ქალაქის ცენტრში მოხვედრაზე არ უნდა იდარდოთ. აქედან აეროპორტის ტაქსები, მატარებლები და ავტობუსები აქტიურად დადიან. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანაც. ტაქსი: 49€, დრო: 45 წთ ავტობუსი: 3.80€, დრო 45-55 წთ. მატარებელი: 3.80€, დრო 30 წთ. ბრანდებურგის ბერლინის აეროპორტიდან […]
რა არის ტურბულენტობა და რატომ იგრძნობა ის ხანდახან ძლიერად? ტურბულენტობა უეცარი და ხანდახან აგრესიული ჰაერის ნაკადის მოძრაობაა თვითმფრინავის გარშემო. იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერია ჰაერის ცვლა ატმოსფეროში თვითმფრინავის ირგვლივ, იმდენად შეიგრძნობა ძვრები მასში სხდომისას. ძლიერი ტურბულენტობის დროს მგზავრები შესაძლოა ფიზიკურად დაზიანდნენ კიდეც. სანერვიულოა თუ არა ტურბულენტობა ფრენის დროს? ხშირად ტურბულენტობა რბილი და ზომიერია. პილოტები პროფესიონალურ, […]