5 ბიუჯეტური ავიახაზები რომლებსაც უმაღლესი შეფასებები აქვთ
დაზოგეთ ფული ფრენაზე და გამოიყენეთ ის სასურველ ადგილზე ჩასვლისას. ამისათვის, უბრალოდ ბიუჯეტური ავიახაზები უნდა აირჩიოთ. დღეს არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ამიტომაც, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები უფრო ეკონომიური თავგადასავლებისთვის! შეიძლება ისინი პრემიუმ ტიპის მგზავრობას არ გვპირდებიან, თუმცა საკვების ატანა თვითმფრინავში თავადაც შეგიძლიათ და დაგვეთანხმებით, რომ სჯობს ხმელეთზე უფრო კარგად დაისვენოთ, ვიდრე ჰაერში 2 საათით ყოფნის დროს. უსაფრთხოობის გარანტიას კი ყველა ავიახაზები იძლევა. თუ საქართველოდან ვერ მოახერხებთ, შეგიძლიათ ამ იაფ ავიახაზებს ევროპაში გადაადგილებისას მიმართოთ.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები? შუა კვირაში მოგზაურობა უფრო იაფია, ვიდრე სხვა დღეებში. დილის ფრენებსაც ნაკლები ღირებულება აქვთ, ვიდრე ღამის.
ბიუჯეტური ავიახაზები ფულს სხვადასხვა სერვისებით ზოგავენ: სკამების არჩევით, პატარა სივრცით, ბარგის შეზღუდვით, ნაკლები წასახემსებლითა და სასმლით ბორტზე და აშ. ისინი ძირითადად დაფრინავენ იმ მეორეხარისხოვან აეროპორტებში, სადაც გადასახადი ნაკლებია. მათ უმეტესობას მხოლოდ 1 კლასი აქვს და პირველს ან ბიზნეს-კლასს არ გვთავაზობენ.
როდესაც ფულის დაზოგვაზე ხართ ორიენტირებული, თქვენთვის ბიუჯეტური ავიახაზები საუკეთესო არჩევანია. მითუმეტეს, თუ მსუბუქად, მცირე ბარგით მოგზაურობთ.
საუკეთესოდ შეფასებული ბიუჯეტური ავიახაზები:
Breeze Airways
ბრიზი ბიუჯეტურ ავიახაზებში მუდამ ლიდერობს. როგორც სხვა იაფი ავიახაზების შემთხვევაში, ჩასაბარებელი ბარგის საფასურს აქაც ცალკე იხდით, თუმცა ბარგის ფასებიც საკმაოდ დაბალი აქვთ.
Avelo Airlines
აველო ძირითადად ამერიკის ბაზაზეა ორიენტირებული. სკამებს შორის ადგილი ვიწროა, თუმცა პატარა ზომის მაგიდა მაინც ყველა სკამთანაა. დამატებითი ჩანთების ფასი ბრიზის მსგავსად, აქაც საკმაოდ ბიუჯეტურია.
Spirit Airlines
ამ ავიახაზებს წარსულში მომხმარებლებთან პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დღეს ისინი განვითარდნენ: 41 მიმართულებით დაფრინავენ, ჩართეს ინტერნეტი ბორტზე და მოიპოვეს სანდოობა.
ეს ავიახაზები იმდენად ჰგავს ჩვეულებრივი ავიახაზების ეკონომ კლასს, რომ თავი ბიუჯეტურ თვითმფრინავში სულაც არ გეგონებათ. ხელბარგი, ხემსი და სასმელები უფასოა. საუზვესტი იუმორითაცაა ცნობილი: ბორტგამცილებლებს საკმაოდ სახალისო უსაფრთხოების პრეზენტაცია აქვთ. მგზავრები იმდენად ერთობიან, რომ Tripadvisor-ზე მაღალ შეფასებებს უწერენ.
JetBlue
ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ეს ფავორიტი ავიახაზებია. მაღალ შეფასებებში მგზავრები ასახელებენ საკვებს, სასმელს, უფასო ვაიფაის და ტელევიზიას და სკამების კომფორტს.