შეიძლება თუ არა აეროპორტის დატოვება გადაჯდომის დროს?
გრძელი გადაჯდომები ხშირადაა მოგზაურობის ნაწილი. თუ ადგილობრივი კანონები ნებას გვრთავს დავტოვოთ აეროპორტი მორიგ ფრენამდე, მაშინ ეს მშვენიერი გადაწყვეტილებაა ახალი ქალაქის მოსანახულებლად. მაგრამ, სანამ კონკრეტულ აეროპორტს დატოვებთ, გარკვეული ფაქტორები გაითვალისწინეთ.
შეგვიძლია თუ არა გადაჯდომის დროს აეროპორტის დატოვება, ეს დამოკიდებულია მიმართულებაზე. ზოგიერთი ქვეყანა ვიზას იმ შემთხვევაშიც ითხოვს თუ აეროპორტს რამდენიმე საათით ვტოვებთ. ზოგგან თავისუფლად შეგიძლიათ გახვიდეთ, მაგრამ უკან დაბრუნებისას პასპორტ კონტროლს ახლიდან გაივლით.
გადაჯდომა ევროკავშირში
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ აეროპორტი შემდეგი პირობებით: თუ თან ექნებათ ბიომეტრიული პასპორტი, ქვეყანა იქნება შენგენის წარმომადგენელი, იქონიებენ გადაჯდომის ბილეთს, სამოგზაურო დაზღვევას და ექნებათ საკმარისი დრო. ამისათვის, გადაჯდომა 5-6 საათს მაინც უნდა გასტანდეს. არ შეგიძლიათ დატოვოთ აეროპორტი იმ ქვეყანაში, სადაც შესვლისთვის ვიზა გვესაჭიროება.
ევროკავშირის მიღმა
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტის დატოვება ვიზის გარეშე შეუძლიათ 90 დღიანი შეზღუდვის საფუძველზე: თურქეთი; ემირატები; ტაილანდი; ჩინეთი; ბრაზილია; არგენტინა, ჩილე; კოლუმბია.
ქვეყნები სადაც ონლაინ ვიზაა საჭირო: ეგვიპტე, ინდოეთი, კენია, შრი ლანკა, ინდონეზია
ქვეყნები სადაც ვიზის აღება წინასწარაა საჭირო: აშშ; დიდი ბრიტანეთი.
გასათვალისწინებელი ფაქტორები: პირველ რიგში დრო! აეროპორტის დატოვებისა და მობრუნებისთვის გადაჯდომის ხანგრძლივობა 5-7 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. წინასწარ მოიძიეთ აეროპორტსა და ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი ტრანსპორტი, მათი სიხშირე და მგზავრობის ხანგრძლივობა. იცოდეთ, რომ აეროპორტში დაბრუნებისას უსაფრთხოების შემოწმება ახლიდან უნდა გაიაროთ, შეიძლება იყოს რიგებიც.