რა უნდა გაითვალისწინოთ მარტო მოგზაურობის დროს
მარტო მოგზაურობა საოცრად ამაღელვებელი შეიძლება იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ის გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ საკუთარი თავი და გავიზარდოთ, შევიგრძნოთ თავისუფლება და ვიპოვნოთ ნამდვილი სურვილები. მაგრამ, თუ ამას პირველად აკეთებთ, გარკვეული რჩევების გათვალისწინება დაგჭირდებათ.
1. უსაფრთხოება პრიორიტეტია
არსებობს მიმართულებები, რომლებიც უფრო უსაფრთხოა სოლო მოგზაურობისთვის, ვიდრე სხვა ადგილები. ამიტომაც სწორი სამოგზაურო მიმართულების არჩევა მნიშვნელოვანია.
2. შეისწავლეთ სიტყვები ადგილობრივ ენაზე
ძალისხმევა რომ ისწავლოთ გამოსადეგარი ფრაზები იმ სახელმწიფო ენაზე, სადაც ჩადიხართ, ქვეყნის მეტად შეცნობაში და კეთილგანწყობის მოპოვებაში გამოგადგებათ. ზრდილობიანი სიტყვები ბევრ კარს გაგიღებთ.
3. დაათვალიერეთ სახლის გაზიარების ვარიანტები
ღია და გახსნილი იყავით მსგავსი ოფიციალური საიტების და აპლიკაციების მიმართ, რომლებიც ბინის გაზიარებას გთავაზობენ. სასტუმროში მარტო დარჩენა ბევრად ძვირი დაგიჯდებათ. ჰოსტელები და Airnbns-ის სახლები გაზიარების ვარიანტებით მშვენიერი შესაძლებლობაა შეხვდეთ ადამიანებს. ეს თქვენს მოგზაურობას ბევრად საინტერესოს გახდის და მარტოსულობის განცდა ნაკლებად დაგეუფლებათ.
4. გამოიწვიეთ საკუთარი თავი
რაღაც მომენტში შესაძლოა მოწყენილობამ შემოგიტიოთ, მაგრამ მოუფიქრეთ რამე თქვენ თავს, რასაც მარტო გაუმკლავდებით და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად არ გააკეთებდით. მაგალითად, ქალაქის შესწავლა ისე რომ, მთელი დღის მანძილზე არანაირი მოსაკრებლის გადახდა არ მოგიწიოთ; რომელიმე უბნის ყველა ქუჩის ნახვა და აშ.
5. სცადეთ Couchsurfing
Couchsurfing – პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც მოგზაურები ადგილობრივების ოჯახებში რჩებიან. ეს კარგი შანსია გაიცნოთ ახალი ადამიანები და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. საიტზე მასპინძლებზე დაწერილი კომენტარები და შეფასებებია, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
6. დრო გაანაწილეთ თქვენებურად
სხვებთან მოგზაურობის დროს, ხშირად ვერ ვიქცევით ისე, როგორც გვინდა და სხვების დროებს და სურვილებს ვერგებით: ხან გვაჩქარებენ, ხანდახან კი ძალიან ზანტები არიან. მარტო მოგზაურობის პლუსი კი ისაა, რომ ანაწილებთ დროს ისე როგორც გსურთ და უფრო მეტად ახდენთ განტვირთვას, შფოთვის გარეშე. ეს ნიშნავს, მუზეუმშიც და სხვა ღირსშესანიშნაობების მიმდებარედაც იმდენხანს გაჩერდეთ რამდენ ხანსაც გსურთ.
7. ესაუბრეთ ადგილობრივებს
ხშირად, იმისათვის, რომ უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილება მივიღოთ, ტურისტული ადგილებიდან უნდა გადავუხვიოთ და ქალაქი ავთენტურად შევიგრძნოთ. დასხედით რომელიმე ტრადიციულ ბარ-რესტორანში და გაესაუბრეთ ადგილობრივებს, თუნდაც ბარმენს და თანამშრომლებს. ჰკითხეთ რა უნდა ნახოთ ქალაქში და რას გირჩევენ.
8. იყავით საკუთარი თავის ფოტოგრაფი
სოლო მოგზაურობა ფოტოგრაფიის ენთუზიასტების ოცნებაა. საკუთარ თავსაც და გარემოსაც თავად გადაუღეთ ფოტოები. გააკეთეთ ან სელფის სტილში ან შეიძინეთ მობილურის კომპაქტური შტატივი, რომელსაც ძალიან სასარგებლოდ გამოიყენებთ.
9. გჯეროდეთ საკუთარი თავის
სოლო მოგზაურობა საკმაოდ რთული შეიძლება იყოს, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. მოგზაურები, რომლებიც მარტო მოგზაურობისას თავდაჯერებას გრძნობენ, გაცილებით უფრო ბედნიერი მოგონებებით ჩამოდიან.
10. შეუერთდით ტურებს
თიტქმის ყველა ქალაქშია დაორგანიზებული ტურები ტურისტებისთვის, როგორც საფეხმავლო, ისე წყლის ტრანსპორტით. შეუერთდით მათ და ქალაქის თუ კონკრეტული ადგილის დათვალიერებისას თავს მარტო არ იგრძნობთ, შესაძლოა ასე ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ. იმის მიხედვით, თუ რომელ რეგიონში მოგზაურობთ, დაკავდით ღვინის ან კულინარიული ტურით.
და ბოლოს, უბრალოდ ენდეთ საკუთარ წინათგრძნობებს და შეიგრძენით თავისუფლება!