საბედნიეროდ, ფიზიკურად შეუძლებელია გააღოთ კარები შუა ფრენისას, მაგრამ მცდელობის შემთხვევაში, ამას სერიოზული შედეგები მოყვება. საავარიო გასასვლელთან ჯდომა არამხოლოდ ფეხებისთვის ზედმეტი ადგილის გამოთავისუფლებაა, არამედ მნიშვნელოვანი როლის მორგებაა. კარებები სტრატეგიულადაა განთავსებული ისე, რომ მგზავრებმა ევაკუაცია ადვილად შეძლონ. მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო თვითმფრინავს 16 საავარიო გასასვლელი აქვს, ეს ნიშნავს თითო კარებს ყოველ 50 მგზავრზე. მართალია ბორტგმაცილებლები მიგვითითებენ თუ როგორ […]
თვითმფრინავში საპირფარეშოს გამოყენება ალბათ ყველას დაგვჭირვებია, მაგრამ ხანდახან არ ვიცით არის თუ არა ამისთვის შესაფერისი დრო. ეს კომპლექსური საკითხია, რადგანაც არასწორი დროის არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა ბორტგმაცილებლების მიერ დახლის ჩამოტარების გამო ისე შეფერხდეთ, რომ სკამთან დაბრუნებას დიდი დრო მოანდომოთ. ბორტგამცილებლები გვირჩევენ თვითფრინავში ყოფნისას საპირფარეშოსთვის ორი ფანჯარა გამოვიყენოთ: მაშინ, როცა საკვების და ნარჩენების ჩამოტარება დასრულდება და იქამდე […]
მსხვილ ავიახაზებზე მომუშავე პილოტები უზარმაზარ თვითმფრინავებს მართავენ ასობით მგზავრით ბორტზე. მაგრამ, ხანდახან იმუნური სისტემა მათაც მტყუნობთ. საბედნიეროდ, მსგავსი იშვიათი ინციდენტები მგზავრებზე გავლენას არ ახდენენ. პირველ რიგში, პილოტები ვერ ხვდებიან რეისზე, თუ მათ რაიმე პრობლემა აღენიშნებათ. მათ წინასწარ უტარდებათ სპეციალური ჯანმრთელობის შემოწმება, რათა დადგინდეს დაავადებების, სტრესის, დაღლილობის, ემოციების მიერ გამოწვეული ცვლილებების ხარისხი მათ ორგანიზში, ასევე რაიმე […]
მოწმენდილ ცაზე, თვითმფრინავის დანახვისას აუცილებლად შევამჩნევთ თეთრ ზოლს, რომელსაც ის ფრენისას ტოვებს. ისინი ჩნდებიან მაშინ, როცა თვითმფრინავის ძრავიდან გამოსული ცხელი, ნოტიო გამონაბოლქვი, მაღალ სიმაღლეზე არსებულ ცივ ჰაერს ერწყმის. შედეგად, წარმოიქმნება თეთრი ზოლები, რომლებსაც მიწიდან ასე თვალნათლივ ვხედავთ. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ცივ ამინდში, პირით სუნთქვისას ორთქლი ხილული ხდება, დაახლოებით მსგავსი პრინციპია თვითმფრინავის შემთხვევაშიც. მაგრამ, ყველა თვითმფრინავი […]
საავიაციო მუზეუმები წარმოადგენენ ტექნოლოგიური მიღწევების და ინოვაციის ვიზუალურ სახელმძღვანელოს. ისინის აშუალებას გაძლევენ გადახედოთ უნიკალურ წარსულს და საინტერესოა არამხოლოდ ავიაციის ენთუზიასტებისთვის, არამედ ნებისმიერი ინტერესების მქონე მოგზაურისთვის. ჩვენ 9 საუკეთესო შეგირჩიეთ ევროპაში: 1. იმპერიული ომის მუზეუმი, დაქსფორდი, დიდი ბრიტანეთი Imperial War Museum Duxford პირველ სამეფო საჰაერო ძალების სადგურზე მდებარე ეს მუზეუმი 200-მდე საჰაერო ხომალდს აერთიანებს. აქ ნახავთ […]
ფრენა ასაკოვანი ადამიანებისთვის შესაძლოა გამოწვევა იყოს, მაგრამ სწორი დაგეგმვით ყველაფერი ადვილად მოგვარებადია. მათ შეუძლიათ ისიამოვნონ კომფორტული და უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობით. 1. აირჩიეთ სწორი დრო მოგზაურობისთვის აირჩიეთ დრო, როცა აეროპორტი ნაკლებადაა დატვირთული, რათა ხალხმრავლობის სტრესი აირიდოთ თავიდან. ასევე, შეარჩიეთ ფრენა გადაჯდომის გარეშე. ნუ იმოგზაურებთ სეზონზე, რომელიც ჯანმრთელობაზე იმოქმედებს, რადგანაც ასაკოვანი ადამიანები სენსიტიურები არიან კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. […]
ფრენის ბილეთი ნაყიდია, სასტუმრო დაჯავშნილი, ჩანთა ჩალაგებული, მაგრამ ყელის ტკივილი გეწყენაბთ და სურდო იჩენს თავს? გაციების შემთხვევაში საჰაერო მოგზაურობისას რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. გაციებას სხვადასხვა ვირუსი იწვევს. ტიპური სიმპტომებია: სურდო ან ცხვირში გაჭედილობა, ყელის და თავის ტკივილი. შეგიძლიათ თუ არა ამ დროს მოგზაურობა? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის […]
საჰაერო ფრენის დროს ყურადსაღებია ხელბარგის სწორად ჩალაგება. ბევრმა მოგზაურმა იცის სითხეების ლიმიტის შესახებ, მაგრამ რა ხდება ფაუერ ბანკების, სანთებელების და საპარსი საშუალებების შემთხვევაში? შეგვიძლია თუ არა რომ გვედოს ცარიელი ბოთლი? სანთებელები: როგორც წესი, სანთებელა აკრძალულია როგორც ხელბარგში, ასევე ჩასაბარებელ ბარგში. მაგრამ, ის შეგიძლიათ იქონიოთ თან, შარვლის ან ჟაკეტის ჟიბეში. სრულიად აკრძალულია ისეთი სანთებელების ფლობა, რომლებიც […]
Duty-free-ში შოპინგი ხშირად ხელსაყრელი და კომფორტული არჩევანია. აეროპორტის დუტიფრიში ნაყიდი ნივთები არ გვეთვლება დამატებით ბარგად, შეგვიძლია ცალკე ავიტანოთ თვითმფრინავში, არ გადავიხადოთ ზედმეტი გადასახადი და მოვასწროთ საჩუქრის ყიდვა სამშობლოში დაბრუნებამდე – ეს მისი რამდენიმე დადებითი მახასიათებელია. ჩვენ გირჩევთ თუ რისი შეძენა ღირს და რისი არა. საუკეთესო პროდუქცია, რასაც Duty-free-ში შეიძენთ: ლიქიორი – ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული […]
ეკონომ, პრემიუმ ეკონომ და ბიზნეს კლასებს შორის განსხვავება ჩანს მათ სერვისში, კომფორტში და აღჭურვილობებში. ეკონომ კლასი ეს ხელმისაწვდომი სამოგზაურო ვარიანტია, განსაკუთრებით მოკლე და საშუალო მანძილებზე. რა თქმა უნდა, კომფორტი შეზღუდულია, მაგრამ აღჭურვილობები ავიახაზების მიხედვით იცვლება. სკამები: ისინი სტანდარტულია და ვიწრო. მათი ფართობი დაახლოებით 40 სმ-ია. საკვები და სასმელი: გრძელ ფრენებზე ავიახაზებს 1 ან 2 კვებას […]