თუ ფრენისას შფოთავთ, ეს აპლიკაციები დაგეხმარებათ
შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ იმ ადამიანებსაც კი, ვინც ძალიან ხშირად დაფრინავენ, ფრენისგან გამოწვეული შფოთვა ახასიათებთ. ჩვენ გირჩევთ რამდენიმე უფასო აპლიკაციას ამ შფოთვის გადასალახად. თუ მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები არ გშველით, აუცილებლად სცადეთ ტურბულენტობის განმსაზღვრელი აპლიკაციები.
Flying Calmly app – შეიყვანეთ თქვენი ფრენის ინფორმაცია ამ აპლიკაციაში. მომხმარებლები ტურბულენტობის შესახებ ინფორმაციას ფრენამდე 24 საათით ადრე მიიღებენ და აპლიკაცია გამოგიგზავნით შეხსენებას ნებისმიერ ცვლილებაზე. აპლიკაციაში ნახავთ გრაფას იმის შესახებ თუ როდის შეიძლება ჰქონდეს ადგილი ტურბულენტობას თქვენი ფრენის მანძილზე. ამინდის პროგნოზი რა თქმა უნდა 100 პროცენტიან გარანტიას მაინც ვერ გვაძლევს და აუცილებლად გაითვალისწინეთ ბორტგამცილებლების მითითებები ფრენის დროს. აპლიკაცია მის მომხმარებლებს ანიჭებს განცდას, რომ ისინი სიტუაციას მეტად აკონტროლებენ. ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ აპლიკაცია ფრენამდე მნიშვნელოვნად ჰგვრით შვებას და მათ გარეშე შფოთვა უფრო გამძაფრებული ჰქონდათ.
თუმცა, Flying Calmly არაა ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც ფრენამდე გვეხმარება. არსებობს ასევე Turbcast, რომელიც ტურბულენტობის პროგნოზის გარდა, გვიხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საშიშროების ნაკლებობას. მისი ფასია 1.99 $.
Soar ასევე ხელმისაწვდომი აპლიკაციაა, რომელიც გვთავაზობს ტურბულენტობის პროგნოზს, გაკვეთილებს შიშების გასაფანტად და რადარს, რომელიც ანახებს მომხმარებლებს რომ არაფერია საშიში ცაში რეალურ დროს. აპლიკაცია უფასოა, თუმცა აქვს ფასიანი სერვისებიც.
საბოლოოდ კი არის Turbli, მორიგი უფასო აპლიკაცია, რომელიც ტურბულენტობის პროგნოზთან ერთად გაჩვენებთ ფრენა დროულად შესრულდება თუ შანსია რომ დაიგვიანოს, მას შემდეგ რაც თქვენი ბილეთის ინფორმაციას შეიყვანთ.
ამ აპლიკაციების გამოყენების გარდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თვითმფრინავები აგებულია ექსტრემალურად რთული ტურბულენტობისთვის, რაც ისედაც ძალიან იშვიათად ხდება. შესაძლოა ფრენის რაღაც პერიოდი არასასიამოვნო ან არაკომფორტული იყოს, მაგრამ თვითმფრინავს და მგზავრებს არაფერი მოუვათ.
თუ ფრენის მახასიათებელ შფოთვებზე მეტი რჩევა გჭირდებათ, იხილეთ ფსიქოლოგის რჩევები და მოემზადეთ თქვენი მომავალი ფრენისთვის სათანადოდ.